ბოლო ცნობებით, მახაჩყალის "ანჟის" საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, მალხაზ ასათიანის დამატებაც სურს

მახაჩყალის "ანჟიმ" თურქეთში მორიგი საკონტროლო შეხვედრა დანიურ "ბრონდბიუსთან" გამართა და 1:0 მოიგო.

ცხადია, ჩვენების ამბები გვაინტერესებს: საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ მცველების საიმედო თამაშის გამო ბევრი საქმე არც ჰქონია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ჯერაც გასინჯვაზეა.

ირაკლი დანიელთა კარზე მიტანილი რამდენიმე იერიშის თანამონაწილე იყო: ერთხელ შორიდან არაზუსტად დაარტყა, მერე ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და ერთადერთი გოლის ავტორ დიმიტრი ივანოვს ანგარიშის გახსნის საშუალება მე-19 წუთზე მისცა, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში კი მახაჩყალელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა კლიმიაშვილი დაასვენა.

დანიელთა წინააღმდეგ "ანჟის" სახელოვან ახალწვეულს, ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს არ უთამაშია. "კორინთიანსიდან" დაღესტნურ კლუბში ახლახან გადასული კარლოსი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. ისევე, როგორც თურქულ შეკრებაზე მყოფი გროზნოს "ტერეკის" ჰოლანდიელი დამრიგებელი რუდ გულიტი.

ბრაზილიელის "ანჟიში" მისვლა რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს, სულეიმან კერიმოვს უკავშირდება. მან ეს კლუბი ერთი კვირის წინ შეიძინა და ამბიციური გეგმებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ რობერტო კარლოსი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ბრონდბიუსთან" არც გიორგი ილურიძე გამოჩენილა, რომელმაც ალმათის "კაირატთან" (0:0) გამართული წინა შეხვედრაც გამოტოვა. თუმცა უცნობია, რა არის მიზეზი - კლუბი დატოვა თუ ტრავმირებულია.

ბოლო ცნობებით, მახაჩყალელებს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, მალხაზ ასათიანის დამატებაც სურთ.

vaxo
თუ ვერ იპოვა ასკამ გუნდი და ფორმში ჩადგომა ვერ მოასწრო სახორვატიოთ მაინც შეილება გამოძახება და საჭიროებისამებრ ზამენაზემაინც გამოყვანა. კალაძე ამისულაშვილი დადგება შუაში და მაგალითად თუ ვიგებთ მე2 ტაიმში ასკას გამოყვანა შეილება ნახევარდაცვაში და დაცვასაც მიეხმარება და ბურთსაც დაიჭერს
ZaViZi
www.winbet.ucoz.com მოუგე ტოტალიზატორს ჩვენთან ერთად ! ! !
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა