საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარული შეკრება მოილია და იქვე საერთაშორისო ტურნირშიც მოსინჯა ძალები
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარული შეკრება მოილია და იქვე საერთაშორისო ტურნირშიც მოსინჯა ძალები. ქართველმა მოკრივეებმა, ბულგარეთის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, ქალაქ პედრაჟის "სტრაჟას" წარმომადგენლობით ტურნირზე იასპარეზეს და იქიდან ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. მესამე საპრიზო ადგილი 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან გულედანმა დაიკავა.

პედრაჟის ტურნირზე ათმა ქართველმა იასპარეზა და მხოლოდ ერთი პრიზიორი შესაძლოა, არც იყოს განსაკუთრებული შედეგი, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი ამ ეტაპზე შეგირდებს მაქსიმუმს ვერ სთხოვს, რადგან დიდი ხანი არაა, რაც გუნდი სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. ისიც აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე ისეთ ძლიერ საკრივო ქვეყნებს, როგორებიც კუბა, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია და მასპინძელი ბულგარეთია, პირველი ნომრები ჰყავდა გამოყვანილი.

თითო ბრძოლის მოგება თითქმის ყველა ქართველმა შეძლო და ამ შედეგს ფალიანი საკმარისად მიიჩნევს. მისთვის მთავარია, რომ ბიჭებმა საშეჯიბრო პრაქტიკა მიიღეს და ძლიერ მეტოქეებთან არცთუ დიდი სხვაობით დამარცხდნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოსმედალოსან გულედანს, მან პირველ ეტაპზე ფრანგ მოწინააღმდეგეს 5:2 სძლია, შემდეგ აზერბაიჯანელს 3:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელთან 2:4 დათმო.

მოკრივეებს ბულგარეთში ფალიანთან ერთად, მისი ასისტენტები თემურ ოჩიგავა და ლევან გაგნიძე ახლდნენ, ქართულ დელეგაციას კი საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.

ამასობაში კი ჩვენი გუნდი უკვე მეორე შეკრებას იწყებს. 23 თებერვალს საქართველოს ნაკრები დაახლოებით 15 მოკრივის შემადგენლობით ბაქოში გაემგზავრება, სადაც ჯერ აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად გაივლის შეკრებას, 8 მარტიდან კი საერთაშორისო ტურნირშიც ჩაერთვება.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა