კლუბები და მათი შენაძენები
გუშინ მთელ მსოფლიოში დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელება იყო. ტრადიციულად, ბოლო დღეს ნამდვილი საგიჟეთია ხოლმე - ვინ სად მიდის, ვინ საიდან მოდის, ვიღაც დოკუმენტების გაფორმებას ვერ ასწრებს... მოკლედ, ამ ბაკქანალიაში ძნელია, უცებ ყველაფერში გაერკვე, მით უმეტეს, ასეთ დროს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებიც მრავლადაა. ან რომ გგონია, ესა თუ ის ტრანსფერი უკვე ბეჭედდასმულია, ხუთ წუთში ყველაფერი თავდაყირა დგება.

მაგალითად, აქსელ ვიტსელი წუთი-წუთზე ელოდა "იუვენტუსში" ჩარიცხვას და ამ ლოდინში მთელი 13 საათი დაჰყო ტურინის სასტუმროში, ვიდრე სანკტ-პეტერბურგიდან საბოლოო დასტური მოვიდოდა, მაგრამ "ზენიტმა" იტალიაში დოკუმენტების გაგზავნა ვერ მოასწრო...

ან თუნდაც ეს - მუსა სისოკომ და "ევერტონმა" ხელი ხელს დაჰკრესო და უცებ ფრანგი ნახევარმცველი "ტოტენჰემში" აღმოჩნდა...

მერე ჯეკ უილშირი "გაუშვეს" იჯარით "რომაში", მაგრამ მალევე მოვიდა ზუსტი ინფორმაცია - "ბორნმუთში" გაანათხოვრესო...

მაგრამ ეს უკვე წარსულია, ვნებათაღელვა ჩაცხრა, იანვრამდე ფანჯარა დაიხურა და უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ დიდი საზაფხულო ვაჭრობის მონაგარი...

პირველ რიგში, ის 25 კლუბი გამოვარჩიოთ, რომელმაც ამ ზაფხულს დიდი ფული დახარჯა გუნდების კომპლექტაციაში. დავიწყოთ ყველაზე მწირი მხარჯველით და ამ კლუბებში მთავარ ტრანსფერებზე გავაკეთოთ აქცენტი...

25. საუთჰემპტონი (დახარჯა 52 მლნ ევრო)

სოფიან ბუფალი (ლილი, 19 მლნ)

პიერ-ემილ ჰოიბერგი (ბაიერნი, 15 მლნ)

ნათან რედმონდი (ნორვიჩი, 13 მლნ)

24. ევერტონი (53 მლნ)

იანიკ ბოლასი (კრ. პალასი, 30 მლნ)

ეშლი უილიამსი (სუონსი, 14 მლნ)

იდრისა გიე (ასტონ ვილა, 8.5 მლნ)

23. შანხაი (54 მლნ)

ჰალკი (ზენიტი, 46.1 მლნ ფუნტი)

22. ვოლფსბურგი (55 მლნ)

ჯეფრი ბრუმა (პსვ, 15 მლნ)

იანიკ გერჰარდტი (კიოლნი, 13 მლნ)

მარიო გომესი (ფიორენტინა, 7 მლნ)

21. ვილიარეალი (58 მლნ)

რობერტო სორიანო (სამპდორია, 13.5 მლნ)

ნიკოლა სანსონე (სასუოლო, 13 მლნ)

დენის ჩერიშევი (რეალი, 10 მლნ)

20. კრისტალ პალასი (61 მლნ)

კრისტიან ბენტეკე (ლივერპული, 32 მლნ)

ანდროს თაუნსენდი (ნიუკასლი, 15 მლნ)

ჯეიმს ტომკინსი (ვესტ ჰემი, 11.7 მლნ)

18-19. ნიუკასლი (65 მლნ)

მეტ რიჩი (ბორნმუთი, 14 მლნ)

დუაიტ გეილი (კრ. პალასი, 11.7 მლნ)

გრენტ ჰენლი (ბლექბერნი, 6.5 მლნ)

18-19. ასტონ ვილა (65 მლნ)

ჯონათან კოჯია (ბრისტოლ სიტი, 17.5 მლნ)

როს მაკკორმაკი (ფულჰემი, 14 მლნ)

ჯეიმს ჩესტერი (ვესტ ბრომვიჩი, 10.5 მლნ)

17. უოტფორდი (69 მლნ)

ისააკ საჩისი (გრანადა, 15 მლნ)

სტეფანო ოკაკა-ჩუკა (ანდერლეხტი, 11.7 მლნ)

დერილ იანმაატი (ნიუკასლი, 8.3 მლნ)

16. პსჟ (72 მლნ)

გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, 30 მლნ)

ხესე როდრიგესი (რეალი, 25 მლნ)

ჯოვანი ლო სელსო (როსარიო, 10 მლნ)

15. ბაიერნი (73 მლნ)

მატს ჰუმელსი (დორტმუნდი, 38 მლნ)

რენატო სანჩესი (ბენფიკა, 35 მლნ)

14. ნაპოლი (77 მლნ)

არკადიუშ მილიკი (აიაქსი, 35 მლნ)

ამადუ დიავარა (ბოლონია, 15 მლნ)

პიოტრ ზელინსკი (უდინეზე, 10 მლნ)

13. ატლეტიკო (80 მლნ)

კევინ გამეირო (სევილია, 32 მლნ)

ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა, 25 მლნ)

შიმე ვრსალიკო (სასუოლო, 16 მლნ)

12. ტოტენჰემი (82 მლნ)

მუსა სისოკო (ნიუკასლი, 35 მლნ)

ვინსენტ იანსენი (ალკმაარი, 22 მლნ)

ვიქტორ ვანიამა (საუთჰემპტონი, 13 მლნ)

11. ლივერპული (80 მლნ)

სადიო მანე (საუთჰემპტონი, 40 მლნ)

ჟორჟინიო ვინალდუმი (ნიუკასლი, 29.4 მლნ)

ლორის კარიუსი (მაინცი, 5.5 მლნ)

10. ინტერი (93 მლნ)

ჟოაო მარიო (სპორტინგი, 45 მლნ)

გაბრიელ ბარბოზა (სანტოსი, 25 მლნ)

ანტონიო კანდრევა (ლაციო, 22 მლნ)

9. რომა (94 მლნ)

მოჰამედ სალაჰი (ჩელსი, 19 მლნ)

ჟერსონი (ფლუმინენსე, 17 მლნ)

სტეფან ელ შაარავი (მილანი, 13 მლნ)

8. ლესტერი (96 მლნ)

ისლამ სლიმანი (სპორტინგი, 35 მლნ)

აჰმედ მუსა (ცსკა, 19 მლნ)

ნამპალის მენდი (ნიცა, 15 მლნ)

7. არსენალი (109 მლნ)

გრანიტ ჯაკა (გლადბახი, 41 მლნ)

შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, 40 მლნ)

ლუკას პერესი (დეპორტივო, 20 მლნ)

6. დორტმუნდი (120 მლნ)

ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი, 30 მლნ)

მარიო გიოტცე (ბაიერნი, 26 მლნ)

უსმან დემბელე (რენი, 15 მლნ)

5. ბარსელონა (123 მლნ)

ანდრე გომესი (ვალენსია, 35 მლნ)

პაკო ალკასერი (ვალენსია, 30 მლნ)

სამუელ უმტიტი (ლიონი, 25 მლნ)

4. ჩელსი (149 მლნ)

დავიდ ლუისი (პსჟ, 45 მლნ)

მიჩუ ბაჩუაი (მარსელი, 39 მლნ)

ნ'გოლო კანტე (ლესტერი, 37.5 მლნ)

3. იუვენტუსი (165 მლნ)

გონსალო იგუაინი (ნაპოლი, 90 მლნ)

მირალემ პიანიჩი (რომა, 32 მლნ)

მარკო პიაცა (დინ. ზაგრები, 25 მლნ)

2. მანჩესტერ იუნაიტედი (170 მლნ)

პოლ პოგბა (იუვენტუსი, 105 მლნ)

ერიკ ბაილი (ვილიარეალი, 35 მლნ)

ჰენრიხ მხითარიანი (დორტმუნდი, 30მლნ)

1. მანჩესტერ სიტი (200 მლნ)

ჯონ სტოუნზი (ევერტონი, 56 მლნ)

ლეროი სანე (შალკე, 44 მლნ)

გაბრიელ ჟეზუში (პალმეირასი, 32 მლნ)

ლიგების მიხედვით

10 ყველაზე მხარჯველი...

ქვეყანა ლიგა ხარჯი

ინგლისი პრემიერლიგა 1.4 მლრდ

იტალია სერია A 705.8 მლნ

გერმანია ბუნდესლიგა 535 მლნ

ესპანეთი ლა ლიგა 465.3 მლნ

ინგლისი ჩემპიონშიფი 247 მლნ

საფრანგეთი ლიგა 1 192.22 მლნ

პორტუგალია პრიმეირა ლიგა 96.62 მლნ

რუსეთი პრემიერლიგა 94.75 მლნ

ბელგია პრო ლიგა 47.89 მლნ

თურქეთი სუპერლიგა 46.57 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები