ოცნებავ, ჩემო...

იაია ტურე იქადნება, რომ "მანჩესტერ სიტი" რამდენიმე წელიწადში "ბარსელონაზე" ძლიერი გუნდი იქნება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ დღეს ამ ორი გუნდის შედარება არ შეიძლება. ეს 27 წლის ნახევარმცველი, მოგეხსენებათ, ამ სეზონამდე თავად "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. ისტლენდელებმა მასში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

"ჯერჯერობით "სიტის" "ბარსასთან" შედარება არ შეიძლება. კატალონიელებს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავთ, სადაც უმეღლესი კლასის ვარსკვლავები თამაშობენ. ჩავი, ინიესტა, მესი და დანი ალვეში ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ დაკომპლექტებული. აი, გავა რამდენიმე წელიწადი და არ გაგიკვირდეთ "ბარსელონაზე" ძლიერები თუ ვიქნებით. დღეისათვის კი ჩვენს წინაშე მკაფიო ამოცანა დგას: დაუღალავად უნდა ვიშრომოთ და თამაშის ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ. ამაზე ჩემს ძმას, კოლოს და ოჯახის სხვა წევრებს ხშირად ველაპარაკები. დიახ, "სიტი" დიდებული გუნდია, მაგრამ უმაღლეს დონეზე ასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს".

დღეს ყველა ამბობს, რომ თუ ისტლენდელები პრემიერლიგის ოთხეულში შევლენ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, კლუბის არაბი მეპატრონეები ახალ ფეხბურთელებში დიდძალ ფულს დახარჯავენ. "სიტი" პრემიერლიგის გარდა ფეხბურთის ასოციაციის თასისა და ევროთასისთვისაც იბრძვის. ევროლიგაში ისტლენდელებმა ბერძნულ "არისთან" პირველ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს და ახლა შინ ელიან მოწინააღმდეგეს.

ტურე ამბობს: "ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ოთხეულში შესვლაა. მომავალ სეზონში აუცილებლად ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ძნელია, რადგან "ლივერპული" ძალებს იკრებს და მწამს, "ჩელსიც" გამოფხიზლდება".

კვირას "სიტიმ" ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ნოთს ქაუნთის" 5:0 მოუგეს. ორი გოლი გუნდის თილისმამ, არგენტინელმა კარლოს ტევესმა გაიტანა. ეს ისტლენდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 73 შეხვედრაში მისი 49-ე და 50-ე გოლები გახლდათ.

"კარლოსი ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ვის მხარდამხარაც ოდესმე მითამაშია. მას საოცარი შედეგი აქვს. თან, ტევესი ძალიან ბევრს მუშაობს რათა სულ უკეთ და უკეთ ითამაშოს. "ბარსელონაში" მე ლეო მესის თანაგუნდელიც ვყავი. ვფიქრობ, ორივენი დიდი ვარსკვლავები არიან, მაგრამ მესის შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი იყოს. ის, მშვიდად რომ არის მაშინაც სახიფათოა".

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო