"ჰალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაინც იაქტიურა და, როგორც იცით, საინტერესო ტრანსფერებიც განახორციელა
"ჰალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაინც იაქტიურა და, როგორც იცით, საინტერესო ტრანსფერებიც განახორციელა.

"ვეფხვებმა" "ტოტენჰემისგან" რაიან მეისონი შეიძინეს, რომელიც კლუბის სარეკორდო შენაძენი გახდა, მაგრამ დაზუსტებით უცნობია, რამდენი გადაიხადეს მასში. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ 25 წლის ნახევარმცველში 10 მილიონ გირვანქაზე მეტია გადახდილი, რადგან 2014 წელს "ჰალმა" "პალერმოდან" აბელ ერნანდესი სწორედ 10 მილიონად იყიდა და აქამდე კლუბის სარეკორდო შენაძენი იგი გახლდათ.

"ეს ჩემთვის ახალი, ძალიან დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშსა და ახალ თავგადასავალს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ჰალში" გადმოვედი" - თქვა მეისონმა, რომელიც დიდი ხანი უჩიოდა ტოტენჰემში" მცირე სათამაშო დროს და ახალი გუნდის ძიებაში გახლდათ.

მეისონის დარად, გუნდმა უილ კინი იყიდა და მასთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არც ამ ტრანსფერის ფინანსური დეტალები ხმაურდება, მაგრამ ამბობენ, რომ "ვეფხვებს" "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მილიონი გირვანქა დაუჯდათ. 23 წლის კინთან "ჰალის" დროებით მწვრთნელს, მაიკლ ფელანს ნამუშევარი აქვს, როდესაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბში გახლდათ. კინი აქამდე "უიგანში", ქპრ-ში, "შეფილდ უენსდისა" და "პრესტონში" გახლდათ განათხოვრბული.

"ჩემთვის ეს მშვენიერი შანსია და მადლობა ამისთვის მწვრთნელსა და "ჰალს". ვეცდები, ნდობა გავამართლო" - განაცხადა კინმა.

"ჰალმა" კი სეზონი, ბევრისათვის მოულოდნელად, ძალიან კარგად დაიწყო. გუნდში არსებული გარკვეული ქაოსის და ამჟამინდელი საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, უმეტესობა "ვეფხვების" შანსებს ალმაცერად უყურებდა და შესაძლოა, უყურებს კიდეც, მაგრამ ფაქტია - მათ ორი მოგებით დაიწყეს (მათ შორის, მოქმედ ჩემპიონ "ლესტერთან"), ხოლო მესამე ტურში ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდნენ "მანჩესტერ იუნაიტედთან".

"ჰალის" პირველი შენაძენი 31 წლის მეკარე დევიდ მარშალი გახდა, რომელიც გუნდმა სამშაბათს "კარდიფიდან" დაიმატა და შესაძლოა, ბონუსების ჩათვლით ეს ტრანსფერი 5 მილიონი გირვანქა დაუჯდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
შოთას "ჰალ სიტიში" სალაჰი ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა
Geo Team: არველაძე ჩემპიონშიპის მე-3 ტურის საუკეთესო მწვრთნელია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები