დე ბური "ინტერის" პატრონებს იუვენტუსის ჰეგემონიის დამხობას შეჰპირდა
ამ ზაფხულს "ინტერში" მართლაც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები - გუნდის აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ვერაფრით გამონახა საერთო ენა კლუბის ახალ მფლობელებთან.

მოგეხსენებათ, ერიკ ტოჰირმა "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინურ კონსორციუმს გადაუფორმა და "ნერაძურის" ახალი მმართველი გამოუჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, მანჩინი ჩინელებთან სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდა, ურთიერთობა ჩიხში შევიდა და მწვრთნელმა გუნდი დატოვა ან გაუშვეს, თუმცა დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს...

მანჩინის მემკვიდრე ფრანკ დე ბური კი საქმეს შეუდგა და ნელა-ნელა ეჩვევა "ინტერს"...

მოსალოდნელი მოულოდნელობა

მიუხედავად იმისა, რომ მანჩინისა და "ინტერის" მესვეურებს შორის უთანხმოებაზე დიდი ხანია იწერებოდა და თითქოს მისი გათავისუფლება არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, ეს ცვლილება მაინც მოულოდნელი გამოდგა - "ინტერს" ახალი სეზონისთვის 46 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ფრანკ დე ბური ამზადებს და ამას ჯერ კიდევ შეგუება და გააზრება სჭირდება...

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო მოსალოდნელი მოულოდნელობა და თუ რა შედეგს მოუტანს კლუბს მომხდარი ცვლილება, ამას დრო გვიჩვენებს.

თავად დე ბურმა კი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფეერენცია გამართა და მომავლის ხედვებზე ისაუბრა...

დიდი გამოწვევა

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო "ინტერის" მესვეურებს ამხელა ნდობისთვის და შევპირდე მათ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ეს არის დიდი გამოწვევა და პატივი ჩემთვის, რადგან ჩავიბარე უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების კლუბი... ახლა ფეხბურთელების გაცნობის პროცესში ვარ, თუმცა ეს პროცესი უმოკლეს დროში უნდა დასრულდეს.

სეზონის დაწყებამდე დღეებია დარჩენილი და სერია A-ს სტარტს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ. ამიტომ, ყოველდღე თავდაუზოგავი შრომა გვმართებს...

მენტალური პრობლემა

- ყველა ვხედავთ, რომ გუნდში ყველაფერი იდეალურად არაა და ბევრ კომპონენტზე გვაქვს სამუშაო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ინტერი" არ არის ერთ მუშტად შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. არადა, გუნდური სულისკვეთება წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარია...

გვყავს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომლებზეც უნდა ავაშენოთ ახალი გუნდი და რომლებმაც "ინტერი" დიდი გამარჯვებებისკენ უნდა წაიყვანონ. პირველ რიგში, ჩემმა შეგირდებმა უნდა ირწმუნონ, რომ მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ...

სერია A

- ბოლო წლებში იტალიის ჩემპიონატი პროგრესირებს და ვფიქრობ, მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. სერია A-ს გუნდები განსხვავებული სტილით თამაშობენ და ისინი არ ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ეს სხვა ჩემპიონატებში ხდება. მწვრთნელისთვის იტალიაში მუშაობა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან აქ, ყველა სიკეთესთან ერთად, უდიდეს გამოცდილებას მიიღებ. ძალიან დიდია კონკურენცია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ "ინტერისა" და "მილანის" კალიბრის გუნდები ჩემპიონთა ლიგაში ვერ ხვდებიან. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს და ამისთვის ყველა ღონეს ვიხმართ.

მწვრთნელი და მენეჯერი

- "ინტერის" მესვეურები ცდილობენ, კლუბში ინგლისური მოდელი დანერგონ და მწვრთნელს მენეჯერის ფუნქციებიც შეუთავსონ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი "აიაქსში", სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მათ დაწინაურებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ასე რომ, ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, "ინტერში" კი, მთავარი გუნდის გაწვრთნასთან ერთად, სწორედ ასაკობრივი გუნდების მონიტორინგი და იქიდან გამორჩეული ფეხბურთელების დაწინაურებაც მევალება. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა. ვფიქრობ, "ინტერის" მესვეურებს აბსოლუტურად სწორი მიმართულება აქვთ აღებული...

იუვენტუსი

- არაფერია შეუძლებელი, მათ შორის - არც "იუვენტუსის" დამარცხება და სკუდეტოს მოგება. ტურინელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ საოცარი შემადგენლობით, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს ნაკლები პოტენციალი - ბევრი შრომითა და, რაც მთავარია, სწორი გეზით, თავისუფლად შეგვიძლია ტურინულ გრანდთან კონკურენცია და სეზონის ტრიუმფით დასრულება. "იუვენტუსი" სტიმულია პირადად ჩემთვის და ძალას არ დავიშურებ, რომ "ინტერთან" ერთად ტურინელთა ჰეგემონია დავამხო...

ტრანსფერები

- ჯერ არ მსურს იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ შეიძლება დაემატოს "ინტერს", მაგრამ წამყვანი ფეხბურთელები რომ უნდა შევინარჩუნოთ, ეს ცხადია. მაურო იკარდის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ის ჩვენთან დარჩეს. მართალია, იკარდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მოასწრო შესაძლებლობების დემონსტრირება და იმედია, ახალ "ინტერში" ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება. გასულ სეზონში რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ წარმოაჩინა შესაძლებლობები, მაგრამ, ვფიქრობ, მათ პოზიცია შევუცვალო და კიდევ ერთი შანსი მივცე...

ტაქტიკა და სტრატეგია

- თანამედროვე ფეხბურთში ერთი ტაქტიკური სქემის ტყვე არ უნდა იყო და ყოველთვის უნდა გქონდეს რეზერვში რამდენიმე მოდელი, მით უმეტეს - იტალიაში, სადაც ამ კომპონენტს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. "ინტერში" ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ფლანგიდან შეუძლიათ თამაში და ამიტომ, აქტიურად გამოვიყენებთ როგორც 4-3-3, ისე 4-2-3-1 სქემას. და მაინც, მთავარია გუნდი ერთ მუშტად შეიკრას და დანარჩენს მოევლება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]
დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი