"სიონმა" ფოთის "კოლხეთს" საკუთარ არენაზე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე - 2:0 სძლია
სხვა ქალაქების მსგავსად, ბოლნისური მატჩიც ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელობამ და პერსონალმა მოედნის თოვლისგან გასაწმენდად ბევრი იშრომეს და გაზონს სათანადო კონდიცია შეუნარჩუნეს.

უამინდობის კვალობაზე თამაში საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო და იმის მიუხედავად, რომ ურიგოდ არც სტუმრებს უთამაშიათ, მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ნომინალურად "სიონმა" ერთი ცენტრფორვარდით ითამაშა, "კოლხეთმა" კი ორით, მაგრამ რეალურად თავიდანვე სადავეები მასპინძლებმა იგდეს ხელთ, ფოთელებმა კი კონტრშეტევებზე თამაში ამჯობინეს. შეტევაში რევაზ ჯიქიას აქტიურად ეხმარებოდნენ ჩირიკაშვილი და ისიანი, "კოლხთაგან" აქტიურობით გამორჩეული თავდამსხმელი მდივნიშვილი კი ხშირად იხევდა უკან და თავად ცდილობდა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თამაშის გამწვავებას. მისი მონდომებით "კოლხეთმა" ორი კარგი მომენტი შექმნა, თუმცა ორივე გაუშვა ხელიდან, მაგრამ "სიონს" გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა.

პირველ ტაიმში შეროზიას გუნდის საჯარიმოში ორი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა. ფოთელ მცველებთან ორთაბრძოლაში ორივეჯერ ლაშა ნოზაძე წაიქცა. ერთი შეხედვით, ძნელი სათქმელია, იყო თუ არა პენალტები, ფაქტი კი ისაა, რომ არბიტრმა ორივეჯერ თამაშის გაგრძელება ბრძანა, რამაც ბოლნისური პუბლიკის ხმაურიანი გაღიზინება გამოიწვია. შესვენებამდე ანგარიშის გახსნა ჯიქიას შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი პირდაპირ მას დაუმიზნა.

მეორე ტაიმში "კოლხეთის" არასაკმაო ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა თავი, რაც ნორმალურად შეკრებაგაუვლელი გუნდისგან მოულოდნელი არ ყოფილა. "სიონის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და გოლებიც გავიდა. ორივე ბურთი ყიფშიძის გუნდმა ეფექტური გაიტანა. ჩირიკაშვილმა მეტოქის საჯარომოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი "ცხრიანში" გაახვია. ხუთიოდე წუთში კი მისი დახმარებით ჯიქია "კოლხეთის" მცველებს გასცდა, მეკარეც მოატყუა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს იყო და ეს, "სიონმა" დაგეგმილი სამი ქულა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი "კოლხეთზე" გაცილებით უკეთესი აქვს.

სიონი-კოლხეთი 2:0

19.02. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი

გოლები: 1:0 ჩირიკაშვილი (54), 2:0 რ. ჯიქია (59)

4-3-2-1

სიონი კოლხეთი

4-4-2

მერლანი ძაგანია

კობაური ცხვიტარია

ორბელაძე მახვილაძე

თარგამაძე ინწკირველი

ქორიძე გელაჭეიშვილი

დიდავა მეგრელიშვილი

ლ. ნოზაძე გულუა

გოგობერიშვილი გავაშელიშვილი

ისიანი გოგონაია

ჩირიკაშვილი მდივნიშვილი

რ. ჯიქია კვერენჩხილაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

გ. ყიფშიძე ბ. შეროზია

სიონი:

85. ჩირიკაშვილი – ადამაშვილი

87. ისიანი – ნ. კვასხვაძე

87. რ. ჯიქია – მ. ოქროპირიძე

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ვაშაკიძე, გ. რეხვიაშვილი, ქუცურუა

კოლხეთი:

68. გელაჭეიშვილი – წიქარიშვილი

სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ქორჩილავა, ბარამიძე, საცერაძე

გაფრთხილება: გელაჭეიშვილი (21), გავაშელიშვილი (82)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

კოკა ვაშაკიძე

ბოლნისი – თბილისი

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა