ჰოლანდიელს ერქინი და იოვეტიჩი არ სჭირდება
როგორც ჩანს, "ინტერში" სერიოზული ცვლილებები მოხდება. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ფრანკ დე ბური არ არის კმაყოფილი ზოგიერთი ფეხბურთელის მომზადების დონით, ზოგს ახალ პროექტში საერთოდ ვერ ხედავს, ზოგიც მის სქემას არ ერგება...

ორი უნდა წავიდეს, გაბიგოლი ახლოსაა

შავ სიაში მოხვდა თურქი ჯანერ ერქინი, რომელიც "ფენერბაჰჩეს" შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელმა 27 წლის ერქინისგან, ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 47 მატჩი (2 გოლი) აქვს ჩატარებული, თავი შორს დაიჭირა. ახლა ფიქრობენ, რომ მარცხენა მცველი იქნებ "ჯენოაში" გაანათხოვრონ.

კიდევ უფრო გაურკვეველია სტევან იოვეტიჩის მომავალი. აქ სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ 27 წლის ჩერნოგორიელი ფორვარდი "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა, თუმცა ხელშეკრულებით "ინტერში" ის სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. არადა, როგორი ამბავია, როცა იცი, რომ მწვრთნელს არ სჭირდები...

რაც შეეხება სავარაუდო მომსვლელს, ეს არის გაბრიელ ბარბოზა, იგივე "გაბიგოლი", რომელსაც დიდი ხანია "ინტერთან" აკავშირებენ, მაგრამ ცნობილია, რომ "სანტოსის" 20 წლის ფორვარდისთვის "იუვენტუსიც" იბრძვის.

როგორც ამბობენ, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა უპირატესობას "ინტერს" ანიჭებს. მიზეზი მარტივია - მილანელთა შეთავაზება გაცილებით სარფიანია. "სანტოსიც" კმაყოფილია 25 მილიონი ევროთი და ფეხბურთელიც აღფრთოვანებულია პერსონალური კონტრაქტის პირობებით - წლიური 3.5 მილიონი ევრო.

თავისას ცდილობს "იუვენტუსიც". "ბიანკონერის" მესვეურები მოლაპარაკებას მართავენ სააგენტო "დოიენ სპორტთან", რომელიც "გაბიგოლზე" სატრანსფერო უფლების 20 პროცენტს აკონტროლებს. "ინტერი" კი პირდაპირ ფეხბურთელის აგენტს, ცნობილ მენეჯერ კია ჯურაბჩიანს ელაპარაკება...

შეხვედრა უფროსებთან

ამასობაში, "ინტერის" თავკაცებმა ფრანკ დე ბური შეხვედრაზე დაიბარეს და პერსპექტივებზე ესაუბრნენ, მაგრამ რაკი ეს მოხდა "კიევოსთან" პირველი ტურში დამარცხების (0:2) შემდეგ, ეჭვგარეშეა, ხავიერ ძანეტისთან (ვიცე-პრეზიდენტი), ჯოვანი გარდინისთან (გენერალური დირექტორი) და პიერო აუზილიოსთან (სპორტული დირექტორი) საუბრისას დე ბურს მარცხის მიზეზებსაც გამოჰკითხავდნენ.

უკვე ვიცით, რაზეც სწუხს ჰოლანდიელი - ფეხბურთელების უმეტესობა ფიზიკურად ვერ არის სათანადო დონეზე, რითიც ის კენჭს რობერტო მანჩინის ბოსტანში ისვრის. თუმცა გახსოვთ, ალბათ, გუშინაც ვწერდით, რომ "ინტერის" ზოგიერთი ფეხბურთელის აზრით, პრობლემის თავი და თავი უდროოდ და უადგილოდ დაგეგმილი ამერიკული ტურნეა, რამაც გუნდს ვერანაირი სპორტული სარგებელი ვერ მოუტანა.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]
დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი