საქართველოს ნაკრების და "კრასნოდარის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი პრემიერლიგის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების ჰიტ-აღლუმში მოხვდა
საიტმა eurosport.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის კვირის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი "ბარსელონას" აღზრდილი ბრაზილიელის მარკ კროსასის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ტრანსფერმა დაიკავა.

მეორე ადგილი კი ალექსანდრე ამისულაშვილის "ქაისერისფორიდან" "კრასნოდარში" 4.5 წლიანი ტრანსფერი გავიდა, რომლის ღირებულება 3 მილიონი ევროა.

რუსეთის ელიტარული საფეხბურთო ლიგის მეორე ახალწვეულის მსხილმასშტაბიანმა სატრანსფერო კამპანიამ შთამბეჭდავი სახე მიიღო. კრასნოდარული კლუბი ყოველკვირეულად ან პრემიერლიგაში თავგამოჩენილი ფეხბურთელით ივსება ან იმათ იმატებს ვისაც იქ გაბრწყინების კარგი შესაძლებლობა აქვს. ამისულაშვილი უდავოდ პირველ კატეგორიას განეკუთვნება - ნალჩიკის "სპარტაკში" გამოსვლის წლებში ის ჩემპიონატის უძლიერესი ცენტრალური მცველების სიაში ირიცხებოდა, მიოდრაგ ჯურევიჩთან მისი ტანდემი კი ერთერთი ყველაზე საიმედო იყო.

საქართველოს ნაკრების მცველი არ შემცდარა, როდესაც თურქეთის ჩემპიონატში ძალების გამოცდა გადაწყვიტა - "ქაისერისფორის" შემადგენლობაში მან გასულ სეზონში 20 მატჩი ითამაშა და გუნდთან ერთად საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში 8-ე ადგილი დაიკავა. ასე, რომ გარიგების მსხვილმა თანხამ არ უნდა გაგვარკვირვოს - სტაბილურ და გამოცდილ 28 წლის მცველს უფასოდ ხელში ვერ ჩაიგდებ. "კრასნოდარმა" დიდი თანხა გაიღო, თუმცა ამ შენაძენს რისკს ვერ ვუწოდებთ, საუბარი ხომ შემადგენლობის აშკარა გაძლიერებაზეა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ალექანდრემ "კრასნოდარის" შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლოს და გუნდს ვერ შეეწყოს.

ამისულაშვილი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და კვირას "კრასნოდარის" შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით

puma
ქართველი ფეხბურთელი ამაზე ნაკლები არ უნდა ღირდეს.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა