"ლაშას ნებისმიერი ხარისხის ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა გულშემატკივარს ნებისმიერი მედალი არ აკმაყოფილებს"
რიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე მძიმე წონაში დღეს ორი ქართველი ძალოსანი მოსინჯავს ძალებს. ასპარეზობის ფავორიტია საჩხერელი 23 წლის გოლიათი ლაშა ტალახაძე.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

რვა წელიწადია, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს (მწვრთნელები - კობა ტალახაძე და ავთანდილ გახოკიძე). ახალგაზრდებში 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ევროპის პირველობებში ორჯერ (2010, 2012) გაიმარჯვა, 2013 წელს 23-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი ერგო.

მის კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2015 წელი. ქომაგებს შევახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში ამერიკულმა ჰიუსტონმა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტალახაძე A ჯგუფში გამოდიოდა და 200 კილოგრამი მეორე ცდაზე ადვილად აიტაცა, მესამეზე კი 207-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მცირე ვერცხლს დასჯერდა, რადგან რუსმა ალექსეი ლოვჩევმა გამოსვლა 211-ით დაასრულა.

აკვრა ტალახაძემ 238 კილოგრამით დაიწყო. მსაჯებმა მეორე ცდაზე აწეული 247 კილოგრამი არ ჩაუთვალეს და ჩვენებურს თავიდან მოუხდა ამ სიმძიმესთან შეჭიდება. ესტონელმა მარტ საინმა მხოლოდ კილოთი აჯობა. ფაქტობრივად, ლოვჩევს მოუსუფთავეს ფიცარნაგი. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა სარეკორდო 264 კილოგრამი დაიმორჩილა, ორჭიდში 475 კილოს (211+264) მოუყარა თავი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი - მსოფლიოს რეკორდსმენს დოპინგი ხომ არ ჰქონდაო მიღებული.

შეჯიბრების დასრულებიდან თვეც არ იყო გასული, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის იმ 16 მონაწილის გვარები დაასახელა, რომელთა სინჯებმაც დადებითი პასუხი მოიტანა. მათ შორის იყო ლოვჩევი, რომელსაც სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოუჩინეს, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა.

წლეულს, გაზაფხულზე ლაშა ტალახაძემ ნორვეგიულ ფორდეში ევროპის ჩემპიონატზეც ისახელა თავი: ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა - 212 კილოგრამი აიტაცა (ევროპის რეკორდი დაამყარა), 251 კილოგრამი აკრა, ორჭიდში 463 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა და სამი ოქროს მედალი დაიმსახურა.

"რიოს ოლიმპიადის წინ ევროპის ჩემპიონატი იყო პირველი სტარტი. ამიტომ ამ ეტაპზე სპორტსმენთა მომზადების დონე და გუნდის საერთო მდგომარეობა უფრო გვაინტერესებდა, ვიდრე მედლები, - გვითხრა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ. - ლაშა ტალახაძემ, მიმაჩნია, რომ ფენომენალური შედეგი აჩვენა: როგორც იცით, ევროპის რეკორდი გააუმჯობესა ატაცში, ხოლო ორჭიდში თავის საუკეთესო მაჩვენებელს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, რიოს ოლიმპიადაზე მისი ფავორიტობა უფრო გამოიკვეთა.

ლაშას ნებისმიერი ხარისხის ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა, გულშემატკივარს ნებისმიერი მედალი არ აკმაყოფილებს. ამიტომაც ვეცდებით, ეს ჯილდო უმაღლესი სინჯისა იყოს, იმის მიუხედავად, რომ ჩემს შეგირდს თამაშებზე საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Temo
გამოყარეთ ეს სპორტსმენები პარლამენტიდან. იქნებ ყველამ ესე დადოს შედეგი. ყოჩაღ ასანიძე
status quo
ასანიძე--ა ძმაო კაცი და სპეციალისტი,რა უნდოდა ამას პარლამენტში..
mate sulwadze
ყოჩაღ ლაშა!!!!!!! უზომო სიხარული მოგვიტანე! გაიხარეეეეე! მაგარი ხარ!!!!!

ოლიმპიური სიმშვიდე და წარმატებები ლაშას!!! მხოლოდ ლაშას იმედი დაგვრჩა.
odala
პატარა გოლიათი რა უაზრობას ნიშნავს შეგიძლიათ განმარტოთ? მის ასაკს გულისხმობთ თუ ზომას. ასაკთან მიმართებაში პატარა და დიდი 5 წლის ბავშვის ლექსიკა უფრო შეესაბამება.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
ლეგენდის დაბადება რიოში - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..