საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ "მერიის თასზე" ისაუბრა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ, 10 აგვისტოს, ჟურნალისტებთან მოახლოებულ "მერიის თასზე" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისშია და "მერიის თასისთვის" სპორტის სასახლეში ემზადება. "მერიის თასზე" ქართველთა მეტოქეები 12 აგვისტოს ჰოლანდია, 13-ში - უკრაინა და 14 აგვისტოს რუსეთის ნაკრებები იქნებიან. სამივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარს შეადგენს.

"კარგია, რომ ამ ტურნირის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა, რადგან შინ თამაშს ყოველთვის სხვა დატვირთვა აქვს - საკუთარი გულშემატკივრის წინ გამოსვლა და თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. მანამდე რამდენიმე ვარჯიში გვაქვს, რომელიც ამ ამხანაგური მატჩების მსგავსად ძალიან მნიშვნელოვანია: გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი სისტემით და თითოეული ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. ვარჯიშებზე უნდა ვეცადოთ, გავიცნოთ ახალი სისტემა და უკეთესად შევეწყოთ მას.

ჩვენი მთავარი მიზანია, 31 აგვისტოსთვის ვიყოთ მაქსიმალურ ფორმაში. ვნახე ნაკრების 3 ამხანაგური მატჩი. ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა...

რაც შეეხება რუსეთს: მათ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, გუნდის 12-ივე კალათბურთელს ერთ დონეზე შეუძლია თამაში, თანაც, შინ თამაშობდნენ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი, პირველისგან განსხვავებით, სულ სხვა კალათბურთი ვითამაშეთ. მაგრამ ეს არის ამხანაგური მატჩი, მოსამზადებელი პერიოდი როგორც ჩვენთვის, ისე მოწინააღმდეგე გუნდისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკურად რუსები უკეთ იყვნენ მომზადებულნი, მაგრამ ამით არაფერი წყდება...

პირადად მე ამ დროის განმავლობაში, სანამ ნაკრებში არ ვიყავი, ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ გრძელი სეზონი მქონდა და იმედი მაქვს, უფრო გრძელი მელის წინ, მწვრთნელს რამდენიმე დღით დასვენება ვთხოვე. დასვენებაში გუნდურ ვარჯიშებს ვგულისხმობ, თორემ ინდივიდუალური ვარჯიში არ შემიწყვეტია. გუნდთან ერთად უკვე მეორე ვარჯიში ჩავატარე და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. თამაშისა და ფიზიკური ფორმის მხრივ პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვარჯიშებზე შეთამაშება მჭირდება", - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა