არ არის გამორიცხული, ვაწაძე საქართველოში დაბრუნდეს და თბილისის "დინამოს" ან "ლოკომოტივის" ფორმა მოირგოს
როგორც ვწერდით, მათე ვაწაძე და დანიური "ორჰუსი" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გუნდის ნაწილი არ ყოფილა, "ორჰუსის" ფეხბურთელი აღარ არის. მას ახალი კლუბის მიწვევა არ ჰქონდა, მაგრამ "ორჰუსის" დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა. მოხარული ვარ, რომ გამოსავალი ერთად ვიპოვეთ. ეს ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. ვაწაძეს კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ, მას შეუძლია წინსვლა და განვითარება", - ამბობს "ორჰუსის" სპორტული დირექტორი იენს ანდერსონი.

ვაწაძე "ორჰუსში" 2012 წელს გორის "დილადან" გადავიდა. გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" ცნობით, დანიურმა კლუბმა მაშინ ქართულ მხარეს 700 ათასი ევრო გადაუხადა. "ორჰუსში" მან 81 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა, 2014/15 წლების სეზონში კი 20 გოლით დანიური გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 27 წლის ქართველი მთავარმა მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა საერთოდ დაივიწყა. სუპერლიგაში უკვე 7 ტური ჩატარდა და ვაწაძეს წუთიც კი არ უთამაშია.

ცხადია, "ორჰუსიდან" ვაწაძის წამოსვლას წინ მოლაპარაკებები უძღოდა და ქართველი თავდამსხმელი მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად იყო. მას მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლუბთან ჰქონდა, მათ შორის - ისრაელსა და რუსეთში, ყველაზე რეალური წინადადებით კი თურქეთის პირველი ლიგის გუნდმა მიმართა, რომელსაც მიზნად მთავარ ლიგაში გადასვლა აქვს დასახული.

ვაწაძეს თურქეთში ჩასვლა სთხოვეს და დეკემბრამდე ამ გუნდში თამაშზე თანახმა იყო, მაგრამ... გუნდი იმ ქალაქს ეკუთვნის, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვართან 20 კილომეტრში, საომარი მდგომარეობის ზონაშია და, ცხადია, იქ ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. როგორც გავიგეთ, ვაწაძემ სწორედ ამის გამო თქვა უარი თურქულ კლუბზე.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მას ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს და თუკი მისით რომელიმე კლუბი დაინტერესდება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავადაც შეეძლება კონტრაქტის გაფორმება. როგორც მის ოჯახში გვითხრეს, ახლა მათეს აგენტი ისრაელის ვარიანტზე მუშაობს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, წლის ბოლომდე ვაწაძე საქართველოში დაბრუნდეს და თბილისის "დინამოს" ან "ლოკომოტივის" ფორმა მოირგოს. ჯერჯერობით კი დანიაში რჩება და საკითხის გადაწყვეტას ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
კოპენჰაგენი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
მათე ვაწაძეს დანიაში ნამდვილი ბალახის სუნი ენატრება
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები