ბათუმის "დინამოს" 26 წლის კაპიტანს სეზონის განსაკუთრებულად წარმატებული გამოუვიდა - სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა
ბათუმის "დინამომ" გარდამავალი ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყო. ლევან ხომერიკის გუნდმა ფრედ (1:1) მხოლოდ "სამტრედიასთან", პირველ საშინაო შეხვედრაში ითამაშა, მერე ფოთის "კოლხეთს" სტუმრად 5:0 მოუგო, მესამე ტურში კი გასული სეზონის მესამეადგილოსან გორის "დილას" ქობულეთში 3:1 სძლია და "წითელ შვიდეულს" 7 ქულით სათავეში ჩაუდგა.

აღსანიშნავია ბათუმელთა შედეგიანობა - 3 შეხვედრაში გუნდმა 9 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ 3 გოლი მატჩში. მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და მთავარი ბრძოლები წინაა, მაგრამ ასეთი დასაწყისი მრავლისმეტყველია.

განსაკუთრებული წარმატებით სეზონი ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა თემურ შონიამ დაიწყო. აჭარულ გუნდში გადასვლის დღიდან, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი საკვანძო მოთამაშედ გადაიქცა. მაგრამ ახლანდელმა სტარტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - შონიამ სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და 4 გოლით სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას.

მან "ლელოს" კითხვებს უპასუხა...

- ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატი იმდენად წარმატებულად დაიწყო, ალბათ, ასეთ სტარტზე მხოლოდ ოცნებობდით...

- გეთანხმებით, დასაწყისშივე მოპოვებულმა შვიდმა ქულამ და ლიდერობამ გუნდის თითოეული წევრი გაახარა და დიდი სტიმული მისცა. მაგრამ მთავარია, ჩემპიონატი ასევე გავაგრძელოთ, რათა დეკემბერში უფრო დიდი სიხარული განვიცადოთ.

- ასეთ წარმატებულ სტარტს როგორ ახსნით?

- ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპით და იმითიც, რომ საგრძნობლად გავძლიერდით: უკრაინელი ტიმოფეევი საკმაოდ ძლიერი მეკარეა, კვირკველიას ჩემგან დახასიათება არ სჭირდება, წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და მისი გამოცდილება ძალიან გვეხმარება. ქობულეთის "შუქურადან" დამატებული გეგეჭკორი, თარხნიშვილი და ლობჯანიძე და სერბი მარიანოვიჩი გუნდს ძალიან კარგად შეეწყვნენ...

მოკლედ, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა და იოლადაც შევთამაშდით. რაც მთავრია, ერთსულოვნები ვართ - ჩვენი ურთიერთობა სტადიონზე არ იწყება და არ მთავრდება. ბათუმის "დინამო" ერთი ოჯახია და ეს შედეგზეც აისახა.

- გოლებით ყოველთვის გამოირჩეოდით, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ საყრდენმა ნახევარმცველმა სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანეთ. შემთხვევით, პოზიციის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- (იცინის) არა, გმადლობთ, თავს ნახევარდაცვაშიც კარგად ვგრძნობ და, რაც მთავარია, ძალიან კარგი თავდამსხმელებიც გვყავს. ჩემი შედეგიანობაც გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი.

- ბათუმის "დინამოს" კარგი სტარტიდან და, რაც მთავარია, ხარისხიანი ფეხბურთიდან გამომდინარე, ბევრი ალაპარაკდა, რომ "წითელი" ჯგუფიდან საჩემპიონო ფინალში მოხვედრის დიდი შანსი გაქვთ...

- გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და ჩემგან ამის თქმა მყვირალა განაცხადიც იქნება. ამას სჯობია, მაღალი ადგილის დასაკავებლად ბევრი ვიშრომოთ, მაქსიმუმი გავიღოთ...

თუმცა, გუნდს, პოტენციალი რომ გამოავლინოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, ბევრი საკითხის მოუგვარებლობა უშლის ხელს...

- მაგალითად?..

- მაგალითად, ის, რომ საკუთარ ქალაქში სტადიონი არ გვაქვს. ახალი სტადიონის მშენებლობა, ალბათ, 2018 წელს დასრულდება, წლეულს კი ბაზა იქნება მზად და ბათუმში ვივარჯიშებთ - ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ გვახარებს. ზაფხულში აჭარაში სეზონია და ქობულეთამდე პატარა გზის დაფარვას აქეთ-იქით 2 საათი სჭირდება, სულ საცობებია და ყოველდღე ასეთ რეჟიმში მზადება ძალიან ძნელია.

ცალკე პრობლემაა ქობულეთის სტადიონის საფარი, რომელზეც ორჯერ მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ვიდრე ბუნებრივზე. კარგად მახსოვს, ევროპის ლიგაზე რომ გავედით, მაშინ "ადელის" სტადიონი ჯერ გაყიდული არ იყო და იქ ვემზადებოდით. ხალხი არათუ საკონტროლო შეხვედრებზე, ვარჯიშებზეც მრავლად დადიოდა. ქობულეთში კი თამაშზე სიარულიც უჭირთ: ხალხი მუშაობს, თამაშები კი ისეთ დროს იწყება, ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

ამიტომაა აუცილებელი ბათუმში დაბრუნება - ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს. საერთოდაც, საკუთარ ქალაქში თამაში სულ სხვა სიამოვნებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ძალიან მიხარია ქართული ფეხბურთის აკვნიდან ასეთი გუნდის გამოჩენა. გაიხარეთ ბიჭებო და გაახარეთ, როგორც ბათუმელი ისე ქართველი ფეხბურთის ქომაგები.
bacho
ბლექ სეა არენას მაგივრად სტადიონი აეშენებინათ ბათუმში არ ჯობდა? მარა სად არის ჩვენში ამდენის განჭვრეტის უნარი?
nikola
მადლობა თემურ! აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია