ზუგდიდელებმა ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" ფრედ 1:1 დაასრულეს
მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება მართებდათ. მართალია, მე-20 ტურამდე ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში იმყოფებოდა, მაგრამ ისინი თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობდნენ. ზუგდიდური გუნდი, როგორც სტუმარი, ცხადია, ფრეზეც ყაბულს იქნებოდა და ყველაფერს აკეთებდა მიზნის მისაღწევად.

"ბაია" სასურველი შედეგისთვის ბრძოლას მატჩის დასაწყისიდანვე შეუდგა და ორ წუთში ორი სახიფათო შეტევის ორგანიზება მოასწრო. უკვე მე-2 წუთზე სტუმართა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ირაკლი ქობალია მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა არდალიონ მიქაბერიძეს ვერ აჯობა.

თბილისელმა ფეხბურთელებმა თამაში დიდხანს ვერ დაალაგეს. მეტოქე უფრო ორგანიზებული და მოტივირებული ჩანდა. ისიც თვალსაჩინო იყო, რომ "ბაიას" მოთამაშეები მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. სტუმართა რიგებში გამორჩეული კაპიტანი როინ ონიანი იყო, რომელიც თითქმის ყველა ეპიზოდში აქტიურად ირჯებოდა და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, ისიც ისეთი, რომ გუნდს გოლად დაუჯდა. თუმცა ეს მეორე ნახევარში მოხდა.

იქამდე კი, ვიტ ჯორჯია ზუგდიდელთა საჯარიმოს პირველად მე-12 წუთზე მიუახლოვდა, თუმცა მეკარე არ შეუწუხებია. მასპინძლებმა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს, ფლანგების გამოყენებაც დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. ვიტჯორჯიელთა ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ანგარიშის გახსნის რეალური შანსი "ვეტერინარებმა" 30-ე წუთზე გაუშვეს ხელიდან. კუთხურს ზუგდიდელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ბურთთან ყველაზე სწრაფად ჩიმაკაძე გაჩნდა და უძლიერესი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა.

ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ისევ ჩიმაკაძე აღმოჩნდა. ის მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა გამოცდილი გიორგი სომხიშვილის გაცურება ვერაფრით მოახერხა. იქამდე ვიტჯორჯიელებმა შორეული დარტყმებითაც სცადეს მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.

შესვენების შემდეგ, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ბურთი, ძირითადად, საჯარიმოებს შორის დაგორავდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მასპინძლები "ბაიას" მოქანცვას ელოდნენ. ისინი საამისოდ ყველაფერს აკეთებდნენ: სწრაფი, ერთი ან ორი შეხებით გათამაშებული კომბინაციები, შეტევის მიმართულების ხშირი ცვლა, ბურთის ერთი ფლანგიდან მეორეზე გადატანა, ზუგდიდელებს დიდ ენერგიას ართმევდა, თუმცა ისინიც საკმაოდ მწარედ "იკბინებოდნენ". ონიანს მხარი შოთა ლომიამაც აუბა, რომელიც გამუდმებით ცდილობდა, ქობალია დასარტყმელ პოზიციაზე გაეყვანა.

61-ე წუთზე "ბაია" კიდევ ერთხელ გადარჩა. გიორგი ვასაძემ ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, მეკარე კარიდან გამოსვლისას შეცდა. ჩიმაკაძემ ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი სომხიშვილის დასაზღვევად გადასულ ონიანს მოხვდა.

სტუმრებმა ამ დაძაბული ვითარების განმუხტვა კი მოახერხეს, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" ირწმუნა, რომ მეტოქის დაცვა გაუვალი სულაც არ იყო და ზეწოლა გააძლიერა, რამაც შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო. ზუგდიდელები საკუთარ ნახევარზე, მარცხენა ფრთაზე დაჯარიმდნენ. გიორგი ჯანელიძემ ბურთი საჯარიმო მოედანში ჩაჰკიდა. "ბაიას" ლიდერმა ონიანმა, ზემოთ ნახსენები ერთადერთი შეცდომა დაუშვა, ბურთს თავით კარგად ვერ შესწვდა და ისიც ისე, რომ მიმართულება არ შეუცვლია, მარცხენა დაბალ კუთხეში აღმოჩნდა.

სტუმრები მოვლენების ასეთ განვითარებას არაფრით შეეგუენ. თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათო, იერიშზე გადავიდნენ. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი საჯარომოს მისადგომები გაემაგრებინათ. ანგარიშის გასათანაბრებლად კი "ბაიას" ათი წუთი დასჭირდა.

მარცხენა ფრთიდან ლომიას მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ყველას და ყველაფერს გადასცდა და მარჯვენა ფრთაზე, ლაშა სვირავას ნადავლი შეიქნა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. მისი ძლიერად დარტყმული ბურთი მიქაბერიძემ მოიგერია, თუმცა ქობალიამ იქვე თავი შეაგება და ანგარიში გაათანაბრა.

"სიხარულის" სტადიონს, რომელზეც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მატჩი პირველად ჩატარდა, მაყურებელი დაღონებული ტოვებდა, რადგან დარჩენილ დროში "ვიტ ჯორჯიამ", დიდი მცდელობის მიუხედავად, გამარჯვების გოლის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, სტუმრად მოპოვებულმა ერთმა ქულამ "ბაია" დიდად გაახარა.

"ვიტ ჯორჯია"-"ბაია" 1:1

19.02. თბილისი. სიხარული. 100 მაყურებელი

1:0 რ.ონიანი (77. საკუთარ კარში) 1:1 ქობალია (87)

"ვიტ ჯორჯია" "ბაია''

4-4-1-1 4-4-1-1

მიქაბერიძე სომხიშვილი

ბეჭვაია სვირავა

ადამაძე აქუბარდია

კასრაძე გამრეკლიძე

ღანიაშვილი ონიანი

ვასაძე რიგვავა

მაისშვილი წურწუმია

გურ.გურეშიძე სიხარულია

კორიფაძე ვართაგავა

ჯანელიძე ლომია

ჩიმაკაძე ქობალია

მწვრთნელი მწვრთნელი

მ.კოჭლაშვილი ე.ქომეთიანი

"ვიტ ჯორჯია"

69. როსტიაშვილი-კორიფაძე

სათადარიგოები: ძაძამია, ზაქრაძე, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი, გიორ. გურეშიძე, ხურცილავა

"ბაია"

63. რიგვავა-ქირია

71. ეხვაია-სიხარულია

88. აფაქიძე-ლომია

სათადარიგოები: მაქაცარია, შონია, ქვარცხავა, ჩანგელია.

გაფრთხილება: აფაქიძე(89)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია.

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად