"კრილია სოვეტოვის" მეკარემ "ლოკომოტივთან" (0:0) რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
"კრილია სოვეტოვის" მეკარემ, გიორგი ლორიამ მოსკოვის "ლოკომოტივთან" (0:0) რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს 16 აგვისტოს 71 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, თუმცა გიორგი 21 აგვისტოს "ლოკომოტივთან" მატჩში მოედანზე სათამაშოდ გავიდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

- ლეგიონის უქმეები: სასწაულებრივი ლორია, ექვსი გოლი და განგაშის საფუძველი [VIDEO]

აქვე გეტყვით, რომ ლორია "ლოკომოტივთან" მატჩში წითელი მაისურით უნდა გამოსულიყო, მაგრამ მამისადმი ხსოვნის გამო ლორიამ მოედანზე შავი მაისურით გამოსვლა ითხოვა.

- მატჩის გმირი გახდით. რამდენიმე მოგერიებული ბურთი და აღებული პენალტი. ამის შემდეგ "კრილიას" მოგებაც კი შეეძლო...

- მადლობა ასეთი კარგი და კეთილი სიტყვებისთვის, მაგრამ ამ მატჩში ყველანი გმირები ვიყავით. მოგება შეგვეძლო, ისევე, როგორც "ლოკომოტივს". გიჟური თამაში იყო, ამდენი მომენტი წამოიქმნა. არ გაგვიმართლა ჩვენც და მეტოქესაც.

- თქვენისთვის მწუხარების დღე იყო?

- დიახ, რამდენიმე დღის წინ მამა დავკრძალე და ჩემთვის ეს რთული თამაში იყო, რამდენიმე დღე არ მივარჯიშია. 4 თუ 5 დღე სახლში ვიყავი და გუნდთან მხოლოდ რამდენჯერმე ვივარჯიშე. მწვრთნელი დარწმუნდა, შემეძელო თუ არა თამაში. მადლობა მას და მთელ გუნდს, რომ ჩემი ირწმუნეს.

- თქვენ თავად თუ ფიქრობდით, გეთამაშათ თუ არა?

- არა, მამა ყოველთვის მეუბნებოდა... - გიორგი რამდენიმე წამით გაჩუმდა. - მეუბნებოდა, რომ ყოველთვის უნდა ითამაშო, ყველაფრისდა მიუხედავად. "კრასნოდართან" მატჩამდე მასთან საავადმყოფოში ვიყავი, მაშინ უკვე ცუდად იყო, მაგრამ მაინც იმავეს იმეორებდა, რომ უნდა ვითამაშო. ამიტომ ვცდილობ, რომ მისმა სიტყვებმა ფუჭად არ ჩაიაროს. მე ვთამაშობდი, როგოც ეს მას სურდა.

- მამამ მიგიყვანათ ფეხბურთზე?

- მამა მეუბნებოდა: "შენ გადაწყვიტე" და მას შემდეგ ყოველთვის მხარს მიჭერდა. თამაში კი არა, ერთი ვარჯიშიც არ გამოუტოვებია. ყოველთვის ჩემი კარის უკან იდგა, სანამ შეეძლო...

- იქნებ "ლოკომოტივთან" მატჩში, როცა პენალტი მოიგერიეთ, მაშინაც კარის უკან იდგა?

- ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ყოველთვის ერთად ვითამაშებთ. მოგერიებული პენალტი მისი დამსახურებაა და მომოვალ მატჩებშიც ერთად ვიქნებით.

მომზადებულია sovsport.ru-სა და championat.com-ის მიხედვით

romandro
natelshi amyofos ufalma mamashenis suli,shen ki warmatebebi misi sulis gasaxarad.
llcl
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამაშენი, შენ კიდევ მხნეობას გისურვებ და მამის ოცნება აგესრულებინოს, კიდევ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე გეთამაშოს, ზუსტად ეხლა ხარ მეკარისთვის ყველაზე სასურველ ასაკში, წარმატებები გიორგი!
დავითი
დამბურძგლა ეს ნამდვილად ჩემს სულს ჩაწვდა... ეს ეს განცდები რარაც პარალელიც გავავლე რარაც გამამხნევებელიც იყო ამაში ბრძოლის უნარიც შეუდრეკელობაც და რაც მთავარია სევდა რომელიც მისგან დაღვრილი ჩუმი და წყნარი თითქოს რომ სჩანს კარგად რომ დაუკვირდები მაგრამ საკმარისია მასზე არ იფიქრო მასში შეუდრეკელ ბრგე ვაშკაცს ვხედავთ . დიდი დანაკლისია გიორგი მაგრამ მხნედ იყავი.
გია
ვიზიარებთ გიორგი, შენ კარგი მამის კარგი შვილი ხარ.
kaxi
ძალიან ემოციური ინტერვიუა. კარგი კაცი ხარ გიორგი. არ შეგერცხვინოს მამის სახელი.
aleqsi
გენაცვალე ლორი მაგარი კაცი ხარ
aleqsi
გენაცვალე ლორი მაგარი კაცი ხარ
ჯონი
ნათელში ამყოფოს მამა შენის სული .ვაჟკაცი ხარ და ვაჟკაცურად მოიქეცი ....ასეთი დიდი მეკარე ბევრი ხანია არ გვყავდა ჩვენ .ასე გააგრძე , ბარავო ლორია !
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის