24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა
24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე დაძაბული შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. "ბაიას ბაზაზე" ადგილობრივი "ოდიში 1919" და "გარდაბანი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კვლავ ზუგდიდელები დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გარდაბნელებმა გათანაბრება მოახერხეს. მასპინძლები ამ გოლმაც არ დააბნია და შეხვედრის ბოლო, 120-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

დამაჯერებლად იმარჯვა "ბორჯომმა". კობა თედიაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე "საპოვნელას" უმასპინძლმა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და დარჩენილ დროში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს ხობის "კოლხეთიც". გია გურულის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე უმაღლესლიგელი "ცხინვალი" მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს. გოლები ბექა ბაკურაძისა და ცოტნე ბუკიას ანგარიშზეა.

საქართველოს თასი. I ეტაპი

24 აგვისტო

ხობი. ცენტრალური.

კოლხეთი (ხ)-ცხინვალი 2:0

ბორჯომი. "ჯემალ ზეინკლიშვილი"

ბორჯომი-საპოვნელა 4:0

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"

ოდიში1919-გარდაბანი 3:2

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა.

- საქართველოს თასი: მერვედფინალის მონაწილე 9 გუნდი ცნობილია

პირველი ეტაპის 12 გამარჯვებული გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მათ ის გუნდები დაემატებიან, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ. თასის გათამაშების ამ ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: GFF.GE

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
ᓓᓘᓚᓐ-ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐ 2:2 - ᓖᓐᓕᓘ ᓒᓝᓠᓨᓘ
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
საქართველოს თასის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
"ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐᓛ" ᓐᓛᓮᓐᓜᓐᓒᓣᓠ ᓛᓐᓢᓩᓨᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓡ" ᓓᓣᓑᓚᓔᓑᓡ ᓛᓝᓣᓒᓝ
გია გურული: ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა
თბილისის "დინამომ" გორის "დილას" მოუგო და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
ლიახვი-სამტრედია 1:4 - ისევ სამი ბურთით
საქართველოს თასი. 1/8 ფინალის წინ: ახალი ფორმატის ხიბლი
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც