ოლიმპიადა დამთავრდა და სპორტულ ფედერაციებში დებულებით გათვალისწინებული საარჩევნო ყრილობების დრო დადგა
ოლიმპიადა დამთავრდა და სპორტულ ფედერაციებში დებულებით გათვალისწინებული საარჩევნო ყრილობების დრო დადგა. მოგეხსენებათ, ფედერაციების ხელმძღვანელ ორგანოებს (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასკომი და სხვა) ოლიმპიურ ციკლთან თანხვედრაში, ანუ ოთხწლიანი ვადით ირჩევენ, ყოველი თამაშების დასრულების შემდეგ კი, ძირითადად, შემოდგომაზე, ახალი არჩევნები ტარდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასეა სპორტის უმეტეს სახეობებში.

ახლა სწორედ ეს პერიოდი დადგა და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პირველი გამოეხმაურა ამას - 23 აგვისტოს გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ ახალი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდეს 2016 წლის 30 სექტემბერს, 12 საათზე, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს აკადემიაში.

პრეზიდენტობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 18 საათზე იწურება.

როგორც გითხარით, ეს ყრილობა საანგარიშოც იქნება: მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მოხსენებას გაწეული სამუშაოს შესახებ.

სავარაუდოდ, იქვე შეაფასებენ რიოს ოლიმპიადაზე ნაკრების გამოსვლას, რასაც მოჰყვება პრეზიდენტობის კანდიდატთა მოხსენებები მათი სამომავლო გეგმების თაობაზე, პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა არჩევნები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია