"დეილი ექსპრესის" ცნობით, სესკ ფაბრეგასი შეიძლება "რეალში" აღმოჩნდეს
12:01. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, "რომა" და "ნაპოლი" მატეო დარმიანის შეძენით დაინტერესდნენ. 26 წლის მცველს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და მისი ტრანსფერის გამოსყიდვა გვარიანი თანხაც დაჯდება, მაგრამ ჩანს, იტალიურ კლუბებს ეს არ აშინებთ.

12:09. "მირორი" წერს, რომ "ჩელსიმ" თვალი დაადგა გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველ იონას ჰექტორს ("კიოლნი"), რომელიც "არისტოკრატებს" 23 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

12:16. "დეილი ექსპრესის" ცნობით, სესკ ფაბრეგასი შეიძლება "რეალში" აღმოჩნდეს. მოსალოდნელი გარიგების საფასური 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

12:26. "ლივერპულმა" გარი მედელის შესაძენად 15 მილიონი ევრო გაამზადა. "ინტერის" ჩილელი საყრდენი ნახევარმცველი იურგენ კლოპის მთავარი სამიზნე ყოფილა.

12:37. "ევერტონს" მუსა სისოკო აინტერესებს. მერსისაიდელები "ნიუკასლის" ფრანგ ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს იხდიან.

13:09. "მანჩესტერ სიტიმ" ესპანური სეგუნდა დივიზიონის კლუბ ტარაგონას "ხიმნასტიკის" (სადაც საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე თამაშობს) მცველი, 22 წლის პაბლო მარი იყიდა.

13:44. "საუთჰემპტონის" მცველი ჟოზე ფონტე შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს. მისი და ჟოზე მოურინიოს აგენტი ერთი და იგივე პიროვნებაა - ჟორჟე მენდეში.

13:53. დასახელდა თანხა, რის საფასურადაც "ბარსელონას" ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს - 16 მილიონი ევრო.

14:07. "მარკას" ინფორმაციით, "რეალი" მზადაა, ხამეს როდრიგესი 75 მილიონ ევროდ გაყიდოს.

14:16. "ეკიპმა" გადმოსცა, რომ ბრაზილიელმა მცველმა დანტემ, რომელიც ბოლოს "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა, "ნიცასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

14:41. "მანჩესტერ სიტიმ" 18 წლის მცველი მანუ გარსია ერთწლიანი იჯარით პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულ "ალავესში" გაუშვა.

15:19. "მილანი" და "იუვენტუსი" ხუან კუადრადოს ყიდვას აპირებენ. კოლუმბიელმა პირველივე ტურის მატჩი "ჩელსის" სათადარიგოებში გაატარა და ჩანს, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

16:06. დომენიკო კრიშიტო იმდენად არის დაინტერესებული "ნაპოლიში" გადასვლით, თანახმაა, შემცირებული ხელფასი მიიღოს. ნეაპოლში მას წლიურად 1.8 მილიონ ევროს სთავაზობენ.

16:36. ESPN-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე ფონტესთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა "არსენალის" სახით.

17:16. იუნეს ქაბული, შესაძლოა, "სანდერლენდიდან" "უოტფორდში" გადავიდეს. მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.

17:41. "მილანისა" და "ვალენსიას" გარდა, მცველ ელიაკიმ მანგალას შეძენა "ევერტონმაც" მოინდომა.

18:04. "ტოტენჰემს" "ესპანიოლის" მეკარე პაუ ლოპესის გადაბირება სურს. ბარსელონური კლუბი 15 მილიონ ევროს ითხოვს, "ტოტენჰემი" კი მხოლოდ 2.5 მილიონს იმეტებს. როგორ იქნება ახლა ეს საქმე?

18:20. "ვესტ ჰემმა" არგენტინელი ნახევარმცველი ჯონათან კალიერი ბრაზილიური "სან პაულოდან" ერთწლიანი იჯარით აიყვანა.

18:43. "ტორინომ" "ბოლონიას" მცველი, 31 წლის ლუკა როსეტინი 2 მილიონ ევროდ შეიძინა.

19:32. "მილანის" მეკარე, 34 წლის დიეგო ლოპესი ახლოსაა "ჩელსიში" გადასვლასთან. არ გამორიცხავენ, რომ გარიგება უკვე შედგა კიდეც, თუმცა მას მერე გაოფიციალურდება, რაც გუნდს დატოვებს ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი.

19:48. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "რეინჯერსი" ეცდება, 34 წლის მცველი ჯოლეონ ლესკოტი გადაიბიროს. ინგლისის ნაკრების ყოფილი უკანახაზელი გასულ სეზონში "ასტონ ვილას" ღირსებას იცავდა, მაგრამ მას მერე, რაც ბირმინგემული გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, ლესკოტმა დაბალ ლიგაში თამაში არ ისურვა.

20:05. "სამპდორიამ" პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში "უდინეზესგან" ერთი წლით ითხოვა.

20:20. "სპორტ-ექსპრესი" წერს, რომ "სპარტაკსა" და მწვრთნელ ყურბან ბერდიევს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

20:57. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ბრუნო პერესი "ტორინოდან" "რომაში" ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა. ამ ვადის გასვლის შემდეგ "ჯალოროსის" ბრაზილიელის გამოსყიდვა 12.5 მილიონ ევროდ შეეძლება.

გიორგი ნინიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები