კარლო ანჩელოტი ფრთხილობს, "კოპენჰაგენი" ხელწამოსაკრავი გუნდი არააო
"რეალის" არ იყოს, ჩემპიონთა ლიგის მოგება ბოლოს და ბოლოს ლონდონის "ჩელსისაც" სურს. მეტიც, რომან აბრამოვიჩს ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის თასი უკვე ღამღამობით ესიზმრება. "არისტოკრატების" მეტოქე ერთი შეხედვით მოკრძალებული "კოპენჰაგენია" და წესით, ლონდონელებს ამ ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ "ჩელსი" ბოლო დროს აჭრილია, "კოპენჰაგენს" კი მკაცრი გუნდის სახელი აქვს - ისეთის, რომელსაც ნებისმიერი მობილიზაციადაკარგული გრანდის გამწარება შეუძლია.

კარლო ანჩელოტის გუნდი ასოციაციის თასიდან გავარდა და საქმეები კარგად არც ინგლისის ჩემპიონატშიც მისდის. ლონდონური კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "მანჩესტერს" 12 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, რაც დრო გადის, ანჩელოტი უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ ექცევა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, აბრამოვიჩმა ინგლისის ჩემპიონობაზე უკვე ხელი ჩაიქნია და თუ ანჩელოტი ვერც ჩემპიონთა ლიგაში შეძლებს წარმატების მიღწევას, იტალიელს "სტემფორდ ბრიჯიდან" გააძევებენო.

ყოველ შემთხვევაში, კარლიტოს გუნდმა მინიმუმ "კოპენჰაგენის" ბარიერი მაინც უნდა დაძლიოს, თუ არა "ჩელსიდან" მართლა გაუშვებენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტად მიიჩნევა. ალბათ ამიტომ არ აგდებენ დღემდე - თავისი ნებით გადადგომა კი იტალიელმა სპეციალისტმა კატეგორიულად გამორიცხა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ჩელსი" კრიზისშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "არისტოკრატები" "კოპენჰაგენთან" დუელში უპირობო ფავორიტებად მიიჩნევიან.

"ჩელსის" ქომაგებმა შვებით ამოისუნთქეს: ფერნანდო ტორესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მას მოედანზე გასვლა შეუძლია. სხვა საქმეა ის, რომ "ლივერპულიდან" ნაყიდი მსოფლიოს ჩემპიონი რბილად რომ ვთქვათ, ცუდ ფორმაშია. იგივე მდგომარეობაშია დიდიე დროგბაც და ანჩელოტი დღეს ალბათ მაინც ისევ ტორესს ენდობა, კოტ დ"ივუარელს კი სკამზე დასვამს.

"კოპენჰაგენის" ფორმაზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ გუნდმა ბოლო ოფიციალური თამაში 2010 წლის 7 დეკემბერს ჩაატარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "პანათინაიკოსთან" (3:1).

ანჩელოტი შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "კოპენჰაგენს" საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. დანიელები ორგანიზებულ და დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ."

სავარაუდო შემადგენლობები

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი, პოსპეხი - კლაუდემირი, ბოლანოსი, კვისტი, ვინგაარდი - გრონკიაერი, ნ"დოიე.

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - ესიენი, მიკელი, ლემპარდი - ანელკა, ტორესი, მალუდა.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა