რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს ბათუმში საჩუქრად ბინა გადაეცემა
რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს ბათუმში საჩუქრად ბინა გადაეცემა.

ასევე ბინები უკვე გადაეცათ "სვეტისგან" ძალოსან ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს, რომელმას ასევე ბრინჯაო მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამშენებლო კომპანია "სვეტი" ავრცელებს.

"ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან აქციის - "ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში" ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, "სვეტის" მშენებარე კომპლექსში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები "სვეტის" ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად, ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!" - ნათქვამია "სვეტის" განცხადებაში.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]

- რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]

giorgi
მაგნოლიაში მიცემენ ალბათ ბინას :D
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა