ყოფილი სსრკ-ის დამსახურებულმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა "ბაზელთან" "სპარტაკის" გამარჯვება ჩვენებურის კრეატიულ თამაშს მიაწერა
რუსეთში "ბაზელი"-"სპარტაკის" ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩის ექო, გასაგები მიზეზის გამო, აქამდე არ ცხრება - მოსკოველებმა ხომ სტუმრად ორი გაშვებული გოლის შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლეს. ჩვენდა გასახარად კი, ამაში ლომის წილი "სპარტაკელთა" ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს მიუძღვის, რომელიც მოედანზე მეორე ტამში გამოჩნდა - თავისი გუნდის სასიკეთოდ, მთლიანად შეცვალა თამაშის სურათი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ეფექტური და უაღრესად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

თავში "ანანიძის ლომის წილი" ვახსენეთ და ამას ნაციონალისტური მუხტით გამოწვეულ შეფასებაში ნუ ჩაგვითვლით. ამაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა ისაუბრა და ჩვენეული შეფასებაც მისი კომენტარიდან გამომდინარეა:

"ვფიქრობ, ამ თამაშის პირველ ტაიმში "სპარტაკს" სეზონებს შორის შესვენებით გამოწვეული, სათამაშო პრაქტიკის არქონა დაეტყო. თავისი გავლენა გუნდის საკვანძო მოთამაშეების: იბსონის, ველიტონისა და არის არყოფნამაც იქონია. ეს უპირველესად მოსკოველთა თამაშის ორგანიზებასა და შეტევით პოტენციალზე აისახა. აი, მეორე ნახევარში კი "თეთრ-წითლებმა" სულ სხვაგვარად ითამაშეს, რაშიც უდიდესი წვლილი ჯანო ანანიძეს მიუძღვის. მოედანზე შემოსვლის შემდეგ მან გუნდის შეტევებს კრეატიულობა შესძინა და გამარჯვების გოლიც გაიტანა."

მომზადებულია Sportbox.ru-ის მიხედვით

puma
ცოტა ფიზიკურად მოძლიერდება და ვეღა გააჩერებენ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს