ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.

ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

ფინალური გაცურვის შედეგები:

1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279

2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493

3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428

4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649

5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817

6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105

7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143

8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180

აქამდე ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.

16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია

17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია

bs
ყოჩაღ! სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მთელი ჭიდაობის და ძიუდოს ნაწვალებს სჯობდა ამ მარტო კაცის თავდადება.
ალექსანდრე
მიხარია რომ ყველა კომენტარი დადებითი მუხტის მატარებელია. ეს კაცი მართლა იმსახურებს ამას! მიხედეთ ასეთ სპორტსმენებს! ეს სახელმწიფოს ვალია.
maximus
ზაზა მაგარი კაცია,ნამდვილი გმირი მე ვიცი რა არის ნიჩბოსნობაში კერძოდ კანოეში ასეთი შედეგის დადება,ჩემი სახლიდან 200 მეტრში ორი ბაზა იყო. მეამაყება ზაზა რომ ჩემი ნათესავია...
დათო
დიდი მადლობა ზაზა, რაც შენ გააკეთე, იმ დროს როგორი მოსამზადებელი პირობებიც გქონდა, ეგ გმირობაა. კაცი ხარ დიდი სულით და კაცი ხარ დიდი გულით. მადლობა!
MERO
მე დავწერე და კიდე დავწერ ეს ბიჭი გმირია და დიდი მადლობა ზაზას მიხედეთ ამ კაცს და მედალიც იქნება!!!
malxazi
მადლობა ზაზას,ხალხისთვის სრულიად უცნობმა სპორტსმენმა მთელი საქართველო აალაპარაკა,მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ბიჭს და სპორტის ამ სახეობას.
არჩილ ხოფერია
გმირობაა რაც ზაზამ გააკეთა. იღბალი ცოტა და ჩემპიონობაც შეიძლებოდა. მაგრამ მაინც ძალიან საამაყო შედეგია. ეს იგივეა 100 მეტრზე სპრინტში 10 წამში რომ შეხვიდე!
megre
ასეთ სპორტზე ფულს რომელი სამინისტრო გამოჰყობს აქ ხომ ატკატები არ არის რომ ფული იშოვონ, არც მეასე ხარისხოვანი ლეგიონერების ტრანსფერები, არც უცხოეთში ათეულ ათასიანი შეკრებები
glaxuna
არ დაკარგონ ეს ნაღდი ქართველი ა რ ა ფ რ ი თ სპორტის მესვეურებმა და მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდება !!! არა,მაინ რაღაც ეტკინა თუ... შეჩერდა, აშკარად ჩანდა ოქროს თუ არა ვერცხზე მიდიოდა და გ ა დ ა წ რ ე ბ ი ს პოტენციაც ა შ კ ა რ ა დ ჩანდა,მაგრამ ...გ ა ჩ ე რ დ ა (?!) ტრამვა მგონია (!) ყველა შემთხვევაში ყ ო ჩ ა ღ!!!
ბუხარა
ამას ვინ წარმოიდგენდა რომ სპორტის ამ სახეობაში მედალზე გავიწევდით?თან რა ცოტა დაგვაკლდა.ყოჩაღ ქართველო ვაჟკაცო!აუცილებლად უნდა მიაქციოს სპორტის სამინისტრომ ამ სახეობას სათანადო ყურადღება და შედეგიც აუცილებლად იქნება.ყოველთვის ჭიდაობის და შტანგის იმედზე ვერ ვიქნებით ოლიმპიადებზე,დროს სხვა სახეობებშიც ვთქვათ ქართველებმა ჩვენი სათქმელი,არ შეგვიძლია თუ რაა?
maradona
კაი კაცი ხარ ზაზა...საქართველოში შენი ნიჩაბი და ნავი არავის აინტერესებს და ამიტომ ერთიორად ფასობს შენი ცარმატება...
საბა
40 წამზე ნაკლები დრო დააფიქსირა. ძალიან მაგარი შედეგია!
giga
შეუქმნან ახლა მაინც პირობები, რო ჰქონოდა ნორმალური პირობები დადებდა მედალს. ცოტათი ალბათ მართლა გამოცდილება დააკლდა. ბრაზილიელმა და ესპანელმა ზედ ბოლო მოსმისას გაუსწრეს.
REZO
საღოლ ძმაო,,,იმედია გაიგებენ და მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ კაცს და საერთოდ სპორტის სახეობას...
EU
რუს მსოფლიოს უძლიერესს დედა უტირა მაგრამ,სამმა კაცმა დაძლია 39 წამი ნადირაძის გარდა ეს კი უი%ღ$ბლობაა მეტი არაფერი.გამარჯვებები მოვა თუ სათანადო ხელშეწყობა ექნებათ ქართველ ნიჩბოსნებს,ჰა მთავრობაი ჩინოვნიკებო გაინძერით,გამოყავით,ლამაზი ათლეტური სახეობაა,ნიჭიერი გამრჯე ბიჭები გვყავს,ყველაფერიც გამოგვივა,სულ მალე ......

გამოცდილება რომ ჰქონოდა მეტი მედალზეც გაქაჩავდა. პატარ-პატარა ნიუანსებმა თავისი ქნეს. სტარტზე ცოტა დააგვიანა, მერე მთელი ძალით მოუწია მოსმა რომ დაწეოდა ლიდერების ჯგუფს და ბოლოს ცოტა დაიღალა. ერთი სიტყვით ძალები ვერ გადაანაწილა შესაბამისად და ეს გამოცდილებიდან მოდის. უდიდეს როლს თამაშობს ისიც რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი განუვითარებელია და არაპოპულარული, ამ ყველაფრის ფონზე მართლა გმირობის ტოლფასია რასაც ნადირაძემ მიაღწია. მომავალში მედლები მოგველოცოს მთელ საქართველოს.
soso
მადლობა ზაზა. მაგარი შედეგია! ეს პირველი და მერე მედლებიც იქნება!
MIRIANI
ყოჩაღ ძმაო ამ ბიჭს! მაგარი ხარ და ასე გააგრძელე, მართალია მედალს ვერ შესწვდი, მაგრამ ერს განაცდევინე შენი საქმით სიამაყე და სიამოვნება, ეს უკვე დიდი საქმეა! წარმატებებს გისურვებ მომავალში, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!
gogig
ღირსეული გამოსვლა. მედლები კიდევ იქნება. ეს სახეობა მისახედია.
ყოჩაღ!
ყოჩაღ ზაზა!!! დიდი წარმატებები წინ გაქვს!!! რედაქციას: აი ესეთ სპოეტსმენებზე და მათ მიღწევებზე უნდა წერდეთ ჟურნლისტები! ტვინი რომ წაგვიღეთ ამ არაფრისმაქნისი ქართველი ფეხბურთელებით და მათი ბლატაობის ყოველდღიური გაშუქებით! ეხლა არ აყაყანდეთ ვითომ ფეხბურთის ქომაგები, თქვენ ჯიგრებს სულ ფეხებზე კიდიათ ქართული ფეხბურთი, ფულის გამო რასაც აძლევენ კი ხვდებით
shota
რაც ზაზამ გააკეთა, გამარჯვების ტოლფასია. ვულაცავ მას ესეთ ღირსეულ გამოსვლას ოლიმპიადაზე. წარმატებები შემდეგში!!!
nia
კარგი ზაზა ხარ!!!!!!!!!! ყოჩაღ!!!
nik
ყოჩაღ!
ლუკა
მადლობა ზაზა! გამოჯანმრთელებას და გამარჯვებებს გისურვებთ მომავალში.
lasha
მადლობა ზაზა. მაგარი კაცი ხარ ძალიან. ვამაყობთ შენით
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...