ქალთა ტურნირის პერიპეტიები
აშშ-ის ღია პირველობის მესამე დღეს ორი დიდი მოულოდნელობა მოხდა.

ქალებს შორის ეს იყო ესპანელი გარბინ მუგურუსას მარცხი ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან. თუმცა, მუგურუსას წაგებას დიდ სენსაციას ვერ ვუწოდებთ. მართალია, წელს მან შეძლო როლან გაროსის მოგება, მაგრამ არც ერთ სხვა ტურნირში ფინალამდე არ მისულა. თან, აშშ-ის ღიაზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ბრძოლას მეორე წრეში.

მუგურუსამ გაიმეორა ჩინელი ნა ლის "მიღწევა", რომელმაც "დიდ სლემზე" პირველი ტრიუმფის შემდეგ, მომდევნო ორ "მეიჯორზე" მესამე წრემდე ვერ მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ძალიან იწვალა პირველ რაუნდში ნაკლებად ცნობილ ბელგიელთან ელისა მერტენსთან, ახლა კი ვერაფერი მოუხერხა სევასტოვას, რომელმაც მძიმე ავადმყოფობის გამო, სამი წლის წინ კარიერა დაასრულა, მაგრამ შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტა.

და გუშინ, თავის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლატვიელი კარიერაში მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა TOP10-ის წარმომადგენელთან. პირველი წელს, ივლისში სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ ითამაშა და 0:6, 0:6 წააგო.

პირველ სეტში მუგურუსა ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ ვერაფრით შეძლო უპირატესობის რეალიზება. პარტიის ბოლოს, სევასტოვამ გაცილებით უკეთ ითამაშა, თან მეტოქის შეცდომები გამოიყენა. მეორე სეტში კი ესპანელს არაფერი გამოსდიოდა.

საერთოდ, გარბინს იშვიათად გამოსდის თამაშში გარდატეხის შეტანა, რაც ტოპ-მოთამაშისთვის სასარგებლო თვისებაა. მაგრამ აქ მუგურუსას თითქმის გამოუვიდა მატჩის საკუთარ მხარეს შემოტრიალება. სევასტოვა 5:1-ს და 40:15-ს იგებდა, თუმცა ანერვიულდა და ორმაგი მატჩბოლი გაანიავა. ლატვიელმა ორჯერ ვერ ჩააწოდა მატჩზე და ესპანელმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თუმცა, სევასტოვას ისევ მეტოქე დაეხმარა თავისი შეცდომებით და 5:4-ზე მეშვიდე ბრეიკის შესრულებით, ბალტიისპირელი მესამე წრეში უკრაინელ ბონდარენკოზე გავიდა.

მუგურუსამ ჩააგდო მეოთხე ცდა - გასულიყო აშშ-ის ღიას მესამე წრეში. ამით ის გამოეთიშა რეიტინგის პირველი ადგილისთვის ბრძოლას. კლასიფიკაციაში ლიდერობაზე სერენა უილიამსი, ანჟელიკ კერბერი და აგნიეშკა რადვანსკა აცხადებენ პრეტენზიას. ამასთან, რადვანსკას მხოლოდ ტურნირის მოგება სჭირდება.

ვოზნიაცკიმ კუზნეცოვას წაგებული მოუგო

ქალების ბადეში გამორჩეული იყო მატჩი რუს სვეტლანა კუზნეცოვასა და დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის შორის. თითქმის ყველა წინასწარ ანიჭებდა უპირატესობას რუს ჩოგბურთელს, რომელიც ბოლო წლებში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. შედეგიც სახეზეა - კუზნეცოვა მსოფლიოს მეათე ჩოგანია. თუმცა, არ უნდა დაგვევიწყებინა რიოს ოლიმპიადა, სადაც რუსმა 1/16 ფინალში, ძირითადად თავისი შეცდომების გამო წააგო იოჰანა კონტასთან.

რაც შეეხება ვოზნიაცკის, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი უკვე რამდენიმე წელია თავის ძველ თამაშს ეძებს. დანიელი ხელთათმანივით იცვლის მწვრთნელებს, მაგრამ ვერავის ეწყობა მამამისის გარდა. მისი ბოლო მწვრთნელი ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დავიდ კოტიზი იყო, რომელმაც ორჯერ მოაგებინა უიმბლდონი პეტრა კვიტოვას, თუმცა მათმა თანამშრომლობას ნახევარ წელსაც ვერ გაუძლო. ვოზნიაცკიმ ამ სეზონის ორი თვე ტრავმის გამო გააცდინა, მარტიდან მოყოლებული კი მხოლოდ ერთხელ - ისტბურნის ტურნირზე შეძლო ზედიზედ ორი მატჩის მოგება.

მატჩის დასაწყისმა დაადასტურა დანიელის გულშემატკივართა პესიმისტური მოლოდინი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კუზნეცოვა რეიტინგის მესამე ასეულში მყოფ მეტოქეს ანადგურებდა. რუსმა 4:0 წაიყვანა ანგარიში და მეხუთე გეიმში მესამე ბრეიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ ვოზნიაცკიმ გადაარჩინა გეიმი და ამის შემდეგ, თამაშში გარდატეხა შეიტანა. კაროლინმა არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში კუზნეცოვა ცოტა ხნით გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. მან 2:5-დან მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა თავის მოწოდებაზე ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა და ვოზნიაცკი მესამე წრეში გააცილა.

აღსანიშნავია, რომ კაროლინმა 2015 წლის სექტემბერის შემდეგ, პირველად მოუგო WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრს.

კერბერი ცოტა აწვალეს

პირველ წრეში პოლონა ჰერცოგთან გასეირნების შემდეგ, მცირე პრობლემებს წააწყდა მსოფლიოს მეორე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი. ხორვატმა მირიანა ლუჩიჩმა პირველ პარტიაში ბრძოლა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მეორე სეტში გაურთულა საქმე ფავორიტს. კერძოდ, ლუჩიჩმა ორი სეტბოლის შანსი მიიღო და შეეძლო მატჩის მესამე პარტიაში გადაყვანა, მაგრამ კერბერმა მნიშვნელოვან მომენტში მოუმატა და აიცილა ზედმეტი თავის ტკივილი.

მესამე წრეში კერბერის მეტოქე 17 წლის ამერიკელი კატრინ ბელისი იქნება, რომელზეც ამბობენ, რომ ამერიკული ჩოგბურთის მომავალია.

ქალები

II წრე

კერბერი (გერ, 2)-ლუჩიჩი (ხორ) 6:2, 7:6(7)

სევასტოვა (ლატ)-მუგურუსა (ესპ, 3) 7:5, 6:4

ვინჩი (იტა, 7)-მაკჰეილი (აშშ) 6:1, 6:3

კისი (აშშ, 8)-დეი (აშშ) 6:1, 6:1

ვოზნიაცკი (დან)-კუზნეცოვა (რუს, 9) 6:4, 6:4

ციბულკოვა (სლოვაკ, 12)-როდინა (რუს) 6:7(5), 6:2, 6:2

კონტა (ბრიტ, 13)-პირონკოვა (ბულ) 6:2, 5:7, 6:2

კვიტოვა (ჩეხ, 14)-ბუიუქაქჩაი (თურ) 7:6(2), 6:3

სვიტოლინა (უკრ, 22)-დევისი (აშშ) 6:1, 4:6, 6:3

ბენჩიჩი (შვეიც, 24)-პეტკოვიჩი (გერ) 6:3, 6:2

ოსაკა (იაპ)-დუანი (ჩინ) 6:4, 7:6(3)

ნიკულესკუ (რუმ)-ბოგდანი (რუმ) 6:0, 6:1

ბონდარენკო (უკრ)-ს. ჟენგი (ჩინ) 5:7, 7:6(5), 7:5

ვიტჰოფტი (გერ)-პუტინცევა (ყაზ) 6:1, 6:7(1), 6:1

ცურენკო (უკრ)-ვანგი (ჩინ) 7:5, 6:3

ბელისი (აშშ)-როჯერსი (აშშ) 2:6, 6:2, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა
გარბინ მუგურუსა მესამე ჩოგანი გახდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება