მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ბესიკ შეროზიას გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის "მერანს" გაეჯიბრა...

მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ბესიკ შეროზიას გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის "მერანს" გაეჯიბრა. ეს საკონტროლო შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბრძოლო ფრე, 3:3 დაფიქსირდა. კოლხებმა პირველი ტაიმი სამი მშრალი ბურთით მოიგეს. ფოთელთა მეგოლე დავით ციცხვაიამ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში, 3 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდა. 25-ე წუთზე კი სიჭინავამ ფოთელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა, 3:0. მარტვილელებიც არ ყოფილან უქმად, მათაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ერთხელ ძელმა იხსნა ფოთელთა კარი გოლისგან, მეორედ კი მეკარე ზვიად სტურუამ იმარჯვა.

შესვენების შემდეგ "მერანმა" იძალა და ჟვანიას მიერ გოლად ქცეული ორი პენალტით (56-ე და 86-ე წუთებზე) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მატჩის მიწურულს კი ხვადაგიანის გოლით მარტვილელები მარცხს გადაურჩნენ. არბიტრმა "კოლხების" კარისკენ ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ფოთელებმა პირველი პენალტი გააპროტესტეს, თამაშის წესები საჯარიმო ხაზის მიღმა დაირღვაო... ამასთან, არბიტრმა ვალტერ გუჩუას შემცვლელი გოგონაია, მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მოედნიდან გააძევა და გუჩუას ისევ მოუწია თამაშში ჩართვა.

"კოლხეთმა" მარტვილელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სტურუა, ჭითანავა, თედიაშვილი, მახვილაძე, გველესიანი, გუჩუა, ჯოჯუა, სილაგავა, გვალია, სიჭინავა, ციცხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: შენგელია, ექონია, ინწკირველი, ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, გოგონაია, გუჩუა, ბუკია, ციკოლია, საცერაძე, წიქარიშვილი.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა