საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გამგზავრებამდე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვარჯიშობს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გამგზავრებამდე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვარჯიშობს. გუნდის თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა გუშინ ის შემადგენლობა გაგვაცნო, რომელიც 22 და 24 თებერვალს მადრიდში ესპანელ 17-წლამდელებს ამხანაგურად შეხვდება.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), გიორგი ბერია (მერანი, მარტვილი);

მცველები: დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სულხან კახიძე (ქობულეთი), ნიკა სანდოხაძე (დინამო), ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - 35-ე საფეხბურთო სკოლა);

ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გოგი გოგიჩაიშვილი (ქუთაისი), ავთანდილ ენდელაძე (ბაია), ნიკა დიასამიძე (ბათუმი), თეიმურაზ მარკოზაშვილი (მერანი თბილისი), შალვა ექვთიმიშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა);

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (ოლიმპი), გურამ სამუშია (ბაია), გიორგი ფანცულაია (ოლიმპი), ნიკა ტარყაშვილი (ბეერსხოტი).

სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის 18-კაციან შემადგენლობაში სულ სამი ცვლილება განახორციელა - ნაკრებს დაემატნენ მარტვილის "მერანის" მეკარე გიორგი ბერია, 35-ე სკოლელი ნახევარმცველი შალვა ექვთიმიშვილი და ბელგიური "ბეერსხოტის" ფორვარდი ნიკა ტარყაშვილი. ბერიამ და ექვთიმიშვილმა ნაკრების მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება ურეკულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში დატოვეს, ტარყაშვილს კი ჟორჟიკაშვილი ბელგიაში პირადად დააკვირდა და მისი საფეხბურთო შესაძლებლობებით კმაყოფილი დარჩა.

რაც შეეხება ბაიერნელ ლუკას ჰუფნაგელს, იგი საქართველოს ნაკრებს ესპანეთში შეუერთდება.

ელიტრაუნდამდე ბევრი დრო აღარ რჩება და, ბუნებრივია, ამ 18-კაციან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება აღარ მოხდება. მადლობა ღმერთს, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და თუ რომელიმე ფეხბურთელი ამ მიზეზით გამოგვაკლდა, სანაკრებო სია ამ შემთხვევაში თუ შეიცვლება.

როგორც ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მადრიდში, არც მეტი და არც ნაკლები, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბაზა "ლას როსასზე" დაბინავდება და მატჩებსაც იქვე გამართავს. ჩვენსავით ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ ესპანელი 17-წლამდელებიც, რადგან ელიტრაუნდი მათაც კარს მოადგათ და ექსპერიმენტების დრო აღარ აქვთ.

უკვე გაცნობეთ, რომ ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხიმენეს მელენდესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირები აქვს და ჩვენი ნაკრები ამ სასარგებლო შეკრებას მისი ძალისხმევით აწყობს. მელენდესი საქართველოში A ლიცენზიისთვის სამწვრთნელო კურსებს ხელმძღვანელობდა და უახლოეს მომავალში კიდევ გვეწვევა. ისე კი, იგი მხოლოდ თეორიაში როდია წარმატებული - წლებია, ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებს უდგას სათავეში და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოუპოვებია. სხვა ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, მწვრთნელები ერთი ასაკობრივი ნაკრებიდან მეორეში ფეხბურთელებთან ერთად კი არ გადადიან, ადგილზე რჩებიან და ახალ-ახალ თაობებთან მუშაობენ.

საქართველოს ნაკრები მადრიდში 21 თებერვალს გაემგზავრება და თბილისში 25-ში დაბრუნდება. შემდეგი სპარინგპარტნიორისა და შეკრების შესახებ დაზუსტებით ჯერ არაა ცნობილი.

U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო