რა შესძინა 20 წლის ფეხბურთელს ბელგიურ "გენკში" გატარებულმა წლებმა
ბელგიური "გენკიდან" საქართველოში დაბრუნებული ლუკა ზარანდია პირველ ტურებში ფორმაში არ იყო და ეს არავის უკვირდა - ზაფხულში მკურნალობდა, თბილისის "ლოკომოტივს" კი მხოლოდ დასკვნით შეკრებაზე შეუერთდა.

მაგრამ ლანჩხუთის "გურიასთან" თბილისის "ლოკომოტივის" მოგებაში მან საკუთარი წვლილი შეიტანა და 69-ე წუთზე გატანილი გოლით "ლოკომოტივს" ჩემპიონატში პირველი 3 ქულა მოაპოვებინა.

"ლელომ" ზარანდიასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც 20 წლის შემტევმა ევროპიდან წამოსვლასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა...

- საქართველოში დაბრუნებულს აქაურ გარემოზე გადაწყობა ხომ არ გაგიჭირდათ?

- წასვლამდეც "ლოკომოტივში" ვთამაშობდი და მიმაჩნია, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბია. ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს.

- ევროპაში დიდი იმედებით წახვედით. სამწუხაროდ, "გენკში" კარიერა ვერ აგეწყოთ და წამოსვლა მოგიხდათ. ასეთ დროს ფეხბურთელი იმედგაცრუებული რჩება და თამაშიც აღარ გამოსდის...

- იმიტომაც დავბრუნდი, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი. მაგრამ, იმედია, "ლოკომოტივში" თამაშით კონდიციებს ავიმაღლებ და ევროპაში მაინც დავბრუნდები. ცუდია, "გენკის" ისტორია ასე რომ დასრულდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

- მართალია, თითქოს "გენკიდან" წამოსულს ჰოლანდიურ და ბელგიურ კლუბებში გიწვევდნენ?

- დიახ, ვარიანტები იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი და გადასვლა არ მიღირდა. ასე, კვლავ უთამაშებელი დავრჩებოდი, 6 თვე კიდევ გამიცდებოდა და უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდი.

- მაინც, რა მოხდა "გენკთან" დაკავშირებით?

- კონტრაქტი დამისრულდა და წამოვედი. თავიდან ძალიანაც კარგად ვიყავი, ვთამაშობდი და მწვრთნელიც მენდობოდა. მაგრამ მერე ის შეცვალეს, ახალმა კი ლამის მთელი გუნდი, 14 მოთამაშე გაუშვა. თორნიკე ოქრიაშვილსაც აღარ სწყალობდა... მოკლედ რომ ვთქვა, მის სქემაში ვერ ვჯდებოდი.

- ევროპაში გატარებული ეს ორი წელი უკვალოდ მაინც არ ჩაივლიდა. "გენკმა" რამე შეგძინათ?

- ძალიან ბევრი რამ. უპირველესად, დიდი გამოცდილება და იმის ცოდნა, თუ რა არის საჭირო, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშო. ვისწავლე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ცხოვრება და მომზადება. ფიზიკურადაც საკმაოდ გავიზარდე. იყო კარგი მომენტები, ცუდიც, ოპერაციამაც უკან დამხია, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გაკვეთილი იყო.

- თქვენი აზრით, საქართველოში ევროპული დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელის გაზრდა შესაძლებელია?

- ძალიან ძნელია. ისინი სულ სხვაგან არიან. მაგრამ იმის თქმაც არ მინდა, თითქოს საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა შეუძლებელია.

- ბრაზილიელები, შეკრების ნაცვლად, ყოველდღიურად საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ. ევროპელების მომზადებაზეც ბევრი საინტერესო რამ არის ცნობილი - მომზადების დრო ნაკლებია...

- ასეა, მაგრამ დატვირთვებზე რა გითხრათ - ქვეყანას გააჩნია, ზოგან მეტია, ზოგან - ნაკლები. ბელგიელებს საკმაოდ მძიმე მოსამზადებელი პერიოდი აქვთ. ევროპულ ფეხბურთში "ფიზიკა" ბევრს ნიშნავს და "გენკშიც" საკმაოდ მომქანცველი კროსები და ვარჯიშები გვქონდა. მე სწორედ ასეთი დატვირთვის გამო დავშავდი და ოპერაცია დამჭირდა.

- "ლოკომოტოივზე" რას იტყვით?

- სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და მეოთხე ტურში პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.

- იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახებდნენ...

- ამ საკითხზე ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და მე ვერაფერს დავამატებ. მისი საქმეა, ვის გამოიძახებს და ვის - არა. საერთოდ, მწვრთნელის გადაწყვეტილების შეფასება არ მიყვარს. მასაც და გუნდსაც ვგულშემატკივრობ და ამ ორ შეხვედრაში წარმატებას ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
პროფესიული სპორტი და ჯანმრთელობა უფრო შორს დგას ერთმანეთისგან ვიდრე იდგა. ელემენტარული აზროვნებით შეგვიძლია მივხვდეთ, აქედან ჩასული ფეხბურთელების 70-80% განწირულია ტრამვებისთვის. ერთხელ ტესტების გავლა შეიძლება, მაგრამ ყოველდღე კუნთის გამოშრობამდე ვარჯიში გამოუწვრთნელ კუნთებს ანგრევს. არაა საკმარისი 1-2 წელი ვარჯიში დიდი დატვირთვების გასაძლებად...
geronti
15-წლიანების ბაქოს ფინალი მაქვს ნაყურები, კომენტატორი შიშით კიოდა ზარანდია, ზარანდიაო. მაშინ ბედნიერი ვფიქრობდი, სამ ოთხ წელიწადში იგივე დაემართებოდა ევროპის ბევრ საფეხბურთო კომენტატორს, მაგრამ...
Papito
... ტვინით თუ ვერ ინძრევი რას გაიგებ.
bujanga
კიდევ რამდენი არასწორად მომზადებული ფეხბურთელი დაგვკარგება...ბიჭს ნიჭი აქვს..აზროვნებს და დღევანდელ დღეს რაც მთვარაია ფიზიკურ მოზადება გამძლეობა სისწრაფე არა აქვს...ეგაა ჩვენთან გაზრდილი ფეხბურთელების უდიდესი მინუსი..არავინ ფოქრობს რომ ამის გამოსწოროებაზე იზრუნოს

რაღაც ვერ გავიგე. თუ მოუმზადებელი ხარ ფორმაში არ ხარ და ვერ ინძრევი ჰოლანდიური და ბელგიური კლუბები როგორ გიწვევენ რანაირად ხდება ეგ??? გვატყუებ რაღაცას
gurami
მიაქციეტ ყურადგება რას ამბობს ევროპის მოზადებაზე, დზან განსხვავებაა ქარტულ ფიზ მომზადებაზე და ევროპულს შორის, ეს არ არი დზმებო ქარტველი ფეხბურტელების ბრალი, ევროპაში 12 წლიდან იწყზებენ ბავშვების დატვირტვას ნელ ნელა და 16 წლიდან ისე ტვირტავენ, არ მგონია საქარტველოს ახლანდელმა ნაკრების ფებურტელებმა გაუდზლოს ერტეულების გარდა. რასაც ევროპაში უკვე 17-18 წლის ფეხბურტელი უდზლებს, ასე რომ 15 წლიდან უმაღლეს დონეზე უნდა მომზადეს ფიზიკურად ჩვენი ფეხბურტელი, ისე რომ საქარტველოს უმაგლესი ლიგის ფეხბურტელებს აჯობონ ფიზ მოზადებაში და მერე ნახე რა ბიჩები წამოვიდეს. აი 12 წლიდან არი ჩვენი მოზადების პრობლემა.
status quo-ს
მართლა გრუზიინ? მაშინ შენ ლუკიჩა ვიღაცაში გეშლება,
ზიდანე
ვინა გყავთ ამაზე მაგარი, ფორმაში მყოფი და ნათამაშებები, ამის გარეშე ნაკრებს მარტო კვიპროსზე ყანა აქვს გასათოხნი სხვა არაფერი სადარდებელი.
status quo
ბებეტო---კარგად მომზადებას მონდომება და შრომისმოყვარეობა უნდა.ეს კი ქართველებს არა აქვთ...
gio
ხომ წახვალ კვიპროსის მაჩანჩალა გუნდში.
bebeto
კარგად უნდა მოემზადოს შეუძლია მას მაღალ დონეზე თამაში.
vasiaaaaa
"იყო მოლოდინი რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახებდნენ"... ვისი მოლოდინი იყო მერაბ?? საქართველოს ნაკრები (გინდ U21და გინდაც ეროვნული)რა უთამაშებელი და უგუნდო ფეხბურთელების თავშესაფარია თუ...???? უაზრო ამბიციები.......
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება