ყატარში ფიდეს ეგიდით მოჭადრაკე ქალთა გრანპრის მე-6 ეტაპი იწყება, რომელშიც 12 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი გამოდის
ყატარის დედაქალ დოჰაში დღეს დაიწყება ფიდეს ეგიდით მოჭადრაკე ქალთა გრანპრის ბოლო მე-6 ეტაპი, რომელშიც წრიული სისტემით პირველობისთვის 12 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი იბრძოლებს. ესენი არიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546), პია კრამლინგი (შვედეთი, 2516), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489), სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2484), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2475), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454), შენ იანი (ჩინეთი, 2443), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი, 2410), მარტა ფიერო (ეკვადორი, 2353). ტურნირი 5 მარტს დამთავრდება. დასვენების დღეა 27 თებერვალი.

საერთო ჩათვლაში 410 ქულით ჯერჯერობით ლიდერობს ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი, რომელმაც გრანპრიზე მონაწილეობის ლიმიტი ამოწურა. მას 20 ქულით ჩამორჩება ჩვენებური ნანა ძაგნიძე. ყატარში I ან II ადგილზე გასვლის შემთხვევაში იგი მთავარ პრიზს დაეუფლება და წლის ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იფანს დაუპირისპირდება.

ყატარში ჩვენებურის მთავარი მეტოქეა ინდოელი კონერუ, რომლის აქტივშიცაა გრანპრის ერთი მოგებული ეტაპი (სტამბოლი) და ერთიც გაყოფილი II-IVადგილები. 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ კი ჯერმუკის (სომხეთი) ტურნირი მოიგო, ნიანძინხში (ჩინეთი) II ადგილი დაიკავა, ნალჩიკში II-III ადგილები გაიყო. იმედია, იგი ამჯერადაც გვასახელებს, იმის მიუხედავად, რომ დოჰაში საკმაოდ ტიტულოვანი მეტოქეები ჰყავს - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჩიბურდანიძე, სხვადასხვა წლების მსოფლიოს ჩემპიონები - სტეფანოვა და იუჰუა, ორგზის ევროპის ჩემპიონი კრამლინგი, მსოფლიოს რეიტინგით მეორე მოჭადრაკე კონერუ, ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი მკრტიჩიანი.

Tregu
მოუგია ნანას, ვულოცავ :) http://qatar2011.fide.com/images/TFILES/PGN/pgnviewer/view.php?dname=round01.pgn აქ შეიძლება პირველი რაუნდის ყველა მატჩის სვლების ნახვა, შესაბამისად ძაგნიძის მოგებისაც :)
Tregu
სად შეიძლება შედეგების ნახვა? ოფიციალურ საიტზე არ აქვთ განახლება ჯერ.
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა