ვაჟთა ტურნირის პერიპეტიები
მეორე დიდი მოულოდნელობა მამაკაცებს შორის მეხუთე ნომრად განთესილი მილოშ რაონიჩის წაგება იყო. კანადელი წელს ძალიან კარგად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირებზე - ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალში იყო, უიმბლდონზე კი ფინალი ითამაშა.

მაგრამ, ამჯერად, შანსი არ ჰქონდა ამერიკელი რაიან ჰარისონის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ რაონიჩი მარცხენა ხელმა დააღალატა. მესამე სეტში მან სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, რამაც ვერ უშველა, თან მილოშს გადაადგილების პრობლემაც შეექმნა.

მეოთხე სეტში კანადელის მოწოდების სიჩქარე საათში 120 კილომეტრამდე დავიდა, რაც რაონიჩის საზომით, უბრალოდ, სასაცილო მაჩვენებელია. მილოშმა შეძლო თამაშის ჩამთავრება, მაგრამ ასეთ მდგომარებაში ჰარისონის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, რაონიჩმა 18 ეისს მისთვის არადამახასიათებელი 15 ორმაგი შეცდომა დაუმატა.

2010 წელს, 18 წლის ჰარისონმა აშშ-ის ღიაზე მე-15 ნომრად განთესილი ივან ლუბიჩიჩი დაამარცხა და მაშინ, ის ამერიკული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მონათლეს. მაგრამ რაიანმა ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და მხოლოდ გუშინ შეძლო კარიერაში პირველად "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში გასვლა.

დამაჯერებელი ნადალი ისტორიას შეესწრო

მამაკაცთა ბადეში ცენტრალური მატჩი რაფაელ ნადალსა და ანდრეას სეპის შორის იყო, მაგრამ მან არ გაამართლა მოლოდინი. ნადალი ძალიან კარგ ფორმაშია და არ დაინდო მეტოქე.

პირველ პარტიაში აპენინელმა ვერაფერი მოიფიქრა და სანამ, ესპანელის თამაშს გასაღებს მოარგებდა, "მშრალი" ანგარიშით დამარცხდა. მეორე სეტში, ტრადიციულად, ნადალს მცირე ჩავარდნა დაეწყო, რის გამოც, პარტია საათი და 10 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მაინც რაფამ მოიგო. მესამეში კი ბრძოლა ისევ არ ყოფილა - 6:0, 7:5, 6:1. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ესპანელს პრობლემები შეექმნას მესამე წრეში რუსი ანდრეი კუზნეცოვის წინააღმდეგ.

სეპისა და ნადალის შეხვედრაში ყველაზე საინტერესო მომენტს მატჩის შუაში ჰქონდა ადგილი, როცა ნიუ იორკში გაწვიმდა და ორგანიზატორებს პირველად მიეცათ ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავის გამოცდის საშუალება.

აღმოჩნდა, რომ ამერიკული სახურავი გაცილებით სწრაფია, ვიდრე უიმბლდონზე. თუ ლონდონში მთავარი არენის გადახურვას 15 წუთი სჭირდება, აქ ყველაფერი ხუთ წუთში მოთავდა. ასე რომ, მატჩში პაუზა, ჯამში მხოლოდ რვა წუთი გაგრძელდა.

კაცები

II წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვესელი (ჩეხ) უარი

ნადალი (ესპ, 4)-სეპი (იტა) 6:0, 7:5, 6:1

რ. ჰარისონი (აშშ)-რაონიჩი (კან, 5) 6:7(4), 7:5, 7:5, 6:1

ჩილიჩი (ხორ, 7)-სტახოვსკი (უკრ) 6:1, 6:2, 6:3

ცონგა (საფ, 9)-დაკუორტი (ავსტრა) 6:4, 3:6, 6:3, 6:4

მონფილსი (საფ, 10)-სატრალი (ჩეხ) 7:5, 6:4, 6:3

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15)-დელბონისი (არგ) 5:7, 6:2, 6:3, 6:2

ალმაგრო (ესპ)-კუევასი (ურუ,18) 7:6(5), 6:4, 7:6(9)

ისნერი (აშშ, 20)-დარცისი (ბელ) 6:3, 6:4, 6:7(10), 6:3

ანდერსონი (ს. აფრ, 23)-პოსპიშილი (კან) 7:6(3), 6:4, 6:4

პუიე (საფ, 24)-ჩიუდინელი (შვეიც) 4:6, 3:6, 7:6(6), 6:2, 6:0

სოკი (აშშ, 26)-მ. ზვერევი (გერ) 6:1, 6:1, 6:2

კუზნეცოვი (რუს)-რამოსი (ესპ, 31) 7:5, 6:4, 7:6(5)

ბაღდატისი (კვიპ)-პერი (საფ, 32) 6:2, 6:4, 3:6, 6:4

იუჟნი (რუს)-პეია (არგ) 6:2, 6:1, 7:6(3)

ედმუნდი (ბრიტ)-ესკობედო (აშშ) 7:5, 6:4, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა