დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევში მეორე მატჩს სტუმრად ბრატისლავაში ჩაატარებს
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ვარჯიში "ჰანტ არენაზე"

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრას სტუმრად ბრატისლავაში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

სლოვაკეთი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროა, მაგრამ მატჩის ტრანსლაცია არცერთი სლოვაკური ტელევიზიით არ იგეგმება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლები ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და Youtube.com-ზე მალე შესაბამის ლინკსაც შექმნიან

ილიას ზუროსის გუნდი მომავალი მატჩისთვის ბრატისლავაში ორი დღეა ემზადება. 2 სექტემბერს კი ქართველმა კალათბურთელებმა "ჰანტ არენაზე" ბოლო ვარჯიში გამართეს. ცნობილია, რომ სლოვაკეთის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ჩვენი ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები

მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი

1. გიორგი შარაბიძე ცენტრი 208 ფენი-ინდუსტრი (მაკედონია)

2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)

3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)

5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)

6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)

7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)

8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)

9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)

10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)

13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)

15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)

16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)

23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)

33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015)

მწვრთნელი: ილიას ზუროსი

თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში შინ ალბანეთს 86:47 მოიგო, სლოვაკეთი კი სტუმრად მონტენეგროსთან 65:97 დამარცხდა. დღესვე მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთი ტირანაში მონტენეგროს უმასპინძლებს.

დაპირისპირების ისტორია

სლოვაკებთან ოთხი ოფიციალური მატჩი გვაქვს ჩატარებული და 3:1-ს ვიგებთ. დღეს სხვაობა ოთხამდე უნდა გავზარდოთ, რადგან სლოვაკეთის ნაკრებთან წაფორხილება არ შეიძლება. 7 ჯგუფიდან ხომ მხოლოდ პირველადგილოსნები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

ბოლოს სლოვაკებს 2009 წელს ვეთამაშეთ და 41 ქულის სხვაობით ვაჯობეთ. მას მერე საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, სლოვაკების ნაკრებში კი კალათბურთელებიც ხშირად იცვლებიან და მწვრთნელებიც.

2016-ში მათ ახალი მწვრთნელი, ივან რუდეზი წვრთნით. ეს ხორვატი სპეციალისტი "მინესოტას" ფორვარდ დამიან რუდეზის ძმაა. სხვათა შორის, დამიანი, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ესპანურ "სარაგოსაში" ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაშობდნენ.

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი 1997. შესარჩევი

08.10.1995

სლოვაკეთი-საქართველო 82:73

41:29, 41:44

საქართველო: ბაქრაძე (9წთ, 0ქ, 1ჩ), კობეშავიძე (24წთ, 8ქ, 1ჩ), ტურაშვილი (24წთ, 5ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), სანაძე (15წთ, 2ქ), ბარამიძე (17წთ, 4ქ), დერიუგინი (33წთ, 16ქ, 5მ, 3პ, 1ჩ), სტეფანია (20წთ, 29ქ, 15მ, 3პ, 4ჩ), შენგელია (27წთ, 1ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), ქარაბაკი (7წთ, 6ქ, 2მ), ჩხეიძე (4წთ, 2ქ)

30.10.1996

საქართველო-სლოვაკეთი 91:71

48:41, 43:30

საქართველო: ჟღენტი (6წთ, 2ქ), სტეფანია (34წთ, 22ქ, 9მ, 4ჩ), სანაძე (26წთ, 7ქ, 4მ, 1ჩ), უსტიაშვილი (32წთ, 9ქ, 7პ, 1ჩ), ნაცვლიშვილი (25წთ, 20ქ, 3მ, 2ჩ), შენგელია (4წთ, 2ქ), ქარაბაკი (30წთ, 18ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), დადიანი (10წთ, 1ქ, 1მ, 2პ), ბერძენიშვილი (4წთ, 4ქ, 1მ), ჩხეიძე (29წთ, 6ქ, 1მ, 2პ, 2ჩ)

ევრობასკეტი 2011 საკვალიფიკაციო

13.09.2008

სლოვაკეთი-საქართველო 78:101

17:31, 13:26, 23:28, 25:16

საქართველო: ცინცაძე (29 წთ, 2ქ, 9პ, 2მ, 1ჩ), ელისი (29 წთ, 20ქ, 5მ, 2პ, 3ჩ), სანიკიძე (29 წთ, 16ქ, 3მ, 6პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (24 წთ, 17ქ, 6მ, 1პ), ფაჩულია (28 წთ, 27ქ, 5მ, 1პ, 2ჩ), გამყრელიძე (17 წთ, 3ქ, 1მ, 2პ, 1ჩ), ვ. ბოისა (20 წთ, 8ქ, 3მ, 1პ, 1დ), ა. ბოისა (8 წთ, 1მ), შერმადინი (8 წთ, 2ქ, 3მ), ტუღუში (6 წთ, 3ქ), შენგელია (2 წთ, 1მ), ბერიშვილი (1 წთ, 3ქ)

22.08.2009

საქართველო-სლოვაკეთი 91:50

24:8, 22:12, 24:13, 12:17

საქართველო: გამყრელიძე (13წთ, 2პ), ვ. ბოისა (23წთ, 4ქ, 6მ, 2პ), ა. ბოისა (15წთ, 3ქ, 1მ, 1დ), ფაჩულია (31წღ, 34ქ, 14მ, 1ჩ, 2დ), ცინცაძე (30წთ, 12ქ, 1მ, 5პ), შერმადინი (9წთ, 7ქ, 5მ), ტუღუში (7წთ, 1მ), სანიკიძე (27წთ, 14ქ, 14მ, 2პ, 1ჩ, 2დ), ელისი (29წთ, 9ქ, 2მ, 2პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (13წთ, 8ქ, 3მ), შენგელია (4წთ, 1მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo
სადააა სჰეპირებული ლაივი
sandro
ლაივ სტრიმის ლინკი დალინკეთ ვინმემ
გიორგი
წარმატებით გევლოთ ბიჭებო
kaxi
მოვუგებთ, თანაც კარგი სხვაობით. ეგ არაფერი გუნდი არ არის.
status quo
ჩვენს ფეხბურთზე ძაან დიდი წარმოდგენა გქონია, სლოვაკურს რომ ადარებ.

ესენიც იმ დონეზე არიან ჩვენთან კალათბურთში, როგორც ჩვენ ფეხბურთში სლოვაკეთის ნაკრებთან. თუ არაფერი თვითონვე არ მოიგონეს მინიმუმ 20 ქულით უნდა მოვუგოთ. კალათბურთი ისეთი სპორტია სენსაციები რომ ბრახა-ბრუხით არ ცვივა. დიდი სირცხვილი იქნება მაგათთან რომ წავაგოთ.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა