უახლოეს ხანებში "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა 31 წლის მარადტრავმირებულ ჯონათან ვუდგეიტს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს
უახლოეს ხანებში "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა 31 წლის მარადტრავმირებულ ჯონათან ვუდგეიტს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს. მოგეხსენებათ, მან უკანასკნელი წელიწად-ნახევარი გამოტოვა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "მილანთან" დაბრუნებისთანავე ახალი დაზიანება მიიღო. ამჯერად სერიოზული არაფერია და ჯონათანი თამაშს უკვე ერთ კვირაში შეძლებს.

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე ჰარი რედნაპი დიდ იმედებს ამყარებს, ამის შესახებ მან "სქაი სპორტსს" განუცხადა.

აქვე მოგახსენებთ მეორე ამბავს, რომელიც "დეზების" ბანაკს ეხება. იმავე ჰარი რედნაპის განცხადებით, ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სეზონის ბოლოს გუნდიდან ლუკა მოდრიჩის გაშვებას. მასმედია კულუარული ჭორებით ნასაზრდოები ხმების გავრცელებას არ უშინდება და აცხადებს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მზადაა, ხორვატში 35 მილიონი ფუნტი გაიღოს, რადგან მისი გათვლით ფეხბურთიდან მიმავალი პოლ სქოულზის შეცვლას მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს.

"ლუკა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი კი არა ბრწყინვალე ადამიანია. ასეთ ფეხბურთელებს და ასეთ პიროვნებებს გუნდში იოლად ვერ შეცვლი. ის ბოლომდე იხარჯება ყველგან, სადაც მისი იმედი აქვთ. თუკი კონკურენტუნარიანი გუნდის აშენება გვინდა, რომელიც ყოველ წელს იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ასეთი ვარსკვლავები ულაპარაკოდ უნდა შევინარჩუნოთ", - აცხადებს რედნაპი.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა