"დუკლასთან" საპასუხო მატჩისთვის, "ზესტაფონი" სლოვაკეთს დღეს გაემგზავრება...

"დუკლასთან" საპასუხო მატჩისთვის, "ზესტაფონი" სლოვაკეთს დღეს გაემგზავრება. მოგეხსენებათ, ზესტაფონელებს ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული მურთაზ დაუშვილი არ ეყოლებათ. შესაბამისად, შუა ხაზს და მთლიანად გუნდს, სასურველი შედეგისთვის, დიდი გარჯა მოუწევს.

თბილისიდან გამგზავრებამდე, იმერელთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნახევარმცველ თორნიკე აფციაურს სასტუმროში მივაკითხეთ და ვესაუბრეთ. თემა იყო, "დუკლასთან" განვლილი და მომდევნო მატჩები, ახლანდელი და პოტენციური მეტოქე, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები...

- საუბარი "დუკლასთან" ზესტაფონში თამაშით დავიწყოთ. ამ მატჩს დღეს როგორ იხსენებთ?

- სანახაობრივად კარგი თამაში იყო. შესაძლოა, ბევრი არ ელოდა, დიდი ანგარიშით, თანაც მშრალად რომ მოვიგებდით, მაგრამ ეს შევძელით. მეტოქეს ჩვენი ნება მოვახვიეთ თავს და შედეგიც სასურველია, 3:0 მოვიგეთ. თუმცა, ფორის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ამით ყველაფერი დამთავრებულია. საპასუხო შეხვედრაშიც სასურველ შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, სლოვაკეთში სწორედ ამ განწყობით მივემგზავრებით.

-ასეთ აგარიშს, ბევრი მართლაც არ ელოდა. ეს რის ხარჯზე შეძელით?

- ბურთს სრულად ვაკონტროლებდით, თამაშიც კარგად აგვეწყო. მეორე გოლმა მეტოქეზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა... რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს. სხვების არ ვიცი, მაგამ კახა ალადაშვილმა, მატჩის დღეს გვითხრა, სიზმარი ვნახე, 3:0-ს მოვიგებთო... ახდა კიდეც!

- "დუკლაზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის. მეტოქის ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული. მასპინძლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, სოლიდური ფორა გვაქვს და ზესტაფონში კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

- სიტუაცია მაცდუნებელია. "ზესტაფონში" ისეთივე საბრძოლო განწყობაა, როგორიც პირველ მატჩამდე იყო?

- პირველი მატჩის შემდეგ, გუნდის მწვრთნელები გამუდმებით ამაზე გველაპარაკებიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდში კარგი ფსიქოლოგიური განწყობა იყოს. ვატყობ, ჩვენს გუნდს მობილიზება არ აკლია. ყველამ კარგად ვიცით, რომ საპასუხო მატჩში, ფრისთვის კი არა, მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. მჯერა ამ განწყობას ბოლომდე შევინარჩუნებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ.

- "დუკლა" რა სტილში თამაშობს?

- მეტოქე ფიზიკური მომზადებით და გამძლეობით გამოირჩევა. ტანმაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და მათი კოზირი "სტანდარტულებია". შუა ხაზში ერთი-ორი ტექნიკური მოთამაშეც ჰყავთ.

- მეტოქე გუნდის თავკაცმა მარკო კაროლმა თქვა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ჯაბა დვალის დონის ფორვარდი არ გვყავსო...

- კაროლს ვეთანხმები.

- ბანსკა-ბისტრიცაში დისკვალიფიკაციის გამო მურთაზ დაუშვილი არ გეყოლებათ...

- რა თქმა უნდა, დაუშვილის გამოკლება დანაკლისია, მაგრამ ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა, მით უმეტეს შუა ხაზში. ასე რომ, გვყავს ფეხბურთელები და მჯერა ეს დანაკლისი არ დაგვეტყობა.

- წილისყრამ მომდევნო რაუნდში, ლვოვის "კარპატი" გარგუნათ. ბევრი თვლის, რომ ამ ბარიერის გავლა "ზესტაფონს" არ უნდა გაუჭირდეს...

- თუ სრულად ვიქნებით მობილიზებული და მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ, ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ.

- ისევ სლოვაკეთს დავუბრუნდეთ. შანსებს როგორ აფასებთ?

- პროცენტული შეფარდებისგან თავს შევიკავებდი. ისე კი მეტოქეზე მეტი შანსი ნამდვილად გვაქვს. შინ წარმატებაში ჩვენმა გულშემატკივარმა თავისი წვლილი შეიტანა. იმედი გვაქვს, სლოვაკეთში, ტრიბუნაზეც გავიგონებთ ქართულ შეძახილებს.

- სიზმარი რომ აუხდა გასაგებია, მაგრამ ახალწვეულ კახა ალადაშვილს როგორ დაახასიათებდით?

- მოედანზე მშრომელი, დაუღლელი ფეხბურთელია. ჩვენი ჩემპიონატის გარდა, უკრაინასა და რუსეთშიც აქვს ნათამაშები და ეროვნულ ნაკრებშიც, გამოცდილება არ აკლია. ასე რომ, მჯერა, ჩვენს გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე