სპალეტი ჟურნალისტებს შეხვდა და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა, მათ შორის - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფზე
ლუჩანო სპალეტიმ "რომა" გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა, როცა გუნდი მეხუთე ადგილზე იყო სერია A-ს სატურნირო ცხრილში და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მცირე შანსი ჰქონდა.

სპალეტის ხელში "ჯალოროსიმ" ამოქაჩა, ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. "რომას" მეტოქედ "პორტუ" ერგო და წესით, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები უნდა ვიხილოთ.

სპალეტი ჟურნალისტებს შეხვდა და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა, მათ შორის - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფზე...

ტრანსფერები

- კლუბის მესვეურები აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე და ამ მხრივ, არაფერი მაქვს საწუწუნო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "რომას" არაერთი ფეხბურთელი ჰყავდა იჯარით აყვანილი და მათი შენარჩუნება, ანუ გამოსყიდვა იყო საჭირო.

ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ "რომამ" 70 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ფასიომ, ვერმაელენმა და ჟუან ჟესუშმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ არის დრო და შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი დავიმატოთ.

მოსამზადებელი ციკლი

- ყოველთვის რთულია, როცა გუნდის ჩაბარება გახურებულ სეზონში გიწევს, რადგან კარგად არ იცნობ ფეხბურთელებს, არსებულ რეალობას, ადაპტაციისთვის კი დროა საჭირო. ეს ჩემი პირველი შეკრებაა "რომაში" დაბრუნების შემდეგ და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ფეხბურთელები საქმეს სწორად უდგებიან და იციან, თუ რას ვითხოვ მათგან. ყველაფერი დეტალებში გვაქვს გაწერილი და მჯერა, გუნდი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგა

- ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოსახვედრად "პორტუს" ბარიერია გასავლელი და თქმა არ სჭირდება, რომ წინ დიდი ბატალიები გველის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ დუელზე მთელი სეზონია დამოკიდებული.

სერია A-ს გასულ გათამაშებაში სწორედ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ საუკეთესო სამეულში მოვხვედრილიყავით და ჩემპიონთა ლიგაზე გვეთამაშა, ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება.

"პორტუ" ძლიერი გუნდია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილებაც აქვს. თუმცა, არც ჩვენ ვართ ჯაბანნი და ვფიქრობ, თუ ფეხბურთელები მწყობრში მეყოლებიან, შევძლებთ ამ ბარიერის დაძლევას.

სერია A

- ბოლო წლებში "რომა" ძალიან კარგად იწყებდა ჩემპიონატს, შემდეგ კი ჩავარდნა ჰქონდა. სწორედ ამ დროს გარბოდა წინ "იუვენტუსი" და საჩემპიონო ინტრიგაც კვდებოდა. მთელი ეს პროცესი დეტალურად გავაანალიზეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. "რომა" უნდა იყოს სტაბილურად ძლიერი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და არა - დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

"რომაში" არიან საკმარისად ძლიერი ფეხბურთელები იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ და "იუვენტუსს" ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ. ბუნებრივია, არ უნდა დავივიწყოთ "ნაპოლი", რომელიც ტრადიციულად ძლიერია და ვფიქრობ, გონსალო იგუაინის წასვლის მიუხედავად, ისიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. საინტერესო ცვლილებებია "ინტერში" და ჩემი აზრით, ამ გუნდსაც დიდი პოტენციალი აქვს.

ტოტის ბოლო სეზონი

- ფრანჩესკო ტოტი კლუბის ლეგენდაა და ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება. კარგად მესმის, რომ ტოტისთვის ეს ბოლო სეზონია და გულშემატკივრებს მისი ხშირად ნახვა სურთ მოედანზე. მჯერა, ეს ასეც იქნება, რადგან ფრანჩესკო კარგ ფორმაშია და ვარჯიშებზე არავის ჩამოუვარდება. ტოტის ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?