"ლიონის" ნახევარმცველმა იოან გურკუფმა ისაუბრა, თუ რას ელის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისგან
"ლიონის" ნახევარმცველმა იოან გურკუფმა ისაუბრა, თუ რას ელის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისგან:

"შეიძლება ითქვას, რომ გასულ სეზონში "რეალმა" "ლიონი" ვერ შეაფასა, მაგრამ წელს ისინი მსგავს შეცდომას არ დაუშვებენ. გუნდი ეცდება შარშანდელი წარუმატებლობისთვის შური იძიოს. არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ ჩვენ უდიდესი გუნდი დაგვიპირისპირდება.

"რეალი" ბრწყინვალე კლუბია შესანიშნავი მწვრთნელით, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ფეხბურთში (და სწორედ ეს აქცევს ფეხბურთს ფანტასტიკურად) სულ უფრო მცირე და მცირეა ლოგიკა. ყველას ყველას დამარცხება შეუძლია. იმედი მაქვს, ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს გამოვიყენებთ.

სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, ბევრი ვიმოძრაოთ, არ ვინერვიულოთ და შევუტიოთ. აუცილებელია დაცვაში ბალანსის შენარჩუნება, ყველამ ვიცით "რეალის" დიდი შემტევი პოტენციალის შესახებ", - განაცხადა მოთამაშემ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში