დუბლები ვნახეთ, ჰეთ-თრიკს ველოდებით
კიდევ ერთი ტურიც და XXVIII ჩემპიონატის პირველი თვე დასრულდება. გარკვეული დასკვნა-ანალიზის გაკეთებაც იმ დროს უფრო უპრიანი იქნება, თუმცა მანამდე, სჯობს, მესამე ტურზე ვისაუბროთ, მით უფრო, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, გასულ უქმეებზე გამართულ მატჩებში არაერთი გამოსარჩევი ფაქტი თუ მოვლენა მოხდა...

უდანაკარგო არავინაა!

...მოგეხსენებათ, რომ გარდამავალი ჩემპიონატი ახლებური ფორმატით ტარდება და ყოველ ტურშიც ორივე ჯგუფიდან თითო გუნდი ისვენებს. ამის გამოც არის, რომ სამი ტურის შემდეგ გუნდებს არათანაბარი თამაშების რაოდენობა აქვთ.

თანაც, ამ სამი ტურის მერე ვერც ერთი გუნდი ვერ მოიწონებს თავს 100-პროცენტიანი შედეგით და ლიდერებადაც დღესდღეობით სამი გუნდი უნდა მოვიხსენიოთ, რომელთაც 7-7 ქულა აქვთ: ბათუმის "დინამო" ("წითელი ჯგუფი"), თბილისის "დინამო" და "ჩიხურა" (ორივე - "თეთრი ჯგუფი").

ასევე პოტენციურ ლიდერად უნდა ჩავთვალოთ "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთი ფავორიტი "საბურთალოც", რომელსაც 2 მატჩში 4 ქულა აქვს. აი, რაც შეეხება აუტსაიდერებს, მხოლოდ 2 გუნდი დარჩა, უქულოდ რომ აგრძელებს ასპარეზობას: "ზუგდიდმა" ორი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო, ხოლო "სიონმა", ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, სამივე სასტარტო შეხვედრა დათმო...

უკრაინული აქცენტით

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არაერთ უცხოელ სპეციალისტს გაუწვრთნია ქართული გუნდები, თუმცა რაოდენობით აბსოლუტური ლიდერები უკრაინელები არიან, რომელთა რიცხვმაც უკვე ორნიშნა რიცხვს გადააჭარბა.

ისე მოხდა, რომ ამ სეზონის დაწყების წინ ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ ორი უკრაინელი სპეციალისტი გვყავდა (ისიც - პირველ ლიგაში): ანატოლი პისკოვეცი ("გაგრა") და სერგეი ჟიტსკიი ("ოდიში").

და აი, უკვე მომავალი ტურიდან უმაღლეს ლიგაშიც გვეყოლებიან უკრაინელი სპეციალისტები: წარსულში საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" ყოფილი ცენტრფორვარდი - სერგეი ლიუტი "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი იქნება.

ასევე ახალი თავკაცი ეყოლება "გურიასაც" და ლანჩხუთელთა გუნდშიც უკრაინელ სპეციალისტს ელოდებიან. "ზუგდიდის" წარუმატებელ სტარტზე ზემოთ ვისაუბრეთ და ვერც "გურიის" გამოსვლა შეიძლება შეფასდეს დადებითად, რამეთუ სამ მატჩში მოპოვებული 2 ქულა (თან არცერთი გატანილი გოლი) განსხვავებული ფორმატის ჩემპიონატში აშკარად ცუდი შედეგია.

კვლავაც მაღალი შედეგიანობა

გავიხსენოთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ტურში შედეგიანობის მაჩვენებელი მეტისმეტად დაბალი იყო: 6 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გავიდა! საბედნიეროდ, უკვე მომდევნო ტურში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ასე ექვს მატჩში ამჯერად უკვე 22 გოლი გავიდა!

თითქმის იგივე მოხდა გასულ ტურშიც: ერთი 0:0-ის გარდა, ყველა შეხვედრა "გოლუხვი" გამოდგა და შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელსაც (თანაც, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით) ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა: საშუალოდ, 3.5 გოლი ერთ მატჩში!

ბომბარდირი ნახევარმცველები

ჯერ სამი ტურია გასული ჩემპიონატის სტარტიდან და ნურავის გაუკვირდება, რომ კვლავაც ჰეთ-თრიკის მოლოდინში ვართ. არადა, ბოლო ორ ტურში უხვგოლიანი მატჩების ცვენა იყო, მაგრამ მხოლოდ დუბლებით გვიწევს დაკმაყოფილება.

ახალი სეზონის პირველი დუბლი "სამტრედიის" 22 წლის ცენტრფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა მეორე ტურში, "სიონთან" საშინაო შეხვედრაში.

გასულ ტურში კი ორმა ფეხბურთელმა შეძლო თამაშში 2 გოლის გატანა: ბათუმის "დინამოს" 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ და "ჩიხურას" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ.

აღსანიშნავია, რომ შონიას უმაღლეს ლიგაში დუბლი უკანასკნელად თითქმის 5 წლის წინათ ჰქონდა შესრულებული, როცა ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა; აი, "ჩიხურას" ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ კი პირველად მოახერხა უმაღლეს ლიგაში ერთ მატჩში 2 გოლის გატანა.

საერთოდაც, ლობჟანიძე ჩინებულად მოერგო ახალ გუნდს - "ჩიხურას" მაისურით უკვე 3 გოლი გაიტანა!

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე საჩხერელთა გუნდში თბილისის "დინამოდან" არის განათხოვრებული, ისევე, როგორც იჯარის წესით ასპარეზობს "სიონში" თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი: ბოლნისურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარში ჯერჯერობით 2 გოლი გაიტანა და ორჯერვე თავი დავით ვოლკოვმა გამოიჩინა.

აი, ასეა: ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დღესდღეობით აშკარად განიცდის საკადრო პრობლემებს (ზოგს "უცნაური" ტრავმა აქვს, ზოგი - ნამდვილად დაშავებულია, ზოგიც, უბრალოდ, ფორმაში არ არის), სამაგიეროდ, სეზონის დაწყების წინ თბილისის "დინამოდან" სხვადასხვა გუნდში განათხოვრებული ფეხბურთელები ყოჩაღობენ, აი, თუნდაც, ლობჟანიძე თუ ვოლკოვი...

სამი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში ამპლუით ნახევარმცველი (თანაც - საყრდენი) თეიმურაზ შონია ლიდერობს 4 გატანილი გოლით! აღსანიშნავია, რომ ამ ახალ სეზონში შონია ერთადერთი ფეხბურთელია, სამივე ტურში რომ შეძლო გოლის გატანა: პირველ და მეორე ტურში - თითო, ახლა კი - ორი...

ლეგიონერები: ახლებიც, სხვებიც...

"გურიისა" და "ზუგდიდის" უკრაინელ თავკაცთა დებიუტს საქართველოს ჩემპიონატში 27 აგვისტოს ველოდებით; მანამდე კი ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, გასულ ტურში პირველი მატჩები რომ ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატში: 18 წლის ბრაზილიელი იური და სილვა ოლივეირა ეუჯენიო ("გურია"), 20 წლის ისრაელელი იანივ მიზრახი ("დილა") და 25 წლის ესპანელი ფორვარდი სანტიაგო ხარა კოლადო ("საბურთალო").

აქვე, ბარემ გავაგრძელოთ ლეგიონერთა თემა და ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა "კოლხეთის" 30 წლის ახალწვეულმა რასიმ რამალდანოვმა (აზერბაიჯანი).

აი, "გურია"-"შუქურას" მატჩის ბედი კი, ფაქტობრივად, "ლეგიონერთა" "დუელმა" გადაწყვიტა: მასპინძელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა დინიზმა პენალტი ვერ გამოიყენა და სტუმართა მეკარეს, აზამატ ჯიოევს ვერ აჯობა!

აღსანიშნავია, რომ სეზონის სტარტიდან ორი პენალტია გაცუდებული და ორჯერვე "გურიის" ლეგიონერებმა ვერ იყოჩაღეს: ახლა - დინიზმა (ბრაზილია), პირველ ტურში კი - ევგენი მოროზენკომ (უკრაინა)...

ქართული დებიუტები

მესამე ტურში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა: 31 წლის გიორგი კილასონიამ ("კოლხეთი"), 19 წლის ირაკლი ბიძინაშვილმა ("საბურთალო") და 18 წლის ნიკა კვანტალიანმა (ბათუმის "დინამო").

სადებიუტო ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ პირველი გოლები გაიტანეს თავიანთი ახალი გუნდის მაისურით 31 წლის ჯაბა დვალმა, 27 წლის გულვერდ თომაშვილმა (ორივე - "ცხინვალი") და 23 წლის თორნიკე გრიგალაშვილმა ("ჩიხურა").

ასევე ცალკე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი ფეხბურთელის დებიუტი: თბილისის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ პირველი მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, ხოლო თორნიკე კირკიტაძემ ასევე პირველად მოირგო "დინამოს" მაისურა.

დაბოლოს, კიდევ ერთ დაბრუნებაზეც: სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა 28 წლის ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომელიც ბოლოს რუსეთის პირველი ლიგის გუნდში, "არმავირში" გამოდიოდა.

უმაღლესი ლიგა. III ტური

წითელი ჯგუფი

სიონი-კოლხეთი 0:2

საბურთალო-სამტრედია 2:2

დინამო (ბთ)-დილა 3:1

თეთრი ჯგუფი

ჩიხურა-ლოკომოტივი 3:2

გურია-შუქურა 0:0

ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვიად ლაზარიდი
პირველი ლიგის კლუბების განაცხადებს როდის დაწერთ ????????????
ზვიად ლაზარიდი
პირველი ლიგის განაცხადებს როდის დაწერთ?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
თეიმურაზ შონიას ყუმბარისებური ჯარიმა 35 მეტრიდან [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]