<p>"ოსასუნას" ურუგვაელმა ფორვარდმა რამდენიმე ტურის წინ კრიშტიანო რონალდოსთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა <br> რადიო COM-თან ინტერვიუში "ოსასუნას" ურუგვაელმა ფორვარდმა ვალტერ პანდიანიმ რამდენიმე ტურის წინ კრიშტიანო რონალდოსთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა: "იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ეს რომ ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, კრიშტიანოს დანტისტთან შევლა მოუწევდა. მაგრამ, რადგან დიდ პატივს ვცემ პუბლიკას, ის მხოლოდ ჩემს მიერ ნათქვამი რამდენიმე უხეში სიტყვით გადარჩა. ვიცი, რომ არც ეს არის კარგი საქციელი, რისთვისაც მაყურებელს ბოდიშს ვუხდი. რონალდოს ვურჩევ, რომ ცოტათი თავმდაბალი იყოს ცხოვრებაში, ნუ დაავიწყდება, რომ ერთ დროს ღარიბი ბიჭი იყო, რომელიც პატარა კუნძულიდან ევროპაში ჩამოვიდა. მიბაძოს მესის და გადააგდოს თავისი სულელური ჩვევები, თორემ ერთხელაც ცუდად დაამთავრებს".</p><p>სხვათა შორის, რონალდოს ბოლო ტურშიც შეემთხვა მცირე ინციდენტი, "ლევანტესთან" მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ერთ-ერთი ფეხბურთელი წაიქცა, თუმცა რონალდომ ამას ყურადღება არ მიაქცია, შეუტია და კარშიც დაარტყა, რითაც გუნდის ახოვანი კაპიტნის, სერხიო ბალესტეროსის რისხვა დაიმსახურა. ბალესტეროსმა გაიწია პორტუგალიელზე, მაგრამ თანაგუნდელებმა და "რეალის" სხვა ფეხბურთელებმა შეაჩერეს.</p>
adwadda
აუ დავაი რა მესის გან სასწავლელი რა აქ ?ადმინ გაიწიეს ხო და რეალის ფეხბურთელებმა არ გაალახიეს .რეებს წერთ ტო:D
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს