საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველის დებიუტი ახალ გუნდში, სავარაუდოდ, 23 თებერვალს, ნოვოსიბირსკის "სიბირთან" ტესტმატჩში შედგება
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდართან" ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. დიახ, "კრასნოდართან" და არა კრასნოდარის "ყუბანთან". თავდაპირველად შეცდომაში თურქული წყაროების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციებმა შეგვიყვანა. ამისულაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილების მოტივებზე გუშინაც ვწერდით და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველმა ეს ნაბიჯი უპირველესად, ფინანსური მოტივაციით გადადგა.

"კრასნოდარი" რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ჩაატარებს. კლუბს ძალიან ხანმოკლე ისტორია აქვს - 2008 წელს შეიქმნა, პრემიერლიგაში კი იმიტომ მოხვდა, რომ სათანადო სახსრების უქონლობის გამო ელიტაში ადგილი რამენსკოეს "სატურნმა" დაკარგა. გუნდს ცნობილი სერბი სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინი წვრთნის, რომელიც თავის დროზე მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობდა და მალხაზ ასათიანი მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა.

დღეს "კრასნოდარი" მესამე მოსამზადებელ შეკრებას იწყებს თურქულ "ბელექში" და ალეკო ახალ გუნდს იქვე შეუერთდება. 23 თებერვალს მუსლინის გუნდი ტესტმატჩს ნოვოსიბირსკის "სიბირთან" ჩაატარებს და ამისულაშვილის დებიუტიც ალბათ იქ შედგება.

შეგახსენებთ, ამისულაშვილი მის აწ უკვე ყოფილ კლუბ "ქაისერში" გასულ ზაფხულს ნალჩიკის "სპარტაკიდან" გადავიდა და შოთა არველაძის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაც იქცა. თურქეთის ჩემპიონატში მან 21 მატჩის ჩატარება და ორი გოლის გატანა მოასწრო.

ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი ამისულაშვილს ნალჩიკში აქვს გატარებული. "სპარტაკის" ღირსებას იგი სამწელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა და 98 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა