საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე და ნაკრებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 1-ელ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ავსტრიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩსა და გუნდის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

"გუნდი შეიკრიბა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა, იგივე ლევან მჭედლიძისა და ჯაბა კანკავასი, დიდი დანაკლისია გუნდისთვის. მათ ტრავმებზე ვიცოდით...

დღეს ჩამოდის თორნიკე ოქრიაშვილი. სამწუხაროდ, "მარსელში" მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რის გამოც წუხელ, როცა ვესაუბრე, ძალიან გულდაწყვეტილი იყო, თუმცა მე მისი ჯანმრთელობის მჯერა. ჩამოვა და აქაც ვნახავთ, რა და როგორაა.

დადებითი შედეგის მისაღწევად ავსტრიასთან მაქსიმუმს გავიღებთ. ადვილი მატჩი არ გველის. ავსტრია კარგი გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წელს არ გაუმართლა. მათ არნაუტოვიჩისა და ალაბას სახით მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. თუმცა, მეორე მხრივ, არც ჩვენ გვყავს ცუდი ფეხბურთელები - დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია!

გვსურს, ავსტრიასთან მატჩში ვდომინირებდეთ და შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ - ვიმეორებ, მეტოქე ძლიერია და შეცდომას არ გვაპატიებს.

ლაშა პარუნაშვილი ვიხმე, რადგან გიორგი აბურჯანიამ ტრავმა მიიღო. ავსტრიასთან აბურჯანია ვერ ითამაშებს, მაგრამ ის გუნდში მაინც დავტოვე.

ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ სიურპრიზების შეთავაზება ყველასთვის შეგვიძლია!", - განაცხადა ვაისმა.

ლუკა
ჟურნალისტის შეკითხვა ბატონ ვაისთან: "როგორ სტრატეგიას აირჩევთ ავსტრიასთან? დომინირებას აპირებთ?" ვაისის პირველადი რეაქცია: ჩაეცინა :)
jemali
1 0 სულ კარგი არ არის მაგრამ /'ტოტალიზატორსი დადეტ ნაკლები
gizo
აუ, ესეც უბერავს რა))
tiko
ესპანეთს მოვუგეთ და რა არის ავსტრია? ავსტია ხო სლაბია ძაან
merab
არაბიძეს რატო არ იწვევთ? ავტორ ვიცი კითხულობ კომენტარებს და გთხოვ მიუძღვენი მაგ თემას სტატია და გამოაფხიზლო იქნებ ეს ხალხი. არაბიძეს არგამოძახება დანაშაულია!
merab
არაბიძეს რატო არ იწვევთ? ავტორ ვიცი კითხულობ კომენტარებს და გთხოვ მიუძღვენი მაგ თემას სტატია და გამოაფხიზლო იქნებ ეს ხალხი. არაბიძეს არგამოძახება დანაშაულია!
გიო
1:1
Gocha Juve
სასაცილოა ვისთან უნდა ვდომინირებდეთ? ვაისს გიბრალტარის ნაკრები ხომ არ გონია ავსტრია!>? დავიღალეთ ამდენი უაზრო ლაპარაკით და უაზრო ტაქტიკური სვლებით! ფეხბურთელების უმრავლესობა სათადარიგოთა სკამზე სხედან თავის გუნდებში თანაც არ გვყვანენ მაღალი კლასის შემსრულებლები რომ ავსტრიას ვძლიოთ თან დომინანტის როლში! ისევ და ისევ ჯობია სიმართლეს თვალებში შეხედოთ და ნუ ბაქიბუქობთ!!!
bebeto
ნაკრებში დღეს არის პრობლემა ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა,ალბათ ჯობია ძირითადში იმან ითამაშოს ვისაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობები აქვს იმ უთამაშებელ ფებურთელზე მაგრამ იმას სათამაშო პრაქტიკით აჯობებს ამ ეტაპზე.მწვრთნელებმა სწორად უნდა შეარჩიონ ძირითადი შემადგენლობა თორემ ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ უთამაშებელ ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება თან მეტოქე გუნდის ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ნ
ეხლა კიდევ აბურჯანიაც დაშავდაო.რა ჭირს ამ ბიჭებს,რას ან რაში ვარჯიშობენ,უთამაშებლად რომ იმტვრევიან.ნავარჯიშები და ნაშრომი მოედანზე არაფერი ეტყობათ, ბურთს ვერ აჩერებენ,კარში ვერც ახლოდან და ვერც შორიდან ვერ ურტყამენ,კაცს ვერ ატყუებენ,პასს ვერ აკეთებენ.აბა რაში ვარჯიშობენ,ერთმანეთის დამტვრევაში?
მამუკა
ზუსტად ასეთ ადამიანზე ამბობენ: ბალზე ზის და ტყემალს ჭამსო.
gizo
აგარ მჯერავს არც კობიაშვილის და არც ვაისის,ყველა ფულის გასკეთებლადაა მოსული,გთხოვთ ნუ დასცინით ქართველ ერს !
gurami
გვსურს რომ ვდომნირებდეტ კაია მაგრამ დაგვიჩერენ კონტრ შეტევაზე და ვიტყვიტ ისევ, კარგად ვიტამაშეტ პირველი ტაიმი და მაინც წავაგეტო, სწორი ტაქტიეკა შეარჩიოს ჯობია ამდენუ უტამშებელი ფეხბურტელები ყავს და დზალაც ტანაბრად განწილოს 90 წუტზე, ყველა ტამშს ასე რომ იტამშებს შეიდზლება შემდეგ შესარჩევში მივიღოტ შედეგი, ( სადგაც კეცბას და ცხადადზის ტაქტიკის შუაში უნდა იპოვოს გამოსავალი) ესპანეტან კეცბას სტილი იყო და გამრტლა, როგორც ტბილიში ხორვატიასტან გამარტლა.
zviadi
4.4 კარგი კუშია, ამბობენ, ბოს დადებული აქვსო
preben elkiaer larsen
ერთი ამათი აზროვნება გამაშიფრია,რა. ტრავმირებული ხალხი კავს ნაკრებში გამოძახებული და ისეატაებიც კლუბში რო არ უთამაშიათ თვეების განმავლობაში. და საღსალამათ,მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მქონე არაბიძეს არ ეძახიან. კაცმა პასი იცის,დრიბლინგი,ფინტი,გოლის გატანა,ჯარიმებს იტანს,თავისუფალს ურტკამს,კუთხურიდან აცოდებს,ტექნიკა აქ,კრეატიულია,იმპროვიზაციის უნარი,ბურთის ფლობა,ლიდერის თვისებები. მარა არა,ამათ პარუნაშვილები და მათი მსგავსები ურჩევნიათ. ხესავით ფეხბურთელები.ალბათ ასეთებთან უფრო ადვილია მუშაობა. ბევრი არ აქვთ საფიქრალი. უბრალოდ,შეუშვი მინდორზე. ტუ მოახერხეს და ცააგეს ერთით ნული, მერე იტკვიან ღირსეულად დავმარცხდითო. სამცვრთნელო შტაბი ცავა თავ-თავიანთ სახლებში,დაისვენებენ მომავალ თამაშამდე. და კველანი ერთად დაველოდებით მომავალ თამაშს და მომავალ დამარცხებას. თუ ისევ ღირსეულად დავმარცხდით,ხომ კაი. თუ არა და იტკვიან შემდეგ თამაშში უნდა გამოვასცოროთ დაშვებული შეცდომებიო. ესაო-ისაო. ნუ,მოკლედ,არაფერი არ იცვლება. ჩვენი ხვედრი ისევ სვარკის კურებაა დინამოს სტადიონზე,ფეხბურთის ბალეიშიკებო!
Giorgi
მაგ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ!
შოკირებული გულშემატკივარი
ნუ გვაბოლებ:))) მომავალ სირცხვილამდე დარჩა 4 დღე:)))
gizo
აგარ მჯერავს არც კობიაშვილის და არც ვაისის,ყველა ფულის გასკეთებლადაა მოსული,გთხოვთ ნუ დასცინით ქართველ ერს !
გივია
და დადებით შედეგად რა ითვლება იმას არ ვამბობთ? 5-0 წაგება , 3-0 წაგება თუ 1-0 წაგება? ამ წინადადებასავით ბუნდოვანია საქართველოს ნაკრების მომავალი სამწუხაროდ.
Too
ვაისი მაგარი მწვრთნელია . დანარჩენი ჩვენ თავს დავაბრალოთ. სულ მწვრთნელს როგორ ვაბრალებთ და ვლანძღავთ..
ika
ისეთი სასტავი გყავს სათამაშო პრაქტიკა მარტო სუძიებს აქვთ :D
maradona
პარუნაშვილი ჯობია არაბიძეს... კი,ნამდვილად... თქმაც არ უნდა!!!!

შეძლებით ყველაფერი შეიძლება შესრულებაა ხოლმე პრობლემა თორემ.
rato
ეს სლოვაკები ხომ არ გვაგიჟებენ? ერთმა ჯოჯოხეთი მოგვიწყო ასეთი ბრახაბრუხით, ეხლა მეორე რას აპირებს?
ბესო72
ნუ ეხლა , ესპანეთის ნაკრებს მოუგეთ და ავსტრია მათთან გამოსაჩენიც არ არის... DDD
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?