ქართველმა ნიჩბოსანმა, რომელიც დღეს რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, რომელიც დღეს რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა. ნახევარფინალში მან მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ნადირაძემ ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

- რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]

"ჩვენი პროგრამა მინიმუმი საერთოდ ლიცენზიის აღება იყო. მოგეხსენებათ, პირველი შემთხვევაა ეს, როცა ქართველი ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში გამოვიდა, ამიტომ გეგმად ლიცენზია დავისახეთ და მისი აღებით შევასრულეთ კიდეც ის, მაგრამ მხოლოდ ლიცენზიით არ დავკმაყოფილდით და ფინალისთვის ბრძოლა დავიწყეთ.

გავაგრძელე ვარჯიში, მაქსიმალურად დავიხარჯე, რამაც დღევანდელი შედეგი განაპირობა და კიდევ ერთი გეგმა წარმატებით შეასრულა. ეს ისეთი სპორტია, სადაც ვერაფერს ივარაუდებ წინასწარ - მსოფლიო ჩემპიონები ფინალში ვერ მოხვდნენ.

დღეს ყველანაირად განვეწყე, პირველ გაცურვისას ძალები შევინახე, ძალიან არ დავღლილვარ - ნახევარფინალზე ვფიქრობდი! ნახევარფინალში უკვე მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონებთან მომიწია ბრძოლა, მაგრამ მოვახერხე მათი უკან ჩატოვება და ფინალში გასვლა. დისტანციის გავლისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რომელსაც ხვალისთვის გავითვალისწინებ და გამოვასწორებ.

ფიზიკურად არ ვარ კარგ ფორმაში და ის შედეგი, რომელიც დღეს დავაფიქსირე, ფსიქოლოგიურმა განწყობამ მოიტანა. 2015 წლის 25 ნოემბერს გავიკეთე წელის ოპერაცია და 25 თებერვლიდან შევუდექი ნელ-ნელა ვარჯიშს. დიდი ჭრილობა მქონდა და 18 მაისს, როცა ლიცენზია მოვიპოვე, ჯერ კიდევ მაშინ არ იყო შეხორცებული, ამიტომაც ვერ ვარ დღეს კარგ ფიზიკურ კონდიციებში.

ფსიქოლოგიური განწყობა ის არც ხვალ მომაკლდება. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ჩემის მხრივ, მაქსიმალურად დავიხარჯები", - გვითხრა ნადირაძემ.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.

გოგი
ბოლო მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავთ. ბრაზილიელს ვაჩუქეთ მედალი.
ნიკოლოზ
ფინალში რაც არ უნდა გააკეთოს, ჩემთვის უკვე გმირია, მადლობა მას!
MERO
ჩემი აზრით ეს კაცი გმირია მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანს არავითარი დახმარება არ ექნებოდა არც სპორტის სამინისტროდან არც მთავრობისგან ალბათ ერთეულებმა იცოდნენ მის შესახებ რადგან ქართული მედია სპორტს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რადგან პოლიტიზირებულია შესაბამისად ამ ადამიანმა რასაც მიაღწია თავისი შრომით და კაცობით მიაღწია სახუმარო საქმე არ არის სრულიად უცნობი სპორცმენი 8 საუკეთესოში მოხვდა სულითდაგულით ვუსურვებ წარმატებას
Oxford
უნდა ჩადგეს დიდ ქართველთა...Mეკოკიშვილი,შავალაყაძე,თედიაშვილი.......უკვდავთა რიგში.თუ რუსი დაჯაბნა და გაუსწრო მედალი იქნება და ვფიქრომ ბაჯაღლოს სწორი.ორიენტირად რუსი ნიჩბოსანი უნდა დაისახოს.
giga
ღმერთი შეგეწიოს, არადა კვალიფიკაციის მერე მეგონა 41 წამზე მეტი დრო მოანდომა უშანსოდ არის თქო. და თურმე ძალებს ინახავდა. ყოჩაღ. კარგი სტარტი არ გქონდა და ამასაც თუ გამოასწორებ იქნება მედლის შანსი. უფალმა მოგიმართოს მარჯვენა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
ქართველი
უკვე ჩემპიონი ხარ ჩემს თვალში! მიდი ზაზა, აბა შენ იცი და სამეულში უნდა შეხვიდეე...
ლუკა
ისტორიული შანსი არის ამ სპორტის სახეობაში მედლის მოპოვების. უკვე დიდი წარმატება არის ფინალში გამოსვლა, არანაირი წნეხი არ არის დამატებითი გამარჯვებისთვის. ჭრილობა შეგიხორცდება, ტკივილი გაგივლის, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონის დიდება მთელი ცხოვრება გაგყვება. გამრჯვებას გისურვებთ ფინალში! ქალბატონი თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო კარგად გადმოსცემს რიოს ოლიმპიურ ბატალიებს. ეს ფოტოები იმსახურებენ ცალკე გალერეა-ვებსაიტს. მადლობა.
მაიხედე აქეთ
გენაცვალე ქართულ ჯიგარში !
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...