საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჰოლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა "მერიის თასის" ფარგლებში დღეს პირველი მატჩი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 77:66 სძლია.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 11 ქულის სხვაობით სძლია

"ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი მატჩი თბილისში და ყველა მოთამაშებ მაქსიმუმი გააკეთა. მჯერა ჩვენი მოთამაშეების და მჯერა, რომ გაცილებით უკეთესად შეგვიძლია თამაში დაცვაში. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ დაცვაა ის საფუძველი, რომელმაც ის მატჩები უნდა მოგვაგებინოს, რითაც ევროპის ჩემპიონატზე გავალთ.

რაც შეეხება შეტევას, ის გამოცდილებიდან მოდის. მოთამაშეებს ერთმანეთთან შეწყობა სჭირდებათ და მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე შევძლებთ წინა ხაზში თამაშის გამოსწორებას.

ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ საქართველოში 5-6-ჯერ ჩამოვედი და ბევრი მოთამაშე გავიცანი. ვინც თავს მომავალშიც გამოიჩენს, ყველას მიეცემა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი.

ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და გვიქომაგა. ვისურვებდი, მეტი აქტიურობით გაეგრძელებინოთ ჩვენს თამაშებზე სიარული და ქომაგობა. იმედი მაქვს, გადამწყვეტ მატჩებზე გავსებულ სპორტის სასახლეს ვიხილავ. ქართველები და ბერძნები ერთმანეთს ეროვნულობით ჰგვანან - ორივესთვის ქვეყნის სახელის დაცვაა მნიშვნელოვანი. მე ეს გამოვცადე საბერძნეთში და ამას აქაც ვხედავ", - განაცხადა ზუროსმა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას გიორგი შერმადინიც დაესწრო, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "პირველ რიგში, გილოცავთ ამ გამარჯვებას. მართალია, ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა საკმაოდ კარგი და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მთავარმა მწვრთნელმა მოგვცა ნახაზები, აგვიხსნა როგორ უნდა გვეთამაშა... იყო შეცდომები დაცვაში, მაგრამ ვიმედოვნებ, ხვალ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამოვასწორებთ ამ ხარვეზებს".

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მოსალოდნელი იყო ასეთი რთული მართი საქართველოს ნაკრებთან და ამას ისიც უძღოდა წინ, რომ ქართველებს რევანშის წყურვილი ჰქონდათ. მისივე თქმით, გამოცდილებამ დიდი როლი შეიტანა ამ ანგარიშში, განსაკუთრებით კი ზაზა ფაჩულიასი.

შოთა გუგეშაშვილი
ხვედელიზე დაცვას მიხედე დაცვას
giorgi
რა იყო ძნელია სტატისტიკა რომ მაინც დადოთ? ან ვინ ითამაშა მარტო შერმადინმა?
გიგილო
ილია ამბობს, არ მინდა ზუროსი, ჩემიც მეყოფაო.
ჰმ-ს
სრულიად გეთანხმები, ჩვენი ჟურნალისტები და კომენტატორები ხშირად ამახინჯებენ ქართულს-მაგალითად, არტყავს, სვავს, მაშინ როდესაც არის დარტყმა, სმა და ა. შ.
გიჟუა
უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ ილიას ზუროსი და ზუროს კიდე, ილიასი :DDDDDDDDDDDDDDDD
ჰმ

ჰმ
კარგია, რომ ნაკრებმა გაიმარჯვა; ცუდია, რომ ჩემი კომენტარების ნახევარი იკარგება; და უხერხულია, ტელეკომენტატორი ქართულ გვარს სხვადასხვა ბრუნვაში არაწორად გამოთქვამს, მაგალითად: შერმადინიმ ჩააგდო, შერმადინის მიაწოდეს, და ა. შ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველო VS ჰოლანდია - კლოოფი გახსოვთ? რევანში გვაქვს ასაღები!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველო-რუსეთი 97:100 (დ.დ.) - აი, რატომ მიყვარს კალათბურთი!
საქართველო VS უკრაინა - ტრადიცია არ უნდა დავარღვიოთ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
მერიის თასი: საქართველოს ნაკრები რუსეთთან ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 11 ქულის სხვაობით სძლია