"ცედევიტასთან" მატჩში "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში ორმა ქართველმა - ვლადიმერ ბოისამ და გიორგი შერმადინმა ითამაშა

ადრიატიკის თასის 21-ე ტურში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: "ოლიმპია"-"ცედევიტას" მატჩის სასტარტო ხუთეულში მასპინძელთა რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა - ვლადიმერ ბოისამ და გიორგი შერმადინმა. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს "ოლიმპიას" ძირითად შემადგენლობაში ასევე ორი ჩვენიანი თამაშობდა - ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი.

ვოვამ "ცედევიტასთან" მატჩში მოედანზე 17 წუთი გაატარა, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა მოხსნები და ქულები წუთებში შეაჯამა: 14 წუთი=6 ქულა+7 მოხსნა. გარდა ამისა, გიორგიმ 1 დაფარებაც ჩაიწერა.

ვოვა ბოისა გასულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატში თამაშობდა. მაშინ მისი "ზადარი" იოლად უგებდა "ცედევიტას", თუმცა მიმდინარე სეზონის წინ ცედევიტელთა შემადგენლობა საგრძნობლად გაძლიერდა და ადრიატიკის ლიგის ფინალურ ოთხეულში მოხვედრაზეც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. სწორედ ამიტომ, "ოლიმპია"-"ცედევიტას" შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მოგების შემთხვევაში სლოვენიელები ოთხეულში იმყარებდნენ პოზიციებს, ხოლო წაგება მათ კვარტეტს მიღმა გადაისროდა.

ეს კარგად ესმოდა "ოლიმპიას" მთავარ მწვრთნელ იურე ჟდოვჩს და ტრავმირებული (ფეხის კუნთი აწუხებს) შერმადინი მაინც ათამაშა. ოლიმპიელები შეხვედრას კარგად მობილიზებულები შეხვდნენ და თავიდანვე დაეუფლნენ მცირე უპირატესობას, 24-ე წუთისთვის 6:0 გაქცევა მოაწყვეს (2 ქულა ბოისას ანგარიშზე იყო) და 49:33 დაწინაურდნენ. 16-ქულიანმა ფორამ მასპინძლებს თავდაჯერება შემატა, რაც ცედევიტელებმა სათავისოდ გამოიყენეს და სულ რაღაც 5 წუთში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (49:53). თუმცა, სლოვენიელებმა ხორვატებს გამარჯვება რომ არ დაუთმეს, პირველივე აბზაცში დავწერეთ.

ერთ-ერთ სლოვენიურ გაზეთს გიორგი შერმადინმა უთხრა:

- ევროლიგაზე პლეი ოფში ვერ გავედით, თუმცა მომდევნო ორ მატჩშიც არაფერს დავთმობთ. დანარჩენ ორ შეჯიბრებაში პირველობის მოპოვება შეგვიძლია - სლოვენიის ჩემპიონატში და ადრიატიკის ლიგაზე. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო "ცედევიტას" დამარცხება.

დავძენთ, რომ "ოლიმპიამ" ადრიატიკის თასი ბოლოს 2002 წელს ვლადიმერ ბოისასთან ერთად მოიგო.

21 ტურის შემდეგ "ოლიმპიას" 13 მოგება აქვს და ცხრილში მესამე ადგილზეა. ასეთივე შედეგით მეოთხეა ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტი". პლეი ოფის ზონის მიღმაა "ზაგრები" - 12 მოგება (მე-5 ადგილი), "ცედევიტას" ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.

ადრიატიკის თასის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. მომდევნო მატჩში "ბუდუჩოსტი" "ოლიმპიას" მიიღებს.

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე