საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რუსეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა - 97:100.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრები რუსეთთან ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა

"ტრადიციულად, სანამ თამაშს შევაფასებდე, მსურს ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, მადლობა გადავუხადო.

მიყოლებით 3 მატჩი ჩავატარეთ. ამ 3 მატჩში ყველა კალათბურთელს მიეცა სათამაშო დრო და შემიძლია ვთქვა, რომ თამაშითა და მოთამაშეებით ჯამში ჯამში კმაყოფილი ვარ.

დღევანდელი თამაში ცოტა უცნაური გამოდგა. ჩვენს მეტოქეს არ ჰყავდა მაღალი ცენტრფორვარდი, ამიტომ აქცენტს შორეულ სროლებზე, ანუ 3-ქულიანებზე აკეთებდა. ამ ყველაფერმა კიდევ ბევრი რამ დაგვანახა და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.

კალათბურთელებს მატჩის შემდგომ მივულოცე ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც აჩვენეს. ალბათ დაინახავდით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კალათბურთელები ძირს იყვნენ - ეს ნიშანია იმისი, რომ ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. იმ მოთამაშეებს იოლად შეუძლიათ 3-ქულიანების ჩაგდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თავისთავად, შეცდომები დავუშვით და ამაზე სამუშაო პროცესი გაგრძელდება...

ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რომლისგანაც ბევრი ვისწავლეთ. წინ საკვალიფიკაციო ეტაპი გველის და გავაგრძელებბთ მზადებას", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის.

qutaiseli
მცვრთნელი არის ძალიან ძლიერი ნაკრები კი ბოდისი და დამტავრდა ამატი კალათბურტი დარცაა 5 კაცი და მორჩა ამ ხუთიდან 2მა საერთოდ ვერ ითამაშა ფაჩულია და ცინცაძე ეგ ამერიკელი კიდე მიაყრის ორ სამიანს და მერე 20 წუთი ფიქრობს ესროლოს თუარა პერიმეტრიდან ცქიტიშვილი მარკოიშვილი და ბოისა დიდი რო გყვოლოდა საღსალამათი დარწმუნებული ვარ მოუგებიდით რუსებს მაგრამ ორმა მათგანმა დაანება ნაკრებს თავი ერთი ტრამვირებულია და ვინ შეგვჩა არც არავინ ხოდა პრეტენზიაც ნაკლები მაქ მწვრთნელთან.რუსებს ერთხელ მოუგეთ მახსოვს ამხანაგური და იქაც ის შემონდა როარა ვერც იქ მოვიგებდით ბანოჯიდან ყარა რასაცქვია ბურტები დააშტეა რუსები მაშვინ ეხ სადაა ეგეთი მეორე.
kuka
ზუროსი რომ ჩვენი მწვრთნელია გაგვიმართლა. აზრზე არ ხართ და იწერებით. აი ჩვენს ვარსკვლავებს რაც შეეხება, თავში აქვთ ავარდნილი, ცინცაძეს, შენგელიას, ფაჩულიას და სანიკიძესაც კი. სათამაშო დისციპლინა ნულზეა. ცოტა გონზე თუ არ მოვიდნენ ჩარჩებიან კვალიფიკაციაში.
მერაბი
ბატონებო, უხერხული არ არის, საბერძნეთის ნაკრების, "ოლომპიაკოსის", "ჟალგირისის", "არისის" და "ეფესის" მთავარ მწვრთნელზე რომ წერთ, ცუდი მწვრთნელიაო?! იქნებ ზაზა ფაჩულიას ზრდილობა ასწავლოს და აუხსნას, მოედანზე მსაჯისთვის....., თანაც ასე ხშირად არ შეიძლება, ტექნიკურ ჯარიმას მოგცემენ, რაც ჯამში რვა ქულას მოაპოვებინებს მოწინააღმდეგესო. ან, ჯარიმების სროლა ასწავლოს პროფესიონალ კალათბურთელებს? მწვრთნელი მართლა კარგია, უბრალოდ, მის დავალებებს უნდა შესრულება. ფაჩულია აშკარად ვერ არის ფორმაში, შენგელია, ცინცაძე და სანიკიძეც შესარჩევ თამაშებამდე უნდა მოემზადონ. დიქსონს მაინც მიბაძონ, ნამდვილი პროფესიონალია.
ლაშა
მწვრთნელი აშკარად მაღალი კლასის არის, თანაც დიდი გამოცდილება ა და ნაკრებს წვრთნიდა, ლონდონის ოლიმპიადაზე გაიყვანა. ემოციური თუ არის, ეს იმის ბრალია, მის დავალებებს რომ არ(ვერ ასრულებენ). მარცხნივ წადიო რომ უხაზავს და მარჯვნივ მიდის კალათბურთელი, პასი მიეციო და თვითონ შედის ფარქვეშ, გაღიზიანდება, აბა რა მოუვა. საჯარიმოებს რომ ვერ აგდებენ(ფაჩულია, შენგელია), მწვრთნელმა ისროლოს? ფაჩულია ან ფორმაში არ არის, ან ტავს ინახავს. ზუროსმა კალათბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა და პრობლემა არავისთან აქვს, პირიქით, გახსნილებია არიან. ის "ღიპიანი გრუზინი" სლოვენიელი ასისტენტია, ძალიან გამოცდილი. ვინც ამბობს, რუსეთის მსგავსი და მასზე ძლიერი ნაკრებები უნდა დავამარცხოთო, რეიტინგს გადახედოს. ფიბა-ს ბოლო მონაცემებით რუსეთის ნაკრები მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, საქართველოს ნაკრები 47-ე ადგილზე. საქართველოს ნაკრების სკამი ძალიან მოკლეა, რეაზერვი რაც შეიძლება იყოს, ყველა ათამაშა და დააკვირდა. საერთოდ, კომენტარებს რომ წერთ, მინიმალურ დონეზე უნდა ერკვეოდეთ კალათბურთში. ვიმეორებ, ფიბა-ს რეიტინგში ჩაიხედეთ.
Gio
არაა სანაძე ნაკრების კაცი... ვერ ქაჩავვს ბავშურ შეცდომებს უშვებს თან სერიოზულ მომენტებში დიდი მსროლელიც არაა როგორც ამბობენ და აქბთ ბოისა და ლეჟავაც არ უნდა ოყვნენ ნაკრებში... ბოისას ფაცაცია ჯობია... შერმადინი ნუ აზრი არააქ მაგაზე ლაარაკს მარტო მაღალია და ვსო.. ცინცაძე ხასიათის მოთამაშეა რონელიც უმეტესად ცუდ ზასიათზეა და თან ბურთს ძალიან დიდი ხანჯ აბრახუნებს არ ანაწილებს კარგად.. ბურჯანაძემ მოუამატა შარშანდელთან შედარებით თოკო კოდე ძალიან ბევრს იღებს და ხშირ შემთხვევებში ძალიან ეტენება 3 კაცში.. ახალ მწვრთნელს დრო უნდა ეგრე სად არის სამ თამაში გლიჯავდე და გადახედეთ ვინ რამდენს თამაშოვდა ცინცაძე თითქმის არ თაამაშობდა თოკოს ტრავმა მარკოიშვილი არ გყვავს და სუპერლიგაში გინდა გითამაშია და გინდ არა თემაა ამიტომ კიდეეკარგად გამოიყურებიან თქვენნიმაზე იფიქრეთ 5 წელიწადში უკვე აგარავიმ რო აგარ გვეყოლება.. თაობა არაა არ გყვავს...
kilkauskas
ჩვენი დაცვა ნული,ხომ ყველამ იცით კალათბურთი იწყება დაცვიდან ცნობილი გამოთქმაა,მეორე, შეტევაში ვერც ერთი ვარჯიშზე მომზადებული დამუშავებული კომბინაცია ვერ ვნახე ჩვნეი ნაკრების მხრიდან, ელემენტარული პერიმეტრზე ვერ ტოვებენ კაცს, სტატისტიკა ნახეთ აბა ამ სამ თამასში რამდენჯერ ვესროლეთ სამიანი ჩაგდებაზე არ ვამბობ, დუდას,ბურჟანაძეს, ამეროკელს,სანიკიძეს, ვერ ვიყენებთ, მემგონი ეს მცვრთნელი ნულია კოკოშკოვთან შედარებაც არ არის.
new
ჯერჯერობით დადებითად ვერ შევაფასებთ ამ მწვრთნელს, რუსეთისნაირ ან უფრო ძლიერ გუნდებს უნდა მოვუგოთ, მაშინ ვაღიარებ, ამ თამაშის წაგებაში კი მწვრთნელს არ მიუძღვის დიდი წვლილი
ODALA-s
"რომელიღაცა ღიპიანი ღრუზინი ასისტენტი" ზუროსის ჩამოყვანილი უცხოელი ფიზმომზადების მწრვთნელია. ვერც კალათბურთში ერკვევი და ქვეყნის გაქილიკებას ცდილობ...., ODALA.
giorgi
100ქულა ბოლოს როდის ჩაუგდეს ჩვენს ნაკრებს არ მახსოვს...
ხვიჩა
ოთო მართალია როდესაც წერს რომ ეს კაცი ნერვიულია და ნერვიულობა დამღუპველია როდესაც საქმე ეხება ევროპის ჩემპიონატს, რაღაცნაირად უნდა მოთოკოს ნერვები, უმძიმესი და ურთულესი თამაშები გველოდება სლოვაკებთან და მონტენეგროსთან, ალბანეთიც არაა ხელწამოსკრავი გუნდი, წარმატება ჩვენს ბიჭებს.
odala
ოთო, მაგას ვფიქრობდი დღეს ზუსტად. მოთამაშეები ერთია და სამწვრთნელო შტაბი არ იმუშავებს მაგასთან. ერთი-ორჯერ ისე წამოაგდა რომელიღაც ღიპიანი გრუზინი ასისტენტი და რაღაც დააძახებინა მოადანზე თამაშის დროს, რომ მაგას დიდ ხანს არ გაუძლებენ.
jaba
აუცილებელია დრო დაეთმოს დაცვის გაუმჯობესებას. 3 პასით მთლიანად შლიდნენ ჩვენ დაცვას. ჩვენები კიდე ყოველ ბურთის ჩვენებაზე ჰაერში იყვნენ.
ოთო.
მე მგონი ეს მწვრთნელი ცუდად დაასრულებს ჩვენს ნაკრებში კარიერას. ძალიან ნერვიულია და მგონია მოთამაშეებთან ურთიერთობის პრობლემები შეექმნება.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია