სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1-ელ სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპიელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და კომპანია BP-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში კრის შლიტერი შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.

სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1-ელ სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.

წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 10:00 საათზე;

პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 15:00 საათზე;

წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - იასპარეზებს 13 სექტემბერს, 16:00 საათზე;

ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:00 საათზე;

პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:30 საათზე.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პარასპორტსმენებისთვის პირობები უფრო და უფრო უმჯობესდება, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.

"ჩვენ პარალიმპიელებისთვის შევქმენით ყველანაირი სივრცე იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ივარჯიშონ და ჰქონდეთ წარმატება. ისინი მიემგზავრებიან ოლიმპიადაზე და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ შედეგს აჩვენებენ. ვცდილობთ, რომ პირობები უფრო და უფრო გავაუმჯობესოთ, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, გუნდში განწყობა პოზიტიურია.

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს პარალიმპიელებს მომზადებისთვის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ამის შედეგია, რომ ჩვენი დელეგაცია სარეკორდო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. განწყობა გვაქვს პოზიტიური. გუნდში გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და გვაქვს იმედი, რომ ისინი მედლებით დაგვიბრუნდებიან. მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი ენერგია და ემოცია, რომლითაც ისინი მიემგზავრებიან, განაპირობებს, რომ გაახარონ ჩვენ გულშემატკივრები", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოში კომპანიის გენერალური მენეჯერის, კრის შლიტერის თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები რიოში მიემგზავრებიან.

"მე მინდა BP-ის მხრიდან გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული ათლეტის და მწვრთნელის მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის და დამსახურებულად მოიპოვეს ლიცენზიები. გვიხარია, რომ ქართველი სპორტსმენები მიდიან რიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი პარასპორტსმენები ასეთ დიდ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივადევნებთ თვალს", - აღნიშნა BP-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლიტერმა.

შშმ პირთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპიელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი - იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშები 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბერს დაიხურება.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

gizog
უფალმა დალოცოს ჩვენი პარაოლიმპიელები, უფლის წყალობით გამარჯვებულები და გამოჯანსაღებულები დავიბრუნდნენ თამაშებიდან.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...