მამაკაცთა მიმდინარე სეზონს აშკარა ლიდერი ჰყავს რობინ სიოდერლინგის სახით.

მამაკაცთა მიმდინარე სეზონს აშკარა ლიდერი ჰყავს რობინ სიოდერლინგის სახით. შვედმა 2011 წელს უკვე მესამე ტურნირის მოგება მოასწრო, თანაც ამ სეზონში ერთადერთი წაგება აქვს - ავსტრალიის ღიაზე ალექსანდრ დოლგოპოლოვის წინააღმდეგ.

ფინალამდე სიოდერლინგმა არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს. გადამწყვეტ მატჩში მას ხორვატ მარინ ჩილიჩთან შეხვედრა მოუწია, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა ნახევარფინალში მიხაილ იუჟნისთან მარცხს. რუსს გადამწყვეტ სეტში 5:3-ზე მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფინალში ჩილიჩი გაუშვა.

სწორედ ხორვატი გახდა ერთადერთი ჩოგბურთელი ამ ტურნირზე, რომელმაც სეტი მოუგო სიოდერლინგს. ფინალის პირველ პარტიაში ჩილიჩი ბრეიკით დაწინაურდა. მართალია, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც აჯობა სკანდინავიელს - 10:8. მაგრამ ამის შემდეგ მარინის თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცა და ერთადერთი ჩავარდნა სიოდერლინგს მეორე სეტის შუაში ჰქონდა, როცა ჩილიჩმა საპასუხო ბრეიკი გააკეთა. შვედი დროულად გამოერკვა და მას შემდეგ ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია - 6:7(8), 6:3, 6:3.

ბრისბენისა და წინა კვირას როტერდამის ტურნირის მოგების შემდეგ რობინმა მარსელშიც მოიპოვა მთავარი პრიზი და ტომას ენკვისტისა და იოახიმ იოჰანსონის შემდეგ მესამე შვედი გახდა, ვინც ეს ფრანგული ქალაქი დაიპყრო.

მემფისის ტურნირი, მართალია, "500"-ის კატეგორიისაა, მაგრამ ბოლო წლებში აქ ძლიერი შემადგენლობა არ იკრიბება. ახლაც, რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრებიდან მხოლოდ ორი ჩოგბურთელი ვიხილეთ - ენდი როდიკი და ფერნანდო ვერდასკო.

მაგრამ მემფისში იყვნენ სხვა ჩოგბურთელები, რომელთა მიმართ ჩოგბურთის მოყვარულთა ინტერესი დიდი იყო. ერთ-ერთი მათგანია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც თანდათან იბრუნებს ძველ ფორმას. პირველ წრეში შარშანდელი ფინალისტის ჯონ ისნერის დამარცხების შემდეგ (6:4, 6:3) დელ პოტროს პრობლემები არ შექმნია ივან დოდიგთან და მაიკლ რასელთან მატჩებში. ნახევარფინალში გასვლით არგენტინელმა რეიტინგში 132-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და ახლა 166-ე ადგილს იკავებს.

არგენტინელის შეჩერება ენდი როდიკმა შეძლო. დელ პოტრო ძველებურად ძლიერ დარტყმებს ასრულებდა, მაგრამ შეცდომასაც ბევრს უშვებდა. საბოლოოდ, ენდიმ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად ერთი ბრეიკი დათმო და 6:3, 6:4 გაიმარჯვა. ასე გავიდა როდიკი წელს მეორე ტურნირის ფინალში (პირველი ბრისბენში იყო, სადაც ამერიკელმა სიოდერლინგთან წააგო).

ბადის მეორე მხრიდან ფინალში კანადელმა მილოშ რაიონიჩმა გააღწია, რომელსაც ბრწყინვალე ტემპი ჰქონდა აღებული. ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლის გარდა, რაონიჩმა წინა კვირას პირველად გააღწია AთP-ის ტურნირის ფინალში და იქ ფერნანდო ვერდასკოს მოუგო. სხვათა შორის, მემფისში ეს ჩოგბურთელები პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ კანადელმა გაიმარჯვა. ამას მოჰყვა რადეკ შტეპანეკის, რობერტ კენდრიკისა და მარდი ფიშის ძლევა და ზედიზედ მეორე ფინალი.

გადამწყვეტ მატჩში პირველი სეტი მოწოდებების დუელად გადაიქცა. მოგების უკეთესი შანსი რაონიჩს ჰქონდა, რომელმაც ჯერ ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკში საკუთარ მოწოდებაზე სეტბოლი დაკარგა - 7:9. მეორე სეტის სტარტზე კანადელმა ბრეიკი მოიპოვა და იქვე მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ დაძაბულ ბრძოლაში, სამი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ რაონიჩმა სეტებში თანაფარდობა აღადგინა.

მესამე სეტი როდიკმა უკეთ დაიწყო, რაიონიჩს კი დაღლა ეტყობოდა. კანადელმა ჯერ ბრეიკი დათმო, შემდეგ კინაღამ მეორედ წააგო თავისი მოწოდება, ბრეიკ-პოინტები გადაარჩინა და მოულოდნელად თავად გააკეთა ბრეიკი. მაგრამ 5:6-ზე მორიგი მატჩბოლის დროს მილოში ბადესთან გავიდა, მოკლე დარტყმით თითქოს საფრთხე მოიგერია, მაგრამ ენდიმ ნახტომში ულამაზესი ფორჰენდი შეასრულა და ლამაზად დაასრულა ტურნირი.

როდიკმა კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო. ამერიკელმა გააგრძელა შესანიშნავი სერია - უკვე ზედიზედ 11 წელია სეზონში მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს.

ბუენოს აირესში, როგორც წესი, ესპანელები, არგენტინელები და სხვა ის ჩოგბურთელები შეიკრიბნენ, რომლებსაც გრუნტზე თამაში უყვართ.

ლათინოამერიკული ტურნირების სერიაში ესპანელი ნიკოლას ალმაგრო დომინირებს. წინა კვირას ბრაზილიაში გამარჯვების შემდეგ მან არგენტინის დედაქალაქში დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი. ალმაგრომ ფინალამდე ისე მიაღწია, რომ მხოლოდ ერთი სეტი დათმო, გადამწყვეტ მატჩში კი სამ პარტიაში დაამარცხა მასპინძელი ხუან იგნასიო ჩელა.

ნიკოლასისთვის ეს მეცხრე ტიტული იყო კარიერაში, თანაც ყველა გრუნტზე აქვს მოგებული.

მარსელი (საფრანგეთი). ჰარდი

ფინალი

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 6:7 (8:10), 6:3, 6:3.

მემფისი (აშშ). ჰარდი

ფინალი

ენდი როდიკი (აშშ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან) 7:6(7), 6:7(11), 7:5.

ჩოპა ჩლარო

ბუენოს აირესი (არგენტინა). გრუნტი

ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 8) 6:3, 3:6, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა