რაოდენობით შთამბეჭდავ, მაგრამ არცთუ ძლიერ შეჯიბრებაში ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეების ვინაობა გარკვეულია
დღეს დიუსელდორფში, 68 ნაკრების მონაწილეობით, "დიდი პრიზის" გათამაშება იწყება. რაოდენობა კია შთამბეჭდავი, მაგრამ სიძლიერით არც ისე ძლიერი ტურნირი იქნება - გუნდების უმეტესობა გადახალისებულია, ბევრს აკლია ლიდერები. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ნოდარ მეტრეველი (+100).

წილისყრით 60-ში ორივე ქართველი ბადის ერთ მხარეს მოხვდა, ოღონდ ნახევარფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. პაპინაშვილი მეორე წრიდან ჩაებმება და ფინელ ვალტერ იოკონენს დაეჭიდება. მოგებულის მეტოქე მონგოლი ბოლბაატარ ჩმედ-იონდონის, თბილისის წლევანდელი მსოფლიოს თასის ლატვიელ ბრინჯაოს პრიზიორ ანდრეას მაჯერსის და გერმანელი ტობიას ენგლმაიერის შეხვედრებში გაირკვევა, ოღონდ სამეულიდან ჯერ ერთმანეთში მასპინძელი და ლატვიელი იჭიდავებენ.

ასუმბანის სავარაუდო მეტოქეები, ჩვენი ტურნირის ყაზახი ვიცე-ჩემპიონი იერკებულან კოსაიევი და მაროკოელი ალაე იდრისი პირველივე წრეში გავლენ ტატამზე. თუ ასუმბანი ამათ გასცდება, შესაძლოა, მერვედფინალში უკრაინელთა ქართველ მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას დაეჭიდოს. პირველ წრეში ზანთარაიაც ისვენებს, მისი მეტოქე კი პერუელი იან პოსტიგოსა და ბრაზილიელი ბრუნო ალვეშის შეხვედრაში გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ პერუელს წინა კვირას, ბუდაპეშტში, ბეთქილ შუკვანმა იპონით მოუგო.

ტატალაშვილი გერმანელ რენე შნაიდერთან შერკინებით დაიწყებს შეჯიბრებას. მოგებულის სავარაუდო მეტოქეებიდან ჯერ თურქი ჰასან ვანლიოღლუ და პორტუგალიელი ჟორჟე ფერნანდესი გაარკვევენ შემდეგ წრეში გამსვლელს, რომელსაც ესტონელი ევროპის პრიზიორი კინტერ როტბერგი ელოდება. აი, სწორედ როტბერგთან შეხვედრის გამარჯვებულს დაეჭიდება ტატალაშვილი. ჩვენებურის სიახლოვეს ორი ევროპის ჩემპიონია - 2009 წლის თბილისური ტრიუმფატორი უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა და იაპონური წარმოშობის ესპანელი, 32 წლის კიოში უემაცუ (ეს მსოფლიოს პრიზიორიცაა), თუმცა ჩვენებურთან შეხვედრამდე ჯერ მათი გზები გადაიკვეთება.

ყველაზე მეტი მონაწილე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშია - 50 სპორტსმენი, თუმცა წიკლაურს უჩვეულოდ გაუმართლა და მესამე წრემდე თავისუფალია. მასთან შესახვედრად მეორე წრეში შვეიცარიელი მიშა ეგერი და ლატვიელი კონსტანტინს ოვჩინიკოვსი იბრძოლებენ. ჭრიკიშვილი იტალიელ ფრანჩესკო ბრიუერეს ხვდება, მოგებულს კი მოლდოველი სერგეიუ ტომა ელოდება.

მესამე წრიდან იჭიდავებს ლიპარტელიანიც, რომელსაც მეტოქედ ან ტუნისელი მედ-ფადელ გაზოუანი ეყოლება, ან - 23-წლიანებში პოლონელი ევროპის ჩემპიონი კრშიშტოფ ვეგლარცი. სავარაუდოდ, უფრო ვეგლარცი, რომელსაც ლიპარტელიანმა წლეულს პარიზშიც მოუგო (მაშინ პოლონელი ხელით შესვლისთვის მოხსნეს) და შარშან - როტერდამშიც. ბადის ამავე მხარეს არიან უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი, იაპონელი იუია იოშიდა და ის შვედი მარკუს ნიმანი, ვისთანაც ჩვენებურმა შარშან ვენაში ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო.

პირველ წრეში ისვენებს ცირეკიძეც, რმელიც უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვისა და ჩინელი ნინგ შაოს შეხვედრას მიადევნებს თვალს - მერე იმათში მოგებულს უნდა ეჭიდავოს. იმედია, ჩვენებური ამათგან ნებისმიერს მოუგებს, მერე კი მეტოქედ, სავარაუდოდ, ბუდაპეშტის ტურნირის მონგოლი ვიცე-ჩემპიონი ტამუულენ ბატულგა ეყოლება, რომელსაც მანამდე ახალზელანდიელი იასონ კოსტერის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ნახევარფინალამდე მისი სავარაუდო მეტოქეები ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი, აქამდე უცნობი ყაზახი აკრამჯან მარაზიკოვი, ანგარიშგასაწევი ფრანგი ფრედერიკ შტიგელმანი და გერმანელი ბენჯამინ ბერლა არიან. ამათგან ცირეკიძემ ფრანგს შარშან პარიზის "დიდ მუზარადზე" მოუგო.

მძიმე წონაში ხანჯალიაშვილი აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვს ხვდება და, წესით, მასთან მოგება არ უნდა გაუჭირდეს. მეტრეველი თურქ ენსარ ტამას ხვდება, ამათში მოგებულს კი სლოვენიელი მატიას სერაი ელოდება.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა