17 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებში 22 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე იასპარეზებს

17 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაებმება 22 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე. იგი 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მოსინჯავს ძალებს.

10 წელიწადია, სპორტის ამ სახეობაში ნიკოლოზ გირდას ხელმძღვანელობით (ნაკრებში კახა ლომიშვილთან იმაღლებს ოსტატობას) ვარჯიშობს. მსოფლიოს ჩემპიონატებში ოთხჯერ იასპარეზა, ევროპაზე ორჯერ მონაწილეობდა. 2014 წელს უნგრეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა - ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუსკასმა და რუსმა ანდრეი კრაიტორიმ (იგი დისკვალიფიცირებულია და რიოში არ გამოვა) გაუსწრეს. შარშან მსგავს შეჯიბრებაში მეოთხე იყო.

ნადირაძისთვის განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა: გერმანულ დუისბურგში ნიჩბოსანთა ევროპის ბოლო სალიცენზიო ტურნირზე 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი 40.013 წამით მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სპორტის ისტორიაში მესამე ნიჩბოსანი გახდა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

შემდეგ დუისბურგშივე მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე 39.073 წამით ბრინჯაოს მედალი ერგო.

რიოში გამგზავრებამდე პლოვდივში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრი 37.631 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქრო-ვერცხლი ვადიმ კორობოვმა (ლიტვა, 37.446) და ტიაგო ტავარესმა (პორტუგალია, 37.501) გაინაწილეს.

- ზაზა ნადირაძე: ჩემი ოცნება რიოს თამაშების კვარცხლბეკზე ასვლაა...

დღეს, ჩვენი დროით 16.16 საათზე ზაზა ნადირაძე ნახევარფინალში გასასვლელად პოლონელ ტომაშ კაჟორს, უკრაინელ იური ჩევანს, ჩინელ ლი ძიანს, ესპანელ ალფონსო ბენავიდესს, მოლდოველ ოლეგ ტარნოვშისა და ტუნისელ ხალედ ჰუსეინს გაეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა
აბა შენ იცი ზაზა. წარმატებებიი!!!
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
რიო 2016: ზაზა ნადირაძე - 0,19 წამი ოლიმპიურ ბრინჯაომდე [VIDEO]
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
მედლისთვის ვიბრძოლებ! - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
ზაზა ნადირაძე: ჩემი ოცნება რიოს თამაშების კვარცხლბეკზე ასვლაა...
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
"2020 წელს ტოკიოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რომ არაფერს დავიშურებ"
ზაზა ნადირაძემ ნიჩბოსნობაში რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...