სავარაუდოდ, ხურციძისა და ლორენცოს ბრძოლაში, საშუალო წონაში WBA-ს ”დროებითი” ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა

ავთანდილ ხურციძის ("ტორნადო") შემდეგი დაპირისპირების დრო და ადგილი გარკვეულია. კიევში მცხოვრები ქართველი საშუალოწონოსანი რინგზე 12 მარტს გამოვა და ეს ბრძოლა მასშტაბური საკრივო ტურნირის მთავარი მოვლენა გახდება, რომელსაც კიევური პრომოუტერული კომპანია “Elite Boxing Promotion” თბილისში ჩაატარებს. ასე, რომ ”ტორნადო”, რომელსაც მისი მიღწევების მიხედვით, წონითი კატეგორიების მიუხედავად, ქართული პროფესიონალური კრივის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე შეიძლება ვუწოდოთ, თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველად სამშობლოში იასპარეზებს.

"Elite Boxing Promotion", რომლის ღირსებასაც ხურციძე იცავს, ამჟამად მოლაპარაკებებს ცნობილ დომინიკელ მოკრივესთან ჯოვანი ლორენცოსთან აწარმოებს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ორჯერ იბრძოდა მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის. 2009 წლის ზაფხულში მან IBF-ის ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სებასტიან სილვესტრთან წააგო, 2010 წლის სექტემბერში კი ჯოვანი WBA-ს სუპერჩემპიონ ფელიქს შტურმისთვის ტიტულის ართმევას შეეცადა, მაგრამ კვლავ ქულებით წააგო.

30 წლის ლორენცოს შეუძია სახიფათო მეტოქესთან, კოლუმბიელ ნოკაუტერ დიონისიო მირანდასთან ვადამდელი გამარჯვებით იამაყოს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ხურციძისა და ლორენცოს ბრძოლაში, საშუალო წონაში WBA-ს ”დროებითი” ჩემპიონის ტიტული გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ტიტული იდო სასწორზე ხურციძის წინა დაპირისპირებაში, რომელიც 30 ოქტომბერს საფრანგეთში გაიმართა და სკანდალით დასრულდა. უკიდურესად თვალსასეირო და უკომპრომისო დაპირისპირება ავთანდილმა დაუმარცხებელ ფრანკოსთან - კამერუნელ ჰასანუ ნდამუ ნჟიკამუსთან მსაჯის საკმაოდ სადავო გადაწყვეტილებით წააგო.

vaxo
დაძაბული მარტი გველის. რაგბი, ბოქსი, ფეხბურთი
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე