არგენტინელი ფორვარდი სამწვრთნელო კურსებს გადის და მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ
დიეგო მილიტომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ "რასინგში" დაიწყო და იქვე დაასრულა, სამომავლოდ კი სწორედ ამ გუნდის გაწვრთნაზე ოცნებობს.

დიახ, არგენტინელი ფორვარდი სამწვრთნელო კურსებს გადის და მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ, იქამდე კი ცხოვრებით ტკბება და ჟურნალისტებთან აქტიურად ურთიერთობს.

ეს საინტერესო ინტერვიუც ამ ურთიერთობის ნაყოფია...

- როგორ აფასებთ არგენტინულ ფეხბურთში არსებულ კრიზისს და არის თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- არგენტინის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და ასევე, ფინალში იასპარეზა "კოპა ამერიკაზე". ჩვენ უძლიერესი ფეხბურთელები გვყავს და ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით.

აქედან გამომდინარე, ვითარება არც ისე მძიმეა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას ფინანსური დარღვევები აქვს, ამ საქმეს ფიფა სწავლობს და აქ კი ნამდვილად გვაქვს სერიოზული პრობლემები. ვფიქრობ, ასოციაციაში ბევრი რამე და ბევრი ვინმე უნდა შეიცვალოს.

- რას ფიქრობთ ლიონელ მესის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ჯერ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე გვამცნო და შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტა?

- ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო და მჯეროდა, რომ მესი აუცილებლად დაბრუნდებოდა ნაკრებში. წინ მუნდიალია, რომელმაც მის გარეშე არ უნდა ჩაიაროს. ვფიქრობ, არგენტინა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება და ლეომ იქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას.

- ...თუმცა ამ გადამწყვეტ სიტყვას ის ვერასდროს ამბობს...

- ნუ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკულები, რადგან მესი ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებს. ის, რომ არგენტინა მუნდიალისა და "კოპა ამერიკის" ფინალში გავიდა, სწორედ მესის დიდი დამსახურებაა. ფინალში იღბალიცაა საჭირო და მოდით, ვთქვათ, რომ ლეოს, ჯერჯერობით, არ უმართლებს.

- როგორ შეაფასებთ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტატა მარტინოს წასვლას?

- სამწუხაროა, რადგან მარტინო ძალიან კარგი მწვრთნელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. იმის ფონზე, რაც არგენტინის საფეხბურთო ასოციაციაში ხდება, მან კარგ შედეგებს მიაღწია. ვფიქრობ, ტატა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია არა მარტო არგენტინაში, მთელ მსოფლიოში.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგები ექნება არგენტინის ნაკრებს ახალ მწვრთნელთან ერთად?

- რთულია პროგნოზების კეთება, მაგრამ ვფიქრობ, ახალმა მწვრთნელმა კარგად დაიწყო. ის ცდილობს, გუნდი ერთ მუშტად შეკრას და ის, რომ მესი დააბრუნა, ცალკე აღნიშვნის ღირსია - ესე იგი, მან იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა. დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება და იმედი დავიტოვოთ, რომ არგენტინის ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს.

- როგორია ცხოვრება საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ?

- ვერაფერი ცვლის იმ ემოციებს, რომელსაც ფეხბურთის თამაშით იღებ. არაერთ ყოფილ თანაგუნდელს ვესაუბრე, რომლებიც დღეს საფეხბურთო ფუნქციონერები არიან და მიდასტურებენ, რომ ამ სიხარულსა და ვნებას ისინიც მოკლებულნი არიან.

რაც არ უნდა ვიმშვიდოთ თავი, რომ ჩვენ ვრჩებით ფეხბურთში, რეალობას ვერსად გავექცევით და უნდა ვაღიარით, რომ საუკეთესო წლებმა ჩაიარა. დღეს ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო იმისგან, რასაც მოკლებული ვიყავი. მაგალითად, ხშირად ჩავდივარ მშობლიურ ქალაქში, სახლში, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობენ. ვსხედვართ, ვსაუბრობთ და ვიხსენებთ ძველ დროს, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- დღეს თქვენს ცხოვრებაში რა დოზით რჩება ფეხბურთი?

- მე ფეხბურთით ვარ შეპყრობილი! თუმცა გასაგებია, რომ დღეს ის ჩემში გაცილებით ნაკლები დოზითაა, ვიდრე მაშინ, როცა ვთამაშობდი. თუმცა, ხშირად ვუყურებ ისეთ მატჩებს, რომლისთვისაც ფეხბურთელობისას ნამდვილად ვერ მოვიცლიდი. ზოგადად, სპორტის უპირველესი სახეობისგან დღესაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?

- სამწვრთნელო კურსებს გავდივარ და მომავალში აუცილებლად მიხილავთ მწვრთნელის რანგში. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს ჩემს მშობლიურ გუნდს, "რასინგს" ჩავუდგები სათავეში. ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე კლუბის პრეზიდენტს და ის მზად იყო, შანსი თუნდაც დღესვე მოეცა, თუმცა მე უარი ვთქვი, რადგან ჯერ არ ვარ მზად ასეთი გამოწვევისთვის. ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ერთი სიტყვით, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- შეშლილი, გენიოსი, სკანდალური - ამათგან რომელი შეეფერება მოურინიოს? თუ სამივე ერთადაა?

- უბრალოდ, ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რომელმაც იდეალურად იცის გუნდის მოტივირება თამაშის წინ. ამასთან, ის შესანიშნავი ტაქტიკოსია და ბრწყინვალედ ერკვევა თამაშის ნიუანსებში.

მოურინიოსგან ბევრი რამ ვისწავლე. თან ის შესანიშნავი ადამიანიცაა და მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

- თავის დროზე, მოურინიოს "ინტერმა" ტრიპლეტი (სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, თასი) შეასრულა, თუმცა ეს წარმატება თითქოს სათანადოდ არ დაფასდა...

- ყველა აღფრთოვანებულია "ბარსელონასა" და "რეალის" თამაშით, მაგრამ ჩვენს ბრწყინვალე გუნდს იშვიათად იხსენებენ. მაშინაც ბევრი გვაკრიტიკებდა, მიზეზი კი თითქოს დაცვიდან თამაში იყო.

რეალურად, ჩვენი "ინტერი" ძალზე შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ეს გამოჩნდა კიდეც "ბარსელონასთან" შეხვედრებში. მილანში 3:1 მოვიგეთ და ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მეტოქე, "კამპ ნოუზე" კი მოურინიომ ძირითადში ოთხი გამოკვეთილი შემტევი დაგვაყენა - მე, ეტოო, პანდევი და სნეიდერი.

ამასთან, პირველივე ტაიმში ტიაგო მოტა გაგვიძევეს, თუმცა ჩვენ მაინც მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ვფიქრობ, მაშინ დიდებული გუნდი გვყავდა.

- მწვრთნელობას აპირებთ და რომელი სპეციალისტისგან ისწავლეთ ყველაზე მეტი?

- უკვე აღვნიშნე, რომ ჟოზე მოურინიოსგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ამ მხრივ, მარსელო ბიელსასთან მუშაობა კიდევ უფრო სასარგებლოა. თითქოს პედაგოგია და მასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ძალიან ძვირფასია. ბიელსა ჩემთვის მისაბაძი მწვრთნელია და იმედია, მას რაღაცით მაინც დავემსგავსები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლის ავტორი არგენტინულ ფეხბურთში რევოლუციას ახდენს
კრიშტიანო სუპერგმირებში: დუბლები და ჰეთ თრიკები ფინალებში
დიეგო მილიტომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
12 წელი ეს არავის გაუკეთებია - გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ისტორიაში შევიდა!
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"ამის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ახლა საჭიროა" - მოურინიო "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ᓘᓢᓐᓚᓘᓐ. ᓡᓔᕠᓘᓐ A. XXXVIII ᓢᕣᓠᓘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᓔᓑᓐ: ᓙᓐᓚᕩᓝᓡ ᓓᕠᓐᓛᓐᓢᓣᕚᓘ ᕤᓘᓜᓘᓨᕘ
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
სერია A: ბომბარდირები პატარა კლუბებიდან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი