ტაქტიკური თავისუფლება და შამპანური კაპიტანს - ანჩელოტიმ შეგირდებს ჯაჭვები შეხსნა
ბუნდესლიგის პირველი ტურის წინ გერმანიის ბევრ ქალაქში, პირველ რიგში კი, დორტმუნდში ჰქონდათ იმის იმედი, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელში ჯერ შეთამაშება დასჭირდებოდა და პირველივე ტურში ყველაზე უკეთეს ფეხბურთს ვერ ითამაშებდა, მაგრამ 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ყველა გააცურა და გააჩუმა:

რეკორდმაისტერმა "ვერდერს" მარტივად გადაურბინა, ტაბლოზე 6:0 აანთო და სატურნირო ცხრილს პირველივე ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა.

"ის ფაქტი, რომ პირველივე ტურში ასე კარგად ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ვფიქრობ, დროული მესიჯია ჩვენი კონკურენტებისთვის. "ბაიერნი" კვლავ უძლიერესია", - ეს მანუელ ნოიერის სიტყვებია, რომელსაც ბრემენელებთან მატჩში, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონია.

მიუნხენელთა პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ პირველსავე ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში თავიდანვე დაწინაურდა. შესანიშნავი იყო თომას მიულერიც, რომლის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, ჩაბი ალონსომ საოცნებო გოლი გაიტანა და თვით ფილიპ ლამიც არ დარჩა უგოლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუნხენელებმა თავიანთი თამაშით დიდად ისიამოვნეს - სწორედ ამას გაუსვა ხაზი ექსბაიერნელმა მეჰმეთ შოლმა მატჩისშემდგომი ანალიზის დროს.

"ბაიერნის" ფეხბურთელებს თამაში ძალიან სიამოვნებდათ და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანჩელოტიმ მათ შეუხსნა ის ჯაჭვები, რითაც გვარდიოლას ჰყავდა დაბმული. მე ეს ძალიან მომეწონა", - აღნიშნა შოლმა.

შოლი, პირველ რიგში, ტაქტიკურ შეზღუდვას გულისხმობდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, გვარდიოლას მართლაც თითქოს დაბმული ჰყავდა ფეხბურთელები. ახლა კი, ნაცვლად ბურთის მუდმივი ფლობისა და ძირითადად მეტოქის ნახევარზე კომბინირებისა, "ბაიერნის" ფეხბურთელები ხანდახან უკანაც იხევდნენ, მეტოქეს თავიანთ ნახევარზე იტყუებდნენ და მერე უსწრაფეს იერიშებზე გადადიოდნენ.

"მომეწონა, რომ ხანდახან მეტოქესაც მივეცით ბურთის გაგორების საშუალება და ჩვენს ნახევარზე ვუშვებდით, რათა მერე, სწრაფი იერიშის დროს წინ მეტი სივრცეები გვქონოდა", - ამბობდა ნოიერი.

"ჩვენ, ფაქტობრივად, იგივე გუნდი ვართ, რაც წინა სეზონში, მაგრამ მწვრთნელმა სიახლეები შემოიტანა. აბსოლუტური დომინანტები ვიყავით, შეცდომები პრაქტიკულად არ დაგვიშვია. კარლო ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია და მის ხელში ფეხბურთის თამაში ძალიან გვსიამოვნებს", - ასე შეაფასა "ვერდერთან" თამაში თომას მიულერმა.

"დიახ, ეს სიმართლეა. მოედანზე ბევრი თავისუფლება გვაქვს", - ეს კი მატს ჰუმელსის სიტყვებია.

და რა თქვა თვითონ ანჩელოტიმ? კარლო: "მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. გახარებული და ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. საერთო ჯამში კი, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად, კრეატიულად ვუტევდით, კომბინაციებსაც ვათამაშებდით და შეტევაში ბევრი მოთამაშე იყო ჩართული!" მატჩისშემდგომ ინტერვიუში ანჩელოტიმ ისიც თქვა, რომ ფილიპ ლამის თამაშითა და გოლით უაღრესად კმაყოფილია - კაპიტანი ჩემგან საჩუქრად, პრემიის სახით, საუკეთესო შამპანურს მიიღებსო.

შამპანური, როგორც პრემია? "ბაიერნში" ესეც სიახლეა. იტალიური სიახლე.

იხილეთ ვიდეო

ლევანდოვსკი-ობამეიანგი 3:2

მთლად ასე შთამბეჭდავად არა, მაგრამ სეზონი დორტმუნდის "ბორუსიამაც" გამარჯვებით დაიწყო - "ბაიერნის" უმთავრესმა კონკურენტმა "მაინცი" 2:1 დაამარცხა. დღეს დორტმუნდელთა თავკაცი თომას ტუხელი 43 წლის გახდა და ბუნდესლიგის სამი ქულით დაწყება მისთვის ალბათ საუკეთესო საჩუქარი იყო. ყოფილი კლუბის (ტუხელი 2008-დან 2014 წლამდე სწორედ "მაინცს" ავარჯიშებდა) გამარჯვება კი, პირველ რიგში, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა, რომელმაც სეზონი დუბლით დაიწყო და უკვე ფეხდაფეხ მისდევს ლევანდოვსკის.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და ობამეიანგი წინა სეზონის მთავარი გოლეადორები არიან და როდესაც პოლონელმა პარასკევს "ვერდერს" სამი გოლი გაუტანა, დორტმუნდელმა მას "ტვიტერზე" დაუწერა, ჰეთ-თრიკს გილოცავ, მაგრამ იცოდე, მეც მოგყვებიო. თქვა და აასრულა კიდეც - ერთი ასევე ექსმაინცელი ანდრე შიურლეს პასით გაიტანა, მეორე კი - თერთმეტმეტრიანით. ობამეიანგის დუბლს "ბაიერნის" პოლონელი ბომბარდირიც გამოეხმაურა: "ლევანდოვსკი-ობამეიანგი 3:2" - დაწერა რობერტმა "ტვიტერზე".

მართალია, დორტმუნდელებმა მხოლოდ 2:1 მოიგეს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნის" ნომერ პირველი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ "ბორუსია" უნდა იყოს. ახალწვეულებმა: ბარტრამ, შიურლემ, როდემ და დემბელემ ძალიან კარგად ითამაშეს! "ბაიერნიდან" დაბრუნებული მარიო გიოტცე ამჯერად ტრიბუნაზე იჯდა - ტუხელის თქმით, სუპერმარიო ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში. მოედანზე კი, შიურლესთან და ობამეიანგთან ერთად, საუკეთესო იყო 19 წლის დემბელე - "რენიდან" 15 მილიონად შეძენილმა ფეხბურთელმა მაინცელებს ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა.

სხვა მხრივ, ბუნდესლიგის პირველ ტურში საინტერესო იყო "ვოლფსბურგის" გამარჯვება აუგსბურგში (2:0) და "გლადბახის" მოგება "ლევერკუზენთან" (2:1). "შალკე" მოულოდნელად დამარცხდა "აინტრახტთან", ეიფორიაში მყოფმა "ჰამბურგმა" კი საკუთარ მოედანზე "ინგოლშტადტს" ვერ მოუგო (1:1).

იხილეთ ვიდეო

ბუნდესლიგა. I ტური

26 აგვისტო

ბაიერნი-ვერდერი 6:0

გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (9), 2:0 ლევანდოვსკი (13), 3:0 ლევანდოვსკი (46), 4:0 ლამი (66), 5:0 რიბერი (73), 6:0 ლევანდოვსკი (77-პენ)

ბაიერნი (4-1-2-2-1): ნოიერი - ლამი (74. რაფინია), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (78. ბერნატი) - ჩაბი ალონსო (64. კიმიხი) - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი - თ. მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ლ. სანე, დიანიე, კალდიროლა - გრილიჩი (74. მ. ეგშტაინი) - ს. იატაბარე, ფრიტცი, ბაუერი, ბარტელსი (88. თაი) - იუჰანსონი (63. შტერნბერგი).

გაფრთხილება: შტერნბერგი

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 27(14)-4(2); ბურთის ფლობა: 71%-29%.

მაყურებელი: 75 000

27 აგვისტო

აინტრახტი-შალკე 1:0

გოლი: 1:0 ა. მაიერი (13)

აინტრახტი (4-1-2-1-2): ჰრადეჩკი - ვარელა, ჰექტორი, აბრაამი, ოჩიპკა - ჰასებე - ჰუსტი (56. ჩანდლერი), მასკარელი - გაჩინოვიჩი (90. სეფეროვიჩი) - ა. მაიერი, ჰრგოტა (81. ვალეხო).

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ნალდო, ჰიოვედესი, კოლაშინაცი (62. ბაბა) - აოგო (74. ბენტალები), გაისი - დი სანტო (46. ემბოლო), მ. მაიერი, ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.

68-ე წუთზე მაიერმა (აინტრახტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაძევება: ჰექტორი (79. აინტრახტი)

გაფრთხილება: ვარელა, მასკარელი - ჟუნიორ კაისარა, გაისი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 11(4)-11(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 47 000

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:2

გოლები: 0:1 დიდავი (35), 0:2 როდრიგესი (89)

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, იანკერი, სტაფილიდისი - კორი (84. ჰალილ ალთინთოფი), ბაიერი - ბობადილია, კოო (82. უსამი), კაიუბი - ფინბოგასონი (63. ჟი).

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე, ბრუმა, როდრიგესი - ლუის გუსტავო, გერჰარდტი (60. არნოლდი) - დრაქსლერი, დიდავი (71. ტრეში), დ. კალიჯური - დოსტი (81. ბრუნო ენრიკე).

გაფრთხილება: კორი - გერჰარდტი, ბრუმა

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13(2)-12(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 26 172

ჰამბურგი-ინგოლშტადტი 1:1

გოლები: 1:0 ვუდი (30), 1:1 ჰინტერზეერი (79)

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, ჯურუ, ოსტჟოლეკი - იუნგი (66. დიკმაიერი), ჰანტი - ნ. მიულერი (66. ჰალილოვიჩი), გრეგორიჩი (67. ლასოგა), კოსტიჩი - ვუდი.

ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ბრეგერიე, ზუტნერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი (81. კოენი) - ჰარტმანი (66. ჰინტერზეერი), ლესკანო (91. ლექსი), ლეკიე.

გაფრთხილება: გ. საკაი, ჯურუ - ზუტნერი, მორალესი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(1)-13(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 50 107

კიოლნი-დარმშტადტი 2:0

გოლები: 1:0 რისსე (11), 2:0 მოდესტე (61)

კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მარო, მავრაი, ჰექტორი - მ. ლემანი, ჰიოგერი - რისსე, ბიტენკური (74. ცოლერი) - რუდნევსი (69. ოსაკო), მოდესტე (86. იოიჩი).

დარმშტადტი (4-4-1-1): ესერი - ფედეცკი (57. სირიგუ), მილოშევიჩი, ჰიონი, ჰოლანდი - კლაინჰაისლერი (85. ოლიინიკი), გონდორფი, ვრანჩიჩი, ჰელერი - ბენ-ჰატირა (69. იუნგვირთი) - შიპლოკი.

გაფრთხილება: მარო, ბიტენკური, ცოლერი - ფედეცკი, ჰოლანდი, ჰიონი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 21(8)-12(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 50 000

დორტმუნდი-მაინცი 2:1

გოლები: 1:0 ობამეიანგი (17), 2:0 ობამეიანგი (89-პენ), 2:1 მუტო (92)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პასლაკი (76. პიშჩეკი), სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - კასტრო (59. ვაიგლი), როდე (86. გერეირო) - დემბელე, კაგავა, შიურლე - ობამეიანგი.

მაინცი (4-1-4-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროზინსკი - გბამინი - კლემენსი (81. მუტო), ფ. ფრაი, სერდარი (71. იოზთუნალი), ონისივო - მალი (86. დე ბლასისი).

გაფრთხილება: ბროზინსკი, სერდარი, ონისივო

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 3-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17(8)-12(4); ბურთის ფლობა: 74%-26%.

მაყურებელი: 81 360

გლადბახი-ლევერკუზენი 2:1

გოლები: 1:0 ჰანი (45+1), 1:1 პოჰიანპალო (79), 2:1 შტინდლი (85)

გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, იანჩკე (46. ვესტერგაარდი) - ტრაორე (61. ფ. ჯონსონი), შტრობლი, კრამერი, ვენდტი - შტინდლი - ჰანი (84. აზარი), რაფაელი.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - არაგუნისი (78. პოჰიანპალო), ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (64. მეჰმედი), კამპლი - ფოლანდი (64. ბრანდტი).

გაფრთხილება: კრამერი, შტინდლი, შტრობლი - თოფრაქი, ბელარაბი, ვენდელი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(9)-12(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 52 182

28 აგვისტო

ჰერტა-ფრაიბურგი 2:1

გოლები: 1:0 დარიდა (62), 1:1 ჰიოფლერი (93), 2:1 შიბერი (95)

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, სკიელბრედი - ვაიზერი (77. ესვაინი), დარიდა (90. ჰეგელერი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (85. შიბერი).

ფრაიბურგი (3-2-1-2-2): შვოლოვი - გულდე, ჰიოფლერი, სოიუნჩუ - იგნიოვსკი (66. ო. ბულუთი), გიუნტერი - აბრაში - ჰაბერერი (66. პეტერსენი), გრიფო - ნიდერლეხნერი, ფილიპი.

გაფრთხილება: გულდე, ნიდერლეხნერი, ჰიოფლერი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(5)-8(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 41 648

ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 2:2

გოლები: 1:0 რუპი (55), 1:1 დ. კაიზერი (58), 2:1 უთი (83), 2:2 ზაბიტცერი (90)

ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ოხსი - ფოგტი (46. შვეგლერი) - რუდი, რუპი (65. ამირი) - უთი, კრამარიჩი (79. ტერაცინო) - ვაგნერი.

ლაიპციგი (4-2-2-2): გულასი - შმიტცი, ორბანი, კომპერი (63. ფორსბერგი), ჰალსტენბერგი - დემე, ილსანკერი - დ. კაიზერი, ზაბიტცერი - ი. პოულსენი (82. ზელკე), ვერნერი (86. ბრუნო).

გაფრთხილება: ფოგტი, შერი - ორბანი, კომპერი, ილსანკერი, დემე

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11(5)-23(9); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 24 188

ბომბარდირები: 3 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 2 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

9 სექტემბერი.

შალკე-ბაიერნი

10 სექტემბერი.

ლევერკუზენი-ჰამბურგი, ვოლფსბურგი-კიოლნი, ინგოლშტადტი-ჰერტა, დარმშტადტი-აინტრახტი, ფრაიბურგი-გლადბახი, ლაიპციგი-დორტმუნდი

11 სექტემბერი.

ვერდერი-აუგსბურგი, მაინცი-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია