ვიდეორგოლი "შავი მამბა", რომელისაც სათაური ბრაიანტის მეტსახელის მიხედვით ეწოდა, სოცილაური ქსელის, Facebook -ის გვერდზე Nike Basketball გამოქვეყნდა
სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ფირმამ Nike 19 თებერვალს NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის წინ ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მონაწილეობით ახალი რეკლამა წარმოადგინა, რომელიც რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა გადაიღო. ვიდეორგოლი "შავი მამბა", რომელსაც სათაური ბრაიანტის მეტსახელის მიხედვით ეწოდა, სოციალური ქსელის, Facebook -ის გვერდზე Nike Basketball გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლში ბრაიანტი როდრიგესს ხვდება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარსა და მსახიობების კანდიდატურას განიხილავს, რომლებსაც მასში გადაიღებენ. როდრიგესის შემოთავაზებული იდეები, მაშინვე ეკრანზე აისახება.

კალათბურთელი გადასაღებ მოედანზე მსახიობებს, ბრუს უილისს და დენი ტრეხოს ხვდება, ასევე რეპერ კანიე ვესტს, რომელიც ფილმის მთავარი ბოროტმოქმედია. ვესტი საუკეთესო კალათბურთელების ბოსია, რომელთაც ფინალში "შავი მამბა" ამარცხებს.

6-წუთიანი ხანგრძლივობის ვიდეო ახალი კოლექციის Nike Zoom Kobe VI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოუშვეს. რგოლს ლოს ანჯელესში ორი დღის განმავლობაში იღებდნენ. ვიდეოს შექმნაში მონაწილეობას სარეკლამო სააგენტო Nike Zoom Kobe VI იღებდა.

როდრიგესის რეკლამა ქსელში პირველად 19 იანვარს გამოჩნდა.

კობი ბრაიანტი NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-დ (ყველაზე ფასეული მოთამაშე) დაასახელეს, რომელშიც დასავლეთ კონფერენციის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 148: 143. ბრაიანტმა 37 ქულა მოაგროვა. "ყველა ვარსკვლავის" MVP-ის ტიტული მან მეოთხედ მიიღო.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა