დღეს რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირში ორი მონაწილე გვეყოლება
ამ ოლიმპიადაზე პირველად, დღეს ძიუდოში ერთბაშად ორი მონაწილე გვეყოლება, რადგან ვალერი ლიპარტელიანთან (90) ერთად ტატამზე გავა ჩვენი ერთადერთი ძიუდოისტი ქალი ესტერ სტამი (70).

ლიპარტელიანი D ჯგუფში პირველ წრეში თავისუფალია, 1/16-ფინალში კი ტაჯიკ კომრონშოკ უსტოპირიონს ხვდება, მერვედფინალში გასვლისას კი მისი მეტოქე ნაურუელ ოვინი უერასა და ბელიზელ რენიკ ჯეიმსს შორის უმჯობესი იქნება.

ზოგადად, ჩვენებური არცთუ იოლ ჯგუფშია, რადგან ქვედა მხარეს მოხვდნენ კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი, ჩვენი ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი, უკრაინელთა აფრიკული წარმოშობის ქუანჯაუ ნჰაბალი და მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი. ამათგან პირველ წრეში მხოლოდ გონსალესი ჭიდაობს, ვინც 1/32-ედ ფინალში ბოლივიელ მარტინ მიჩელს ხვდება, მეთექვსმეტედფინალში გასვლის შემთხვევაში კი იქ ნჰაბალი ელოდება.

მეორე წრეში ერთმანეთში იჭიდავებენ ვან ტ ენდი და მონღოლი, ხოლო ამ წყვილებში გამარჯვებულები უკვე მერვედფინალში დაეჭიდებიან ერთმანეთს. მოგებული ლიპარტელიანის მეტოქე გახდება მეოთხედფინალში.

საკმაოდ ძლიერია C ჯგუფიც, სადაც ჩვენებურის შესაძლო მეტოქე გაირკვევა ნახევარფინალში: კორეელთა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დონჰან გვაკი, რუსთა ევროპის ჩემპიონი და ლიპარტელიანისთვის მეტად უხერხული მეტოქე კირილ დენისოვი და ბრაზილიელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი, 34 წლის ტიაგო კამილო (ეს უკვე მეოთხე ოლიმპიადას ჭიდაობს და წინა სამში მედლისთვის იბრძოლა, თუმცა ლონდონში ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო და მეხუთეზე დარჩა, სიდნეიში მეორე იყო, პეკინში კი - მესამე).

ამათგან ჯერ კამილოსა და დენისოვის გზები იკვეთება მერვედფინალში, თუმცა დენისოვს მანამ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთანაც არ ექნება იოლი გასეირნება, აქედან გასული კი მეოთხედფინალი გვაკს დაეჭიდება.

ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ და ლიპარტელიანს ფინალამდე ვერ შეხვდებიან იაპონელი მაშუ ბაკერი, ბერძენთა ქართველი მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი და ფრანგი ალექსანდრ იდირი.

სტამი განთესილებში არ იყო და წილისყრის დიდი გულმოწყალების იმედი არც უნდა ჰქონოდა. აკი ჯგუფში თავის თანამამემულე ჰოლანდიელთან, ევროპის სამგზის ჩემპიონ კიმ პოლინგთან და იაპონელ ჰარუკა ტაჩიმოტოსთან მოხვდა.

თუმცა მათ მეოთხედფინალამდე ვერ ხვდება, თავის სადებიუტო ოლიმპიურ პაექრობას კი მონღოლთა აზიის ჩემპიონ ნარანჯარგალ ცენდ-აიუშთან ჩაატარებს. თუ მოიგებს, მერვედფინალში კანადელი პანამერიკის ოთხგზის გამარჯვებული კელიტა ზუპანჩიჩი ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
[ექსკლუზივი] ვალერი ლიპარტელიანი: ნიანგი ხომ არ ვარ, დენისოვისთვის მეკბინა?
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
იაპონელთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე - სიურპრიზი ღვინიაშვილსა და შავდათუაშვილს
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
რუსები რიოს ოლიმპიადაზე ჭრიკიშვილის მეტოქედ ხალმურზაევის გამოყვანას აპირებენ
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ვალერი ლიპარტელიანი: საკუთარი თავისგან მუდამ მეტს ვითხოვ
ვალერი ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსთვის იბრძოლებს!